Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

საწყალი საქართველო, რა გაუგებრობაში ვართ მოხვედრილი,

რუსული თუ ამერიკული ინტერესები, არ გვკიდია ტო,

სადაა ჩვენი ინტერესები, გრუზინსკი,

 

ყველა ერი თავისი ინტერესებისთვის იბრძვის,

ერთი ჩვენ ვართ რა დებილები,

მთავრობა ჯიბეებს ივსებს ქვეყნის ინტერსების ხარჯზე,

მოსახლეობის დიდი ნაწილი კი იაფფასიანი პროპაგანდის მსხვერპლია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 93
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

bowman

ეგ სცენარი თითქმის გამორიცხულია: ჯერ ერთი რატომ იქნება ასეთი აუცილებელი სომხეთის ჩართვა ამ პროექტებში, როცა აზერბაიჯანსაც აქვს საზღვარი ირანთან და სულ თავისუფლად შეიძლება ნავთობის ტრანსპორტირება ირან-აზერბაიჯან საქართველო- თურქეთის გავლით,

ეტყობა ყურადღებით არწაიკითხე ჩემი პოსტები ...

 

რათქმაუნდა აზერბაიჯანი ესაზღვრება ირანს და ნომინალურად შესაძლებელია მილსადენები ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მიმართულებით გატარდეს მაგრამ ... პრობლემა ის არის, რომ აზერბაიჯაბის 30 პროცენტი სომხეთის მიერ არის ოკუპირებული. ერევანი მთიანი ყარაბახის გარდა კიდევ 6 სხვა რაიონს აკონტროლებს აზრბაიჯანის ტერიტორიაზე (მათ შორის იმ რაიონებსაც სადაც ოპტიმალურ ვარიანტში მილსადენებს შეიძლება გაევლო) და ამ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის ურიგულირებამდე არანაირ ტრანსნაციონალურ ენერგოპროექტებზე საუბარი არ შეიძლება (იმედია ამაში არ შემეკამათები).. გარდა ამისა ვაშინგტონისთვის პრობლემურ ზონად იქცა საქართველო, რომელსაც ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო სტაბილურ "პარტნიორად" აღარ განიხილავს ..

 

რატომ?

 

თუნდაც ამიტომ აგერ ..

1. იმიტომ, რომ ბოლო 20 წელი საკმარისზე მეტი არგუმენტი აღმოჩნდა ვაშინგტონისთვის იმაში დასარწმუნებლად, რომ საქართველოზე არასტაბილური ქვეყანა აფრიკის კონტინეტზეც კი ძნელად მოიძებნება. არასტაბილური "მილსადენების მიმდებარე ტერიტოია" კი ნამდვილად არ არის ის შედეგი რისთვისაც ვაშინგტონმა საქართველოში მილიარდობით დოლარი ჩაიდო.

 

2.. იმიტომ, რომ ქვეყნის სტაბილურობა ეკონომიკურ განვითარებაზეა დამოკიდებული, საქართველომ კი ვერ მოახერხა ეკონომიკის დივერსიფიცირება, ინტელექტუალური-კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების დაწყება და დასავეთის ბაზარზე გასვლა. იმიტომ, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება დღემდე რუსეთის ეკონომიკასთან მჭიდრო თანამშრომლობაზეა დამოკიდებული, რასაც თავის მხრივ საქართველო რუსეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები განაპირობებენ. ამდენად ვაშინგტონისთვის ცხადი ხდება, რომ ვიდრე ქვეყანა აშშ-ის კოლონიალურ მდგომარეობაში რჩება, ვერ მოხერხდება ვერც მისი ეკონომიკური განვითარება და ვერც ხანგრძლივი სტაბილურობის მიღწევა ..

ესეც რომ არ იყოს სომხეთის ენერგოპროექტებში ჩართვის იდეის ლობირებას ახორციელებს სომხური ლობი აშშ-ი და იგივეს აკეთებს მოსკოვი, რომელიც დღეის მდგომარეობით, ოპტიმალურ პოზიციაშია სამხრეთ კაკასიის რეგინთან დაკავშირებით წარმოებულ გეოპოლიტიკურ "თამაშში" და ნომინალურად, დასავლეთის ცივილიზაციის კონტექსტში, ვაშინგტონთან სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად პოზიციურ დონეზე საკუთარი გავლენის გაძლიერებას არ ერიდება ...

მოკილედ ვერც სომხეთს აუვლის ვაშIნგტონი გვერდს და ვერც აზერბაიჯანით ჩაანაცვლებს მას ..

მეორე სანამ ობამა პრეზიდენტია ირანთან შესაძლო ომზეც კი ზადმეტია საუბარი (ირანი არ არის ერაყი, ის ბევრად უფრო ძლიერი სახელმწიფოა, მას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია ყავს და ძალიან მალე ბირთვული იარაღიც ექნება)

ობამას პრეზიდენტობის გამო ირანთან ომის გამორიცხვა ვფიქრობ არგუმენტი არ არის .. ჯერ ერთი აშშ-ის გეოპოლიტიკა ათწლეულებზე იწერება და პრეზიდენტების მოსვლითა და წასვლით, მრიცხველთა გაანაცვლებისა არ იყოს, ჯამი არ იცვლება ..

 

აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ წავა, რადგან აშშ-ის გეოპოლიტიკის შემუშავება და სტრატეგიული მართვა უნიკალური სახელმწიფო სისტემის მიერ ხორციელდება და პრეზიდენტი ამ საკითხში მხოლოდ დამკვირვებლის-ხელის მომწერის როლშია .. (არ უნდა დავაკნინთ, მაგრამ არც უნდა გადავამეტოთ პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობა)

 

ირანი ნამდვილად არ არის ერაყი და გაცილებით ძლიერი არმია ყავს ვიდრე სადამ ჰუსეინს ყავდა "უდაბნოს ქარიშხალთან" (ერაყის პირველი ომი) შერკინებამდე. მიუხედავავდ ამისა დიდი შეცდომა იქნება ირანისა და აშშ-ის არმიების ერთ სიბრტყეში განხილვა .. დამერწმნე ირანის არმიის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის, ავიაციის, ფლოტისა და მსხვილი სახმელეთო შენაერთების ნეიტრალიზებისთვის აშშ-ს 14-28 დღე ეყოფა .. პარტიზანული ომი სხვა თემაა, თუმცა საბოლოო ჯამში აშშ-ისთვის ირანის ოკუპირება შესრულებადი ამოცანაა და სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით ფუნდამენტალური ხასიათის დაბრკოლება ვაშIნგტონს არ აქვს ..

 

შOრს რომ არ წავიდეთ აშშ-ირანის ომის გარდაუვლობაზე სულ ცოტა რამდენიმე თვალშIსაცემი ფაქტორი მიუთითებს ..

 

1. დამეთანხმე რომ მზის აბაზანების მისაღებად არ ყავს ირანის მეზობელ ავღანეთში აშშ-ს 120 000 ჯარისკაცი გაგზავნილი, და არც ყაყაჩოს მინდვრების სადარაჯოდ.(თალიბანთან და ალ ქაიდასთან თავზეხელაღებული დაპირისპირების ლეგენდა მოდი მოხალისე ანალიტიკოსებს დაოტოვოთ).

 

2. რომ არა აბსოლიტური გარანტია იმისა, რომ აშშ-ი ირანზე თავდასხმას განახორციელებს, ისრაელი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაასრულებდა თეირანის ბირთვული პროგრამისა და ისლამური რესპუბლიკის სასულიერო და პოლიტიკრი ხელმძღვანელობის ისტორიას ..

 

და ბოლოს .. აშშ-ს შეზღუდულ დროში მოუწევს სამხრეთ კავკასიის ენერგოდერეფნის საბოლოო კონსტრუქციის ფორმირება, რადგან ბირთვულ არსენალს ირანი მომდევნო 2-3 წელიწადში რათქმაუნდა ვერ შექმნის (ატომური ბომბი ხომ ავტომატის დაშლა აწყობა არ არის?), მაგრამ 1 ან 2 მცირე კილოტონაჟის ბირთვული ბომბი თეორიულად შეიძლება დაამზადოს ..

 

ეს აშშ-საც აწყობს რათა ირანზე თავდასხმა გაამართლოს .. ეგ კი არა და 11 სექტემბრის შემდეგ იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ აშშ-ის სპეც სამსახურებმა 3-5 კილოტონიანი ბომბი თავად ააფეთქონ სადმე ნიუ იორკში (შეიძლება სადმე სხვაგან), თავდასხმაში თეირანი დაადანაშაულონ და ეს ფაქტი ირანზე თავდასხმის მიზეზად აქციონ ..

მესამე ჩვენმა მთავრობამ არაერთხელ თქვა, რომ ჭკუა ისწავლეს და პროვოკაციას აღარ წამოეგებიან, მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე ძალიან ძნელი იქნება საქართვლოს ჩაბმა საომარ მოქმედებებბში,

ეს მომენტი არა მგნია სერიოზულ განხილვას საჭიროებდეს .. კარგი იქნება თუ საქართველოს ხელისუფებაშI ვინმემ ისწავლა რამე, მაგრამ .........

მეოთხე საქართველო სომხეთის დრევანდელი კარგი ურთიერთობები არ იძლევა ამგვარი პროგნოზის საშუალებას(შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომში სწორედ სომხეთმა არ დართო ნება რუსეთის 58 არმიას, რომ მისი ტერიტორიიდან შემოსულიყვნენ სამცხე-ჯავახეთში და საქართველოს მხარდამჭერი განცხადებაც გააკეთა)

საქართველო სომხეთს შორის არსებული ურთიერთობების კარგად დახასიათება "ალბათ" მეტისმეტად ოპტიმისტური იქნება ... რაც შეეხება 58-ე არმიას და აგვისტოს ომს, ერევანი ვერ დაუშლიდა რუსეთს იმის არ გაკეთებას რის გაკეთებას არც აპირებდა .. სად უნდა შეეყვანა სომხეთიდან რუსეთს გიუმრიში დისლოცირებული 58-ე არმიის დანაყოფები? სამცხე ჯავახეთში? თუ თბილისისკენ დაეძრა? რატომ? მაშIნ მოსკოვს ამის გაკეთება არ ჭIრდებოდა .. ასე რომ ....

 

კარგად გამიგე მე სომხეთზე, როგორც ყველა სხვა სახელმწიფოს მსგავსად სტრატეგიული ინტერესების მქონე სახელმწიფოზე ვსაუბრობ და არავითარ შემთხვევაში არ ვეხები სომეხ ხალხს .. ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია ..

და ბოლოს არამგონია ამერიკამ გაწიროს თავის მოკავშირე ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ყველაფრის მიუხედავად დღემდე მტკიცედ დგას დასავლურ ორიენტაციაზე...

იცი თავის დროზე ვინ იყო აშშ-ის პარტნიორი? შენ წარმოიდგინე და პოლ პოტი. წითელი ქხმერების ბელადი. "ადამიანი", რომელმაც კამბოჯის ტერიტორიაზე რამდენიმე მილიონი (ძირითადად ვიეტნამელი ეთნიკური წარმოშობის) საკუთარი თანამოქალაქე გაანადგურა ..

 

ასე რომ ვაშინგტონისა და საქართველოს სტრატეგიულ და გინდაც არასტრატეგიულ პარტნიორობაზე და საერთოდ აშშ-ის პარტნიორებზე საუბარი არ ღირს ..

 

თეთრმა სახლმა არაერთხელ გამოიყენა სააკაშვილი და საქართველო და მინიმუმ კიდევ ერთხელ გამოიყენებს, როცა სააკაშვილს რუსეთთან საომარი მოქმედებების პროვოცირებას აიძულებს .. იმედია სააკაშვილი მოვა გონს და შეეცდება ვაშინგტონისგან დამოუკიდებლობა მოიპოვოს, მაგრამ თეთრ სახლს (ლენგლის) სააკაშვილის გარეშეც შეუძლია რუსეთან ომის პროვოცირება, რაც დღეისთვის არის კიდეც აშშ-ის ერთ ერთი ამოცანა, რომელსაც განახორციელებს კიდეც მომდევნო 1-2 წელიწადში ..

ასე რომ ვფიქრობ კი არა დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარი სცენარი არ მოხდება, ჩვენ ყველაზე რეალური სცენარი იმედის მოდელირებულ გადაცემაში ვნახეთ, აი ამგვარი რამ მართლა შესაძლებელია.

რა მოხდება და რა არა ამას მომავალი გვაჩვენებს.

 

იმედის მოდელირებული სცენარი კი იდეალურად ჯდება, კი არა და არაფრით ეწინააღმდეგება ვაშინგტონის გეოპოლიტიკის სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის სეგმენტის ჩემს მიერ წარმოდგენილ ხედვას, როგორც მნიშვნელოვანი მაგრამ მხოლოდ დეტალი ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

არც მზად ვარ და არც არამზად...

მაგარი მახატია...

რაციონალური არა, მგარამ კარგია რომ არ გეშინია მაინც ...

 

არადა ქართული საზოგადოების ერთ ერთი ძირითადი პრობლემა ყველაფრის ან თითქმის ყველაფრის უსაზღვრო და თავდაუვიწყარი დაკიდება დახატვაა ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

მე თითონ დავხურე ის თემა და ეს გავხსენი, რომ უფრო მეტად ვისაუბროთ თემის გარშემო და ზოგადსაკაცობრიებო საკითხებს არ გადავაყოლოთ მომდევნო 20 გვერდი

 

...და შენ რა იცი რომ აქაც ეგრე არ გაფარჩაკდება ეგ თემა???

 

იქ უკვე სათქმელიც ითქვა და სათქმელზე მეტიც და რა საჭიროა აქ ერთი და იგივე ომის აგიტაციის ღეჭვა??? შენ ომის პარტიიდან ხომ არ ხარ შემთხვევით???

 

ომს რაც შეეხება კიდევ... ომი ნაცების გარდა საქართველოში არავის არ უნდა... ნაცების გარდა არავის არ აწყობს ომი დღეს საქართველოსი!!!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

შენ ომის პარტიიდან ხომ არ ხარ შემთხვევით???

რუსეთში მცხოვრები არალეგალი ვარ ბლინ რა ომის პარტია რის ომის პარტია ..

 

საზოგადოებას მინდა გავაგებინო, რომ იმის და მიუხედავად ვის აწყობს ომი და ვის არა, ომი იქნება! და რადგან იქნება ესეიგი შესაბამისი შემზადებაც საჭიროა ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

შესაბამისი შემზადებაც საჭიროა ..

 

რა გვთავაზობ შემზადებაში??? ბუნკერები გათხაროს ქართველმა ხალხმა, კონსერვები მოიმარაგოს თუ ვიზებზე ჩალიჩი დროულად დაიწყოს რომ მაგ ჯერ არ დაწყებულ და უკვე წაგებულ ომს დროულად გაასწროს საქართველოდან???

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ერთ ერთი ძირითადი პრობლემა

საერთოდ არ მიმაჩნია ჩემს პრობლემად ეგ ამბავი.

და თუკი ქვეყნის პრობლემა ისაა რომ მე და ჩემს ნაირებს გვახატია...

გააკეთოს რამე რომ არ გვეხატოს.

თორემ ყველაფერი გააკეთა ამ სახელმწიფომ რომ სულ ცალ ქუსლზე მეკიდოს მისი მომავალი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არც მზად ვარ და არც არამზად...

მაგარი მახატია... :rock:

თუ დამბომბეს თბილისი მკიდიებს და ქაფქიანებს ჭურვები არ გააარჩევს :ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

რა გვთავაზობ შემზადებაში??? ბუნკერები გათხაროს ქართველმა ხალხმა, კონსერვები მოიმარაგოს თუ ვიზებზე ჩალიჩი დროულად დაიწყოს რომ მაგ ჯერ არ დაწყებულ და უკვე წაგებულ ომს დროულად გაასწროს საქართველოდან???

რას გთავაზობთ და საფრთხეების გაცნობიერებას!

 

როგორც შენ არ გჯერა საომარი მოქმედებების შესაძლო განახლებისა და ქვეყნის დეზინტეგრაციის გაგრძელების, ასევე არ ჯერა ამის მოსახლეობის უმრავლესობას, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის!

 

მოსალოდნელი საფრთხეების ადეკვატურ გაცნობიერებას, ადეკვატური ღონისძიებების გატარებაც მოყვება ..

 

პლუს ამას შენსავით დარწმუნებული არ ვარ, რომ საქართველო ომს წააგებს.. შეიძლება კრემლი ვერ გადავღებოთ მწვანედ, მაგრამ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის დაცვა უნდა მოვახერხოთ!

 

მოვლენების უარესი სცენარით განვითარების შემთხვევაში ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიძლება დაკარგოს ქვეყანამ და ვხედავ რა ამ საფრთხეს მშვიდად ვერ ვიქნები და ვერც დამკვირვებლის როლს შეურიგდები ...

 

არ მოგწონს თემა? იგრუზები? უაზროთ მიიჩნევ? არ შემოხვიდე და არაფერი წაიკითხო. ყველაზე მარტივი გამოსავალი ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

საერთოდ არ მიმაჩნია ჩემს პრობლემად ეგ ამბავი.

და თუკი ქვეყნის პრობლემა ისაა რომ მე და ჩემს ნაირებს გვახატია...

გააკეთოს რამე რომ არ გვეხატოს.

თორემ ყველაფერი გააკეთა ამ სახელმწიფომ რომ სულ ცალ ქუსლზე მეკიდოს მისი მომავალი...

საქართველო შენ ხარ ადამიანო და ვისთან გაქვს პრეტენზიები? რა უნდა გაგიკეთოს ქვეყანამ? რა არის ქვეყანა?

 

თუ ქვეყანა არ ვარგა ესეიგი ჩვენ არ ვარგივართ და გამოსავალი არ არის ყველაფრის ხელისუფლებაზე გადაბრალება .. რა გავაკეთეთ რომ უკეთესი ხელისუფლება გვყავდეს? ან ეგ ხელისუფლება რომელი საზოგადოების მიერ დაკომპლექტდა?

 

ბოლო ბოლო კი გააყალბა სააკაშვილმა არჩვენები, მაგრამ წიწიბურა გინდოდათ ტო პრეზიდენტად? ეგ იქნებოდა საქვეყნო საქმის გაკეთება?

 

---------------

 

მეც ბევრი რამე მახატია და ბევრ რამეს ვიკიდებ, მაგრამ, როცა ომზე, ათიათასობით და ასიათასობით ადამიანის ბედზე და ქვეყნის არსებობაზეა საუბარი, დაკიდების უფლება არ უნდა გვქონდეს...

 

---------------

 

მამენტ სახელმწიფოს ღალატში დადანაშაულებული ინდივიდისგან მესმის რომ ეს ყველაფერი უცნაურად ჟღერს, მაგრამ ფაიზაღს ვუბნობ ვგონებ ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

ომს რაც შეეხება კიდევ... ომი ნაცების გარდა საქართველოში არავის არ უნდა... ნაცების გარდა არავის არ აწყობს ომი დღეს საქართველოსი

რამე ლოგიკა გაქვს ამ პოსტში ჩადებული? მაინც რატომ აწყობთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

საქართველო შენ ხარ ადამიანო და ვისთან გაქვს პრეტენზიები? რა უნდა გაგიკეთოს ქვეყანამ? რა არის ქვეყანა?

მე ვარ მე. და არა საქართველო.

ქვეყანამ კი ერთი მცირედი რამ უნდა გამიკეთოს.

უნდა ეცადოს რომ თავი არ შემძულოს, უნდა ეცადოს რომ რაიმეს ნიშნავდეს ჩემთვის, უნდა ეცადოს რომ მასში იყოს რაიმე ისეთი რაც მე მეყვარება...

დღეს დღეობით ასეთი რამ ძალიან ცოტაა, და რაც არის მას არცერთი გარე დამპყრობელი არ ემუქრება...

პირიქით... შიდა დამპყრობლები ცდილობენ მის განადგურებას. ხოდა რატომ უნდა ვიომო იმის დასაცავად რაც ჩემი მტერია ფაქტობრივად?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სადაა ჩვენი ინტერესები, გრუზინსკი,

პატარა ქვეყანა ვართ, ვინ გვეკითხება ინტერესებს.

 

უფრო სწორად სად გვაქვს მაგის ტაკუნა :ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...