asds Posted April 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 20, 2010 ვინაიდან მოსალოდნელი ომის თემა აქტუალურობას არ კარგავს, ვთვი საჭიროდ ხელახლა გავხსნა თემა და სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებასთან დაკავშირებული ინფორმაციები, მოსაზრებები და უბრალოდ ჰაზრები აქ განვიხილოთ ... ეს პირველი თემის ლინლი მზად ხართ ომისთვის? რუსეთთან და სომხეთთან შესაძლო ომის ჩემეული ძირითადი სცენარი კი კვლავინდებურად ასე გამოიყურება .. ციტატა(asds @ 14th April 2010 - 03:50 PM) რატომ იქნება ომი და იმიტომ რომ ვაშინგტონს ჰაერივით ჭირდება სომხეთის ენერგოპროექტებში ჩართვა, რომ ირანის ოკუპირების შემდეგ მილსადენებმა ირანიდან სომხეთის და სომხეთის მიერ კონტროლირებადი საქართველოს ტერიტორიებზე გაიაროს .. სხვა გზა აშშ-ს არ აქვს რადგან დღეის მდგომარეობით აშშ-ის ნავთობითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით მომარაგება ინდოეთის ოკეანის გავლით ხდება ძირითადად რაც 15-20 წელიწადში შეუძლებელი ან თითქმის შეუძლებელი გახდება. რატომ? იმიტომ, რომ მაგ დროისთვის ჩინეთს ავიამზიდების ფლოტი ეყოლება და შრილანკაზე (ცეილონი) და ინდეოთის ოკეანის სხვა რეგიონებში განთავსებული სამხედრო საზღვაო ბაზების მეშვეობით პეკინი ინდოეთის ოკეანეზე დომინირებას შეძლებს .. გასაგებია, რომ ვაშინგტონს არ აწყობს ჩინეთის კონტროლს ქვეშ მყოფი რეგიონიდან მარაგდებოდეს ენერგომატარებლებით და ამდენად სხვა გზებს ეძებს .. ერთ ერთი ასეთი გზა ირანი-სომხეთი-სომხეთის მიერ ოკუპირებული სამცხე ჯავახეთი-ჯეიჰანი (თურქეთი) იქნება ... რატომ? იმიტომ, რომ ბევრი მიზეზის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია მილსადენების ირანიდან პირდაპირ თურქეთში შეყვანა ... შეიძლება იკითხო რატომ მაინც და მაინც მილსადენით უნდა მოხდეს ირანული ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება როცა სპარსეთის ყურითაც თითქოს შეიძლება სუპერტანკერებით ენერგორესურსების სუეცის არხის, ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტიკის გავლით ანდა აფრიკის კონტინენტის შემოვლითა და ათლანტიკაში გადასვლით ტრანსპორტირება და გეტყვი რომ ორივე გზა იქნება გამოყენებული და მაინც აუცილებელი გახდება მილსადენები, რადგან ირანის ჩრდილოეთით, კონტინენტალურ ნაწილში და კასპიის ზღვის შელფზე მდებარე საბადოების დამუშავებას მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება დაჭირდება ყველა ვარიანტში და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე "ტრუბებსაც" აუცილებლად გაატარებენ ... მით უმეტეს რომ აღნიშნულ რეგიონებში ე.წ. არა სპარსული წარმოშობის ხალხები ცხოვრობენ კომპაქტურად და შესაბამისად ირანის ოკუპირების შემდეგ გაცილებით ადვილი იქნება საკონტროლოდ ვიდრე ისლამური რესპუბლიკის დანარჩენი ტერტორია .. მოკლედ რთული თემაა და ერთ პოსტში არ დაიწერება, მაგრამ აუცილებლად პასუხგასაცემია კიდევ ერთი და ალბათ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი კითხვა თუ რატომ უნდა მოხდეს სომხეთის და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსია როცა საქართველოსაც შეუძლია ენერგოპროექტებში მონაწილეობის მიღება? პასუხი კი იმაში მდგომარეობს რომ სომხეთის ჩართვას ენერგოპროექტებში ეწინააღმდეგება ანკარა და ბაქო, რადგან ღრმა ისტორიულ წიაღსვლებს რომ თავი გავანებოთ, სომხეთს დღემდე აქვს ოკუპირებული, როგორც მთიანი ყარაბახი, აგრეთვე აზერბაიჯანის 6 სხვა რაიონი ... ანუ სომხეთს მოუწევს ამ ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის დაბრუნება რადგან დღეის მდგომარეობით ვაშინგტონისთვის ანკარა და ბაქო სასიცოცხლოდ აუცილებელი პარტნიორები არიან. რატომ? იმიტომ, რომ ვაშინგტონს საკუთარ გეოპლიტიკურ კალათაში ჭირდება როგორც თურქეთი ასევე აზერბაიჯანი და არა მარტო იმის გამო, რომ თურქეთი რეგიონის ერთ ერთი უძლიერესი სახელმწიფოა, აზერბაიჯანი კი ნავთობითა და ბუნებრივი აირით მდიდარი ქვეყანა, არამედ იმიტომაც, რომ ზემოთ ხსენებულ ირანის ჩრდილოეთით ძირითადად სწორედ რომ თურქულენოვანი ხალხები ცხოვრობენ კომპაკტურად ... ამერიკელებს კი ბაქოსა და ანკარას "პროცესში" ჩართვით მნიშვნელოვნად გაუადვილდება აღნიშნულ ენერგორესურსებით უკიდურესად მდიდარ რეგიონზე კონტროლის დაწესება .. მოკლედ სომხეთი ტერიტორიებს დაუბრუნებს აზერბაიჯანს. როგორ გააკეთებენ ამას, ეს ტექნიკის ამბავია, ან ომს გაითამაშებენ ან პოლიტიკური გზით ან კიდევ რამეს მოიფიქრებენ. სამაგიეროთ სომხეთი რას იღებს? ანუ რატო უნდა დათანხმდეს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დაბრუნებას? ერთადერთი რამ რაც ერევანს ამის გაკეთებაზე დააფიქრებს შავ ზღვაზე გასასვლელია .. ანუ აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების დატოვების სანაცვლოდ სამცხე ჯავახეთის და აჭარის ოკუპირება .. როგორ განახორციეებს ერევანი ამას? სცენარი ბევრი შეიძლება შემუშავდეს, მაგრამ მაგალითისთვის ერთს მოვიყვან ... --- სიტყვაზე ვთქვათ და ცხინვალის რეგიონში მოულოდნელად იძაბება ვითარება .. კლავენ კოკოითს ან ვინმე მაგდაგვარს ან მხარეებს შორის ცეცხლი ინტენსიურად იხსნება, რუსეთი კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციაში ადანაშაულებს საქართველოს და რუსეთის არმია შედის ე.წ. ბუფერულ ზონაში, სამეგრელოში და ჩრდილოეთ კავკასიასთან მოსაზღვრე რამდენიმე რაიონში, ყაზბეგი და ახმეტა მაგალითად ... შესაბამისად მოვლენების ამგვარი განვითარეის პირობებში რუსეთი ავტომატურად იკავებს საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო მაგისტრალებს, ფოთის პორტს .. ამ პროცესში მთლიანად ან მნიშვნელოვნად მიზანმიმართულად განადგურდება სარკინიგზო და საავტომობილო ხიდები, რაც საქართველოზე სატრანზიტო ტვირთების გავლას ხანგრძლივი დროის მანძილზე გახდის შეუძლებელს .. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციიდან რამდენიმე დღეში ოფიციალური ერევანი გააკეთებს განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო და არაკეთილმეზობლური პოლიტიკის გამო ის იძულებულია შევიდეს სამცხე ჯავახეთსა და აჭარაში რათა გაჭრას ე.წ. "სიცოცხლის გზა" და გადაარჩინოს სომხეთის მოსახლეობა ბლოკადისგან .. სომხეთის საჯარისო ფორმირებები სავარაუდოთ რუსეთის 58-ე არმიის დახმარებით შედიიან სამცხე ჯავახეთსა და აჭარაში სადაც სიტყვაზე ამ დროისთვის, დრო კი სავარაუდოდ ზაფხული იქნება, ათიათასობით სომეხი დამსვენებელი იქნება თავმოყრილი და მათი დაცვა, "სიცოცხლის გზასთან" ერთად სომხეთის აგრესიის გამართლების ერთ ერთი მიზეზი გახდება ... ამასობაში რუსეთის სპეც სამსახურების სპეც-დანიშნულების რაზმები მიაგნებენ და გაანადგურებენ სააკაშვილს და საქართველოში იწყება იმენნოი აპოკალიპსი ... აპოკალიფსი ქართულად ოღონდ .. რაღაც დროის შემდეგ შესაძლოა ალასანია დასვან ახალ ბელადად იანკებმა და მანაც, როგორც "უცოდველმა კრავმა" იმის შენარჩუნება განვითარებაზე დაიწყოს საუბარი რაც იმ დროისთვის იქნება დარჩენილი საქართველოსგან. და ამით და ასე დასრულდება ბატონებო იმ საქართველოს ისტორია რომელსაც მე და თქვენ ვიცნობთ ... შეიძლება დაისვას კითხვა თუ როდისთვის შეიძლება ველოდეთ ვითარების ესკალაციას? როდისთვის და დღეიდან 2012 წლის ჩათვით ... სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე ანუ .. პლუს ამას ვაშინგტონს ეჩქარება, რადგან ერაყსა და ავღანეთში მრავალათასიანი კონტინგენტების დისლოცირება, როგორც ხარჯდათ არის დაკავშირებული ასევე არმიის ბრძოლისუნარიანობის შესუსტებასთან, რადგან მუდმივი როტაციების მიუხედავად აშშ-ის არმია გადაღლილია და გადატვირთული, ომის მუდმივი მოლოდინი კი ჯარისკაცების ბრძოლისუნარიანობაზე მაინც და მაინც კარგად არ მოქმედებს .. ესეც არ იყოს და ირანიც ემზადება და პირდაპირი გაგებით დღითიდღე აძლიერებს საკუთარ თავდაცვისუნარიონობას, რაც არა მომაკვდინებელი მაგრამ უკიდურესად სერიოზული პრობლემაა აშშ-ისთვის ... (ეს ეპიზოდი განსაკუთრებით იმენნოია ) ეგ არის რომ ირანზე იერიშსს ვაშინგტონი ბირთვული იარაღით მიიტანს, რადგან მანამდე CIA 3-5 კილოტონიან ე.წ. ჭუჭყიან ბომბს (შედარებით მცირე სიძლიერის ატომური ბომბი) ააფეთქებს საკუთარ ტერიტორიაზე, ნიუ-იორკში სადმე მანჰეტენზე მაგალითად და დასავლეთის სამყაროსაც პრაქტიკულად მყისიერად შეამზადებს, როგორც საკუთარი სამხედრო შენაერთების მოსალოდნელი მრავარიცხოვანი დანაკარგებისთვის ("ვიეტნამის პონტი" რომ არ დაემართოთ ), ასევე რადიკალურ ისლამთან ხანგრძლივი ომისთვის. ეს კი პრინციპში სპარსეთის როგორც ისტორიული ფენომენის დასასრულის დასაწყისიც გახდება ... ვფიქრობ არ ღირს მხოლოდ შდა პოლიტიკურ თემებით შემოფარგვლა და გარედან მომავალი საფრთხეების იგნორირება თუ არ გვინდა, რომ საზოგადოება ჰუმანიტარული კატასტროფის მსხვერპლი გახდეს, ქვეყანა კი კიდევ ერთხელ დადგეს ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე ... და ბოლოს .. თუ მოხერხდა იქნებ საკუთარი მოსაზრებები შეძლებისდაგვარად გავამყაროთ არგუმენტებით ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 20, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 20, 2010 ვინაიდან თემის კონტექსტში ჯდება, ეს პატარა პუბლიკაციაც განვიხილოთ .. ---------------http://foreignpress.ge/?p=11828 აშშ კავკასიაში გონივრულად არ იქცევა სედატ ლასინერი როდესაც კავკასიას გადახედავ, მარტივად მიხვდები რომ სომხეთი რუსეთის მოკავშირეა, აზერბაიჯანი და საქართველო კი დასავლეთის. ამ მოცემულობაში, რუსეთი მაქსიმალურად რაციონალურად იქცევა: ის ცდილობს მისი მოკავშირის (სომხეთის) დაცვას და თავისი პატარა მოკავშირეების (აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი) სტატუსი სახელმწიფოებრიობამდე აჰყავს. რუსეთმა მოკავშირე ქვეყნების რიცხვი უკვე სამამდე გაზარდა. ახლა რიგში დანარჩენი საქართველო და აზერბაიჯანია რუსეთისგან განსხვავებით აშშ რეგიონში მის მეგობრებს სჯის და დასავლური ალიანსის სისტემას სომხეთისთვის მთლიანად ცვლის, რეგიონში რუსეთის მუდმივი დასაყრდენისთვის. აშშ-ს რომ რაციონალურად ემოქმედა, ის ცივი ომის დასრულების შემდეგ მთელ თავის გეგმებს თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის ღერძის გაძლიერებაზე ააწყობდა. ამ ხაზის გაგრძელების კონტექსტში, შესაძლებელი გახდებოდა კასპიის და ცენტრალური აზიის გასწვრივ გაფართოვება და ძლიერი ალიანსის ჩამოყალიბება. ამ ტიპის ღერძი – დასავლეთ-თურქეთიდან ჩინეთისკენ – რეგიონში ისეთი ქვეყნების გავლენას შეამცირებდა, როგორებიცაა რუსეთი და ირანი, თუმცა თუ არ ჩავთვლით ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი”-ს ნავთობსადენს (BTC), აშშ-ს ასეთი ალიანსის შექმნისთვის საკმარისი ძალისხმევა არ გაუღია. პირიქით, ბევრ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ აზერბაიჯანის და თურქეთის ნაცვლად, აშშ რუსეთის მოკავშირეს, სომხეთს უჭერდა მხარს: დაფუძნების პირველი დღიდან, სომხეთია ის ქვეყანა, რომელმაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ამერიკული დახმარება მიიღო. ფაქტობრივად, შეერთებული შტატები სომხეთის თავდაცვის ხარჯებს აფინანსებდა. ძლიერმა სომხურმა ლობმა აშშ-ს კონკრესში სრული ამერიკული მხარდაჭერა აღმოუჩინა სომხეთის პოლიტიკას აზერბაიჯანის და თურქეთის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის არმიამ აზერბაიჯანული ტერიტორიის ერთი მეხუთედის ოკუპაცია მოახდინა, აშშ უხეშად ექცევა აზერბაიჯანს და არა სომხეთს. როდესაც თურქეთმა და აზერბაიჯანმა ოკუპაციის პასუხად საზღვრები დახურეს, შეერთებულმა შტატებმა ზეწოლის განხორციელება ამ ორ ქვეყანაზე დაიწყო და ამას დღემდე განაგრძობს. თითქოს ეს საკმარისი არ იყო და აშშ-მ მხარი დაუჭირა სომხეთს თურქულ-სომხურ ისტორიულ დავაში და დაახლოებით 100 წლის წინანდელი ინციდენტები ხელახალ პრობლემად აქცია. ობამას ინაუგურაციის შემდეგ, შეერთებული შტატების მხრიდან „სომხეთისთვის საზღვრის გახსნის“ მოთხოვნებმა იმატა. აშშ-მ მუქარასაც მიმართა (თუ შანტაჟს არა), რომ თუკი საზღვრები არ გაიხსნებოდა და პროტოკოლები არ ამოქმედდებოდა, კონგრესი სომხურ რეზოლუციას აღიარებდა, თუმცა იმის მიუხედავად თუ რას აკეთებს აშშ, სომხეთი – რუსეთის რეგიონია. თურქეთმა (და აზერბაიჯანმაც კი) საზღვრის ყველა კარი რომ გახსნან, ის ვერ შესძლებს რუსეთის ორბიტიდან დასავლეთის ბლოკის ორბიტაზე გადასვლას. ჯერ ერთი, მთელი მისი სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა რუსეთის ხელშია. რუსეთმა იყიდა ან მართვის უფლებით აიღო ყველაზე მნიშვნელოვანი სომხური კომპანიების უმრავლესობა იმ სახელმწიფო ვალების სანაცვლოდ, რომელიც სომხეთს მოსკოვის მიმართ გააჩნდა. მეორეც, რუსი ჯარისკაცები ირანთან და თურქეთთან იცავენ სომხეთის საზღვრებს. თქვენ შეგიძლიათ რუსეთის არმიის დანაყოფების და მათი დროშების ხილვა სომხეთ-თურქეთის და სომხეთ-ირანის საზღვრებთან და ბოლოს, ქვეყანაში პრო-რუსული ფრთა იმდენად ძლიერია, რომ ნებისმიერს ვინც რუსეთს და სომხეთს შორის პრობლემების შექმნას შეეცდება, ისინი მოღალატეებად აღიქვამენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის არგუმენტი თითქოს თურქეთს და სომხეთს შორის საზღვრის გახსნით, სომხეთი დასავლეთს დაუახლოვდება, აბსოლუტურად მცდარია. პირიქით, სომხეთის მოზიდვით, აზერბაიჯანი სულ უფრო შეურაცხყოფილი, ხოლო საქართველო ეულად რჩება. თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის ჩამოყალიბებული პრო-დასავლური ხაზი მთლიანად იშლება. უცნაურია, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ შეერთებული შტატები ძალას არ იშურებს იმისთვის, რომ როგორმე მთელი რეგიონი რუსეთს დაუბრუნოს. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ აშშ არ მოქმედებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ერთადერთი რეგიონი სადაც ამერიკელები და რუსები შესაძლოა ერთი და იგივე მიმართულებით მოქმედებენ კავკასიაა. ამის მთავარი მიზეზი აშშ-ში სომხური დიასპორაა. სომხური წარმოშობის ამერიკელების რიცხვი 500 000 ადამიანს აღწევს და ისინი ამერიკის საგარეო პოლიტიკაში არა შეერთებული შტატების, არამედ რუსეთის სასარგებლოდ მუშაობენ. თურქეთის მტრობა, რომელიც მათ ერთგვარ აკვიატებულ იდეად ექცათ, ხელს უშლით რაციონალური ქმედებების განხორციელებაში. მათთვის მნიშვნელოვანი არა შეერთებული შტატები, არამედ სომხეთი და თურქებზე შურისძიებაა. აშშ-მ რომ რეგიონში მთელი თავისი გავლენა დაკარგოს, სომხური დიასპორისთვის თურქებისთვის ზიანის მიყენება საკმარისია. სომხური წარმოშობის ამერიკელებმა, რომლებიც გავლენას განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში იძენენ, პრეზიდენტ ბარაკ ობამასგან ძალიან მკაფიო სიტყვები მიიღეს. ვიდრე აირჩევდნენ, 24 აპრილს ობამამ პირობა დადო, რომ თუკი მას აირჩევდნენ ის სიტყვა „გენოციდს“ გამოიყენებდა, სიტყვას რომელსაც სომხები 1915 წლის მოვლენებს უწოდებენ. მეტიც, ის მხოლოდ სიტყვიერი განცხადებით არ შემოიფარგლა, არამედ ეს პოზიცია საკუთარ ვებ-გვერდზეც გამოაქვეყნა. ახლა, ობამამ არ იცის რა უყოს ამ სიტყვების ტვირთს. შარშან ის სიტუაციასთან გამკლავებას ხატოვანი ენით შეეცადა, მაგრამ ახლა ის აჯანჯლებს მოსალოდნელი სიტყვების გამოყენების პროცესს და მიზეზად თურქეთ-სომხეთის ხელმოწერილი პროტოკოლები მოჰყავს. ობამას, რომელიც საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს, სურს რომ თურქეთმა რაც შეიძლება სწრაფად მოაწეროს ხელი პროტოკოლებს, თუმცა თურქეთი პროტოკოლების ამოქმედებისთვის ყარაბახის საკითხში წინსვლას ელოდება. ობამა ცუდ დღეშია. მას არ ანაღვლებს მთიანი-ყარაბახი და სხვა ოკუპირებული აზერბაიჯანული ტერიტორიები, მისი მოკავშირე თურქეთი, აზერბაიჯანის ინტერესები ან შეერთებული შტატების ინტერესები. ის დიასპორის ზეწოლის ქვეშაა. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ აშშ კავკასიაში გონივრულად არ იქცევა. აშშ-ს პატარა უმცირესობა ამერიკულ სახელმწიფოს საკუთარი დღის წესრიგს ახვევს თავს. ამერიკის საგარეო პოლიტიკა სომხების მძევალია. ჩვენთვის ეს თემა უცნობი არ არის. ანალოგიური სურათი ვიხილეთ 1974-1980 წლებში, როდესაც აშშ-მ თურქეთისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო დააწესა. უზარმაზარი შეერთებული შტატები მაშინ პატარა, მაგრამ ძლიერი ბერძნული ლობის კონტროლქვეშ აღმოჩნდა და ამერიკის პრეზიდენტებმაც კი ვერ შესძლეს თურქეთზე, რომელსაც ნატო-ს მოკავშირეები ჰყავდა, ემბარგოს დაწესების შეჩერება. ამგვარად, ეს ალბათ პირველი შემთხვევა იყო ისტორიაში, როდესაც ქვეყანამ მის მოკავშირეს ემბარგო დაუწესა. ეს ემბარგო 1980 წელს გაუქმდა, მაგრამ მან უზარმაზარი კვალი დატოვა და თუკი დღეს თურქეთში ანტი-ამერიკული განწყობები არსებობს, ამაზე მნიშვნელოვანი გავლენა სწორედ ამ ემბარგომ იქონია. ბევრი სამეცნიერო პუბლიკაცია მიეძღვნა ამ ემბარგოს და დიდხანს განიხილებოდა ის თუ როგორ შესძლო პატარა უმცირესობამ ამ უზარმაზარი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დაპყრობა. დღეს აშშ-ს იგივე საფრთხე ემუქრება. აშშ თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის რუსეთისთვის მიტოვების ფასად, მხარს უჭერს კავკასიაში რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირე სომხეთს. მეტიც, ასევე საფრთხეშია ბევრი ენერგეტიკული შესაძლებლობებიც. --------------------------------------------- ამ პუბლიკაციაში არაფერია ნათქვამი მოსალოდნელი ომის შესახენ, მაგრამ ავტორი სტატიაში მოყვანილი ფაქტობრივი მასალით (მონაცემები მთლად ზუსტი არ არის, მაგრამ საერთო სურათს ეს არ ცვლის) ჩემს მოსაზრებას-თეორიას ამყარებს. ვსაუბობ იმაზე, რომ სტატიაში ნათლად არის წარმოჩენილი აშშ-ისა და რუსეთის პარტნირობის ფაქტი (რუსეთი და აშშ რეალურად არიან გეოპოლიტიკური პარტნიორები), ავტორი ამას აშშ-ს არაგონივრულ კავკასიურ პოლიტიკას მიაწერს, თუმცა მე პირადად სწორედაც რომ ვაიIნგტონის კარგად გააზრებულ და მიზანმიმართულ პოლიტიკას ვხედავ, როგორც სომხეთის მხარდაჭერაში ასევე საქართველოსადმი მხარდაჭერის შესუსტებაში .. როგორც უკვე ვთქვი, ირანზე თავდასხმას თეთრი სახლი ვერ დაიწყებს ვიდრე სომხეთს არ გააბედნიერებს საქართველოს ტერიტორიების ხარჯზე შავ ზღვაზე გასასვლელის ხელში ჩაგდებით და აქედან გამომდინაე სრულიად ლოგიკურია ის რომ თეთრი სახლი აზერბაიჯანსა და თურქეთზე ზეწოლით სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერევნის სტატუსის ამაღლებას-გაძლიერებას ცდილობს ... ამგვარი პოლიტიკა თეთრ სახლს, როგორც სომხეთის საკუთარ ორბიტაზე მოქცევისთვის, ასევე მომავალი ომის გაპრავებისთვის ჭიდება. რათქმაუნდა ერევანს მოუწევს რიგ დათმობებზე წასვლაც და ოკუპირებული ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის დაბრუნება, მაგრამ საქართველოსთვის ეს დიდი ვერაფერი შეღავათი უნდა იყოს, მით უმეტეს თუ და მით უმეტეს რომ ერევნის მომდევნო სამიზნე სამცხე ჯავახეთი და აჭარა გახდება ... მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო თავად გადახედეთ სიტუაციას და შეაფასეთ როგორც მოსალოდნელი ომის საფრთხე ასევე ის სავალალო შედეგები რომლის წინაშეც ქვეყანა ომის შემთხვევაში გარდაუვლად აღმოჩნდება .. მით უმეტეს თუ ომი სრული მოულოდნელობა აღმოჩნდება საზოგადოებისა და ქვეყნისთვის .... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted April 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 20, 2010 (edited) კი, მზად ვართ! Edited April 20, 2010 by asesino_141 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 20, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 20, 2010 asesino_141 კი, მზად ვართ!როგორ ხართ მზად? მარტო სიტყვაზე მზაობა საკმარისი არ არის .. იცით სად არის თქვენი რაიონის სამობილიზაციო პუნქტი? იცით სად არის თქვენი რაიონის ტერიტორიაზე სამოქალაქო მოსაზლეობის ევაკუირებისთვის აუცილებელი თავშესაფრები (თუ არის ან თუ დარჩა ასეთი) ? აქვს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას, შეიარაღებულ ძალებს და სამოქალაქო თავდაცვის სტრუქტურებს შემუშავებული სამობილიზაციო გეგმები? არსებობს თუ არა საკმარისი რაოდენობა რუქები, იარაღი, სპეც აღჭურვილობა და ეკიპირება მობილიზებული ადამიანებისთვის? მიდის თუ არა მოსახლეობის ფსიქოლოგიური მომზადება მოსალოდნელი ომისთვის? (იმედის მოდელირებული ომი და მუდმივი საფრთხის ტირაჟირება უფრო საპირისპიროს აკეთებს ვიდრე საზოგადოების დუხზე მოსვლას) აქ არმიის მზაობასთან დაავშირებულ კითხვებს არ ვსვავ, მაგრამ მობილიზაციისთვის არის მზად ქვეყანა? ამას ვკითხულობ თორე ინდივიდუალურად რომელი ფორუმელი რისთვის არის მზად და საერთოდ არის თუ არა საქართველოში, ეს ცალკე თემაა ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 20, 2010 მზად რას გულისხმობ? ვუშვებ რომ მი შეიძLება იყოს? კი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 20, 2010 მზად რას გულისხმობ?გრანატამიოტი და კალშნიკოვი უნდა გქონდეს მომარაგებული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 20, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 20, 2010 newstudio მზად რას გულისხმობ? ვუშვებ რომ მი შეიძLება იყოს? კი...ქვეყნისა და საზოგადოების კონტექსტში ვგულისხმობ იმას რაც ზედა პოსტში დავწერე .. პლუს მთელ რიგ სხვა საკითხებს .. ინდივიდუალურ დონეზე კი შეიძლება იარაღით ხელში ბრძოლაც განვიხილოთ ... თუმცა ეს არ არის ამ თემის მიზანი .. გასაგებია რომ ყველა ვერ აიღებს ხელში იარაღს, მაგრამ ამის სურვილი ბევრს ექნება .. ------------------ საზოგადოება შეძლებს საკუთარი ქვეყნის დაცვას? საზოგადოება რეალურად აცნობიერებს რა მასშტაბის შეიძლება იყოს ან თავად ომი ან შედეგები? საკმარისად ინფორმირებულია საზოგადოება ქვეყანაში და ქვეყნის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშრებით? და ათასი სხვა საკითხი მოკლედ .. რომლის ირგვლივ საუბარი კიდეც ღირს და ალბათ აუცილებელიც არის .. Saturn გრანატამიოტი და კალშნიკოვი უნდა გქონდეს მომარაგებული.მაგის იქით რომ გავიხედოთ არა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted April 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 20, 2010 (edited) რატომ გაიხსნა ეს თემა თავიდან??? ასეთი რაღაცეები ხომ აქ მოსული პონტი არ არის... თუ ისევ მიშას მიერ დადგენილ აგიტაცია-პროპაგანდას ემსახურება ეს თემა???ვისაც შეეძლო გაქცევა ხომ გააქციეს ქვეყნიდან და დარჩენილ ახალხაზრდობას კიდევ ომში ერეკებიან საზარბაზნე ხორცად არა??? ... რომ მერე თვითონ კომფორტულად მოცოცხონ საქართველოდან ხომ??? Edited April 20, 2010 by ვეფხვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2010 ამ სტატიასაც გადახედეთ თანაფორუმელებო .. განსაკუთრებით გაბოლდებულ მონაკვეთს .. პუბლიკაციის ქვემოთ დავწერ რაზე მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება .. http://www.ng.ru/politics/2010-04-21/3_kartblansh.html Сколько стоит пообщаться с президентом?Многомиллионные затраты не помогли Саакашвили встретиться с Обамой2010-04-21 / Эдуард Дмитриевич Лозанский - президент Американского университета в Москве. На состоявшемся недавно «ядерном» саммите в Вашингтоне помимо докладов по основной теме о предотвращении попыток незаконного оборота компонентов атомного оружия за кулисами разыгрывались другие, не менее интересные события. Обычно, пользуясь удобным случаем одновременного присутствия в одном городе многих глав государств, на таких саммитах происходят и двусторонние встречи, на которых также обсуждаются важные проблемы. Среди участников данного саммита таких глав было 47, и понятно, что большинство из них стремились встретиться один на один именно с Бараком Обамой. Не знаю, как вели себя другие претенденты, но один из них готовился довольно серьезно и, как говорится, за ценой не постоял. Как можно легко догадаться, это был герой ныне весьма увядшей революции роз президент Грузии Михаил Саакашвили, который подошел к решению проблемы по-деловому и без излишних идеалистических заморочек. В срочном порядке им были наняты две крупные американские лоббистские фирмы. Одной руководит бывший спикер Палаты представителей Ричард Гепхард, а второй – Тони Подеста, брат Джона Подесты, служившего начальником штаба президента Билла Клинтона. Это в добавление к лоббистским услугам Рэнди Шунемана, правой руки в международных делах кандидата в президенты США сенатора Джона Маккейна, и других, менее известных лоббистов. Суммы контрактов перевалили за миллионы долларов, а задача им была поставлена четко и без вариантов – обеспечить личную аудиенцию с президентом Обамой во время апрельского саммита. Учитывая высочайшие связи Подесты и Гепхарда в кругах Демократической партии и то, что Обама также демократ, казалось, что расчет грузинского президента абсолютно верен и никаких проблем со встречей, о которой он так мечтал, не будет. Однако Саакашвили ждало серьезное разочарование, и деньги, как оказалось, были потрачены зря. С ним не встретились не только Обама или Хиллари Клинтон, но даже председатель комитета по иностранным делам в Сенате Джон Керри. Да и другие высокопоставленные лица, «в силу большой занятости», также не нашли для этого времени. В качестве утешения лоббистам удалось уговорить Обаму позвонить Саакашвили в Тбилиси накануне отлета на саммит и организовать ему встречу с руководителями Хельсинкской комиссии. Результат, прямо скажем, не очень впечатляющий, учитывая затраченные средства. Дополнительно соль на раны ему подсыпал новый президент Украины Виктор Янукович, который, в отличие от Саакашвили, заветной встречи с Обамой все-таки удостоился. И это несмотря на то, что в течение многих лет в Вашингтоне Януковича иначе как человеком Москвы и отравителем Ющенко – лучшего друга Саакашвили – не называли. Разумеется, эти факты не говорят о кардинальном изменении политики США по отношению к Грузии. Продолжаются совместные американо-грузинские военные учения и переговоры о поставках современного вооружения; около двух тысяч грузинских солдат участвуют в операциях в Афганистане и Ираке. Официальные заявления из Белого дома по-прежнему содержат слова о безусловной поддержке территориальной целостности Грузии. Тем не менее отказ высшего руководства США от встречи с Саакашвили во время его пребывания в Вашингтоне – это некоторый сигнал о возможной модификации курса. Немаловажную роль в этом процессе играют западные СМИ, где все больше появляется статей, призывающих администрацию Белого дома к более прагматичной внешней политике. Так, одна из ведущих американских газет Washington Times опубликовала накануне саммита несколько статей бывшего сотрудника Госдепартамента и Сената США Джеймса Джатраса, в которых он призвал Обаму отменить приглашение Саакашвили и, ссылаясь на свои источники, прямым текстом обвинил грузинского президента в поддержке террористической деятельности на территории России. «Для нас, американцев, – пишет Джатрас, – важнее всего сделать так, чтобы Саакашвили не втянул нас в свои авантюры. Известно, что некоторые чиновники в администрации Джорджа Буша выступали за военные действия США (или как минимум угрозу военных действий) против России в августе 2008 года, рискуя прямой военной конфронтацией между Москвой и Вашингтоном, которой, к счастью, удавалось избегать во время холодной войны. Никакие американские интересы не могут оправдать такой риск и никакие американские интересы не выиграют от попыток удержать падающую популярность Саакашвили среди его собственного народа». Многие американские политики и эксперты приходят к пониманию того, что улучшение отношений с Россией, являющейся естественным союзником США в противостоянии мировой идеологии джихада, требует более взвешенной политики на постсоветском пространстве. მოკლედ მეგობრებო რამდენიმე თვის წინ როცა ღია წერილით მივმართე ქართულ საზოგადოებას და სხვა საკითხებთან ერთად იმაზეც ვისაუბრე თუ რა საფრთხის შემცველი იყო საქართველოსთვის სააკაშვილის ხელისუფლების რიგი სტრუქტურების საეჭვო კავშირები ჩრდილოთ კავკასიაში მოქმედ აგრეთვე საეჭვო ჯგუფებთან, არადეკვატურმა ინდივიდებმა კიდევ ერთხელ დამადანაშაულეს სახელმწიფოს ღალატსა და FSB-სთან თანამშრომლობაში.. არადა ჯერ ერთი ვსაუბრობდი იმაზე რაც ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციიდან გამომდინარეობდა და მეორეც, ვსაუბრობდი ამაზე არა მხოლოდ მორალური პრინციპებიდან გამომდინარე (რათქმაუნდა ტერორიზმის ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერა ამორალურია და დანაშაული) არამედ იმიტომაც, რომ საქართველოს მოსახლეობას და ხელისუფლებას ყურადეღო ჩემი გაფრთხილება და გაეცნობიერებინა, რომ რუსეთის სპეციალური სამსახურები, ანტიქართული პროპაგანდის კონტექსტში, ერთ ერთ ძირითად მიმართულებად სწორედ საქართველოს ტერორიზმის მხარდაჭერაში დადანაშაულებას განიხილავდნენ და განიხილავენ ... მარტივად რომ ვთქვა, რუსეთის ხელისუფლეფლება ყველა დონეზე ცდილობს საქართველოს ხელისუფლება წარმოაჩინოს, როგორც ულტრარატიკალური, კრიმინალრი და საერთაშორისო ტერორიზმის მხარდამჭერი დაჯგუფება .. წარმოდგენილ სტატიაში მონიშნული აბზაციც იმის მანიშნებელია, რომ რუსეთის ეს აქტიურობა უშედეგო არ არის, რაც კარგად წარმოგიდგენიათ რაოდენ დიდი საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ქვეყნისთვის .. ალბათ გახსოვთ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტთან დაკავშირებით ჩემი კომენტარი, სადაც არ გამოვრიცხავდი და დღემდე არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთის სპეციალურ უწყებებს გამოძიების პროცესში აღნიშნული ინცინდენტისთვის ტერორისტული აქტის კვაიფიკაცია მიეცათ და მის განხორციელებაში ჩრდილოეთ კავკასიელი ბანდ ფორმირებები და საქართველო დაედანაშაულებინათ .. ამ პოსტის შემდეგ გონებ უფრო ნათელი გახდება თუ რატომ დაუშვი ასეთი ალბათობა .. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საქართველოს ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყანად წარმოსაჩენად და საქართველოს ხელისუფლებას თუ მას ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედება სურს ან შეუძლია, განსაკუთრებლი ძალისხმევა მართებს იმისთვის, რომ მისი არცერთი მოქმედება, მათ შორის წმინდათ ჰუმანიტარული ხასიათისაც კი, არ გახდეს ორმაგი ინტერპრეტაციის საგანი და საქართველოს იმიჯისთვის დამღუპველი ... კარგად იცით ხშირად ვსაუბრობ ორ ფრონტზე მოსალოდნელ ომზე, ვიცი რომ ბევრი თქვენთაგანი ჩემს ამ მოსაზრებას უკიდურესად სკეპტიკურად აღიქვავს, მაგრამ ვგონებ იმაში დამეთანხმებით, რომ ტერორიზმში დადანაშაულებული ქვეყნისთვის ომის შემთხვევაში საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. არადა საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე, არა თუ საქართველოს, უფრო დიდ და ძლიერ ქვეყანასაც გაუჭირდება როგორც საკუთარი ინტერესების დაცვა ასევე თავდაცვითი ომის წარმოება .. "სომხეთის გაბედნიერებაზე" მზრუნავი ვაშინგტონის მიერ წაქეზებული რუსეთი, სწორედ საერთაორისო თანამეგობრობისგან საქართველოს იზოლირებას ცდილობს და ყველა შესაძლებლობას იყენებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ პრაქტიკულად ყველა ტერორისტული აქტის უკან ქართული კვალის შესაძლო არსებობაზე ისაუბროს .. ეს ყოველივე თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთი ომისთვის ემზადება.. ომისთვის, რომელსაც ჰუმანიტარული მოტივებით შენიღბავს და რომელიც ვაშინგტონს,მოსკოვსა და მათ მარიონეტ ერევანს საქართველოს დეზინტეგრაციის მეორე ეტაპის განხორციელების შესაძლებლობას მისცემს .. და ბოლოს ... სააკაშვილი და მისი ხელისუფლება, რომ დიდად არ მადარდებს ეს კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ ობიექტურობა ითხოვს აღინიშნოს, რომ დღეისთვის ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილის ხელისუფლების იმ უწყებების მიერ, რომელთა საქმიანობა (მათ შორის ჰუმანიტარული), "თავისუფალი ინტერპრეტაციის" შესაძლებლობას იძლეოდა, სრულიად არის შეჩერებული აქტიურობა და დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ არანაირი კავშირი საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს ჩრდილოთ კავკასიის ტერიტორიაზე მოქმედ ბანდ ფორმირებებთან არ გააჩნიათ .. ქართულმა საზოგადოებამ კი ვფიქრობ ორგანიზება უნდა მოახერხოს და მოსკოვის მხრიდან საქართველოს ტერორიზმში თუნდაც ირიბად დადანაშაულების ყველა ფაქტზე მოახდინოს ადეკვატური რეაგირება. მათ შორის საპრიტესტო აქციებით. მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტები საკმარისი არ არის .. იტოგში იზოლაციაში არ უნდა მოხვდეს ქვეყანა, რადგან თუ ომი გარდაუვალია, საერთაშორისო მხარდაჭერა ჯერ კიდევ კონტროლირებადი ტერიტორიებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების ერთ ერთი ძირითადი კომპონენტი იქნება ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2010 ვეფხვი რატომ გაიხსნა ეს თემა თავიდან??? ასეთი რაღაცეები ხომ აქ მოსული პონტი არ არის... თუ ისევ მიშას მიერ დადგენილ აგიტაცია-პროპაგანდას ემსახურება ეს თემა???ვისაც შეეძლო გაქცევა ხომ გააქციეს ქვეყნიდან და დარჩენილ ახალხაზრდობას კიდევ ომში ერეკებიან საზარბაზნე ხორცად არა??? ... რომ მერე თვითონ კომფორტულად მოცოცხონ საქართველოდან ხომ???მე თითონ დავხურე ის თემა და ეს გავხსენი, რომ უფრო მეტად ვისაუბროთ თემის გარშემო და ზოგადსაკაცობრიებო საკითხებს არ გადავაყოლოთ მომდევნო 20 გვერდი იმ თემის ლინკიც დავდე ბატონო. ვისაც დააინტერსებს გადახედავს .. მიშას აგიტაცია პროპაგანდა კიდო სად ნახე ჩემ პოსტებში ან თემებში? რომელი მიშისტი მე ვარ ბლინ ... 21-ე საუკუნის საქართველოს პირველი უნაღდესი დისიდენტი ვარ ძმაუ! http://s17.rimg.info/c37cdd4a9ffd03e550b74c029dedde33.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2010 კიდევ ერთხელ გადავიკითხე ჩემი ეს პატარა პუბლიკაცია და ვფიქრობ ურიგო არ იქნება ის ფორუმელებიც თუ გადახედავთ, რომელთაც რუსეთ ამერიკის ფსევდო დაპირისპირების გჯერათ .. პუბლიკაციაში მოყვანილი არგუმენტები თუ საკმარისად არ ჩათვალოთ დამატებითი არგუმენტების მოყვანა პრობლემა არ იქნება http://itngeorgia.wordpress.com/2010/02/16...83%9d%e1%83%a0/ დიდი გეოპოლიტიკური აფიორა ბოლო რამდენიმე დღეა რუსეთის ხელისუფლება და რუსული მედია აქტიურად ცდილობს რუმინეთსა და ბულგარეთში ამერიკის შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის რამდენიმე სეგმენტის (რადიოლოკაციური სადგური, გზაგადამჭრელი რაკეტები) განთავსების შესახებ ინფორმაციის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხვას .. როგორც ჩანს რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მითოლოგიურ დაპირისპირებას საწვავი შემოაკლდა და კრემლმა და თეთრმა სახლმა რეაგირება არ დააყოვნეს .. ვსაუბრობ იმაზე, რომ მე პირადად დღითიდღე ვრწმუნდები იმაში, რომ არანაირი დაპირისპირება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არ არსებობს. ანუ არ არსებობს რეალური კონფლიქტი ორ “ზესახელმწიფოს” შორის და არ არსებობს კონფლიქტი ზოგადად დასავლეთსა და რუსეთს შორის .. თუ რამე ნამდვილად არსებობს, ეს მხოლოდ დასავლეთის (ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და მასთან დაახლოებული ქვეყნების) მიერ საკუთარ ეკონომიკურ და სამხედრო პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე და მსოფლიო დომინირებაზე (დომინირების შენარჩუნებაზე) გათვლილი გეოპოლიტიკური “თამაშია” (ინტერესი), რომლის წესებსაც ემორჩილება პრაქტიკულად ყველა და ყველაფერი, მათ შორის რუსეთიც .. სიტყვა პრაქტიკულის ხაზგასმა შემთხვევითი არ არის, რადგან თანამედროვე სამყაროში არსებობენ გამონაკლისი ქვეყნები, პირობითად რომ ვთქვა “აბსოლიტური” სუვერენიტეტის ოაზისები, რომელთა ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებს პირველ რიგში სწორედ დასავლეთი უქმნის საფრთხეს და რომელთა ნეიტრალიზებაც დასავლეთის ძირითადი ამოცანა იქნება მომდევნო 15-25 წელი .. რათქმაუნდა ვსაუბრობ თანამედროვე “აზიურ ვეფხვზე” (ჩინეთი), რომელიც უკვე დღეს მსოფლიოს მეორე ეკონომიკას წარმოადგენს და ექსპერტული გათვლებით 2025-2035 წლისთვის მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკა გახდება. ჩინეთის თემას ოდნავ მოგვიანებით შევეხები, ამ ეტაპზე კი ვგონებ უმჯობესია რუსეთ ამერიკის ფსევდო დაპირისპირებას დაუბრუნდე და ის არგუმენტები წარმოვადგინო, რომელთა მეშვეობითაც ამ ორ ქვეყანას (და მათ მოკავშირეებს) გლობალურ აფიორაში ვადანაშაულებ … არგუმენტები კი მრავლად დაგროვდა .. დაწყებული რუსეთის პრემიერის, ვლადიმერ პუტინის გერმანიაში მუშაობის პერიოდით (ვლადიმერ პუტინი კგბ-ს საკმაოდ “წარუმატებელი” ოფიცერი გახლდათ, 1985-90 წლებში მუშაობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში და სავარაუდოდ სწორედ იქ მოხდა მისი “ვერბოვკა” დასავლეთის სპეც-სამსახურების მიერ, რასაც თავის მხრივ მოყვა ამ სპეც-სამსახურების (CIA-MI-6 ) ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით პუტინის ეტაპობრივი დაწინაურება რუსეთის პოლიტიკურ იერარქიაში, პრეზიდენტის თანამდებობამდე) და დამთავრებული რუსეთ ამერიკას შორის ირანის წინააღმდეგ გადადგმული ბოლო დროინდელი ერთობლივი ნაბიჯებით .. თუმცა ყველაფერზე თანმიმდევრულად .. მოკლედ რაც თავი მახსოვს მუდმივად რუსეთსა (დასავლეთში საბჭოთა კავშირსაც რუსეთად მოიხსენიებდნენ და დღესაც იგივეს აკეთებენ პოსტ საბჭოთა რესპუბლიკებთან მიმართებაში) და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირებაზეა საუბრი, გნებავთ საზოგადოებაში, გნებავთ მედიასივრცეში და გნებავთ პოლიტიკურ წრეებში.. ეს საუბრები იმდენად მომაბეზრებელია, რომ რამდენიმე თვეა დასავლეთსა და რუსეთს შორის ბოლო 20 წლიანი ურთიერთობების ისტორიას, შინაარსსა და რაობას გადავხედე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ დაპირისპირება არ არსებობს, არსებობს მხოლოდ დაპირისპირების იმიტაცია, რომელიც პერიოდულად საკმაოდ მწვავე ხასიათს ატარებს თუმცა არასდროს გადადის დასავლეთისთვის, კერძოდ კი ვაშინგტონისთვისა და ლონდინისთვის სახიფათო ფაზაში .. როგორ ან რატომ? მოგახსენებთ ……….. მოდი 90-იანი წლებით დავწყოთ, ანუ რუსეთში ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდით .. ალბათ არავისთვის საკამათო არ არის ის ფაქტი, რომ ელცინის დროინდელი რუსეთი სრულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კოლაპსს აშშ-ის (დასავლეთის) დახმარებით გადაურჩა .. ვაშინგტონმა და ზოგადად დასავლეთმა პირდაპირი და ირიბი ფინანსური დახმარებებისა და ინვესტიციების მეშვეობით რუსეთის ეკონომიკას რეანიმირების შესაძლებლობა მისცა, ხოლო რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, გადარჩენის შანსი .. საუბარია ასეულობით მილიარდ დოლარზე, რომელიც რუსეთმა 90-იანი წლებიდან დღემდე მიიღო და ალბათ კიდევ მიიღებს.. თითქოს ძნელია იმის დაშვება, რომ დასავლეთმა რუსეთი დაშლას გადაარჩინა, მით უმეტეს, რომ საზოგადოების უმრავლესობა დღემდე აღიქვავს დასავლეთსა და რუსეთს ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ ორ დამოუკიდებელ “პოლუსად” .. ჩემი დაკვირვებით იმის თქმა შემიძლია, რომ საზოგადოების მინიმუმ ერთი ნაწილი თვლის, რომჩეჩნეთისა და ზოგადად ჩრდილოეთ კავკლასიის ტერიტორიაზე მიმდინარე სეპარატისტული მოძრაობა დასავლეთის მიერ იყო იმთავითვე ინსპირირებული და ჩეჩნეთის ომის დროს მეამბოხე რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფინანსური ნაკადებისა და ცოცხალი ძალის “იმპორტიც” დასავლეთის სპეც-სამსახურების აქტიური ჩარევით ხორციელდებოდა. გარკვეული სიმართლე ამ მოსაზრებაში რათქმაუნდა არის, თუმცა ეს სიმართლე დიდი სურათის მხოლოდ ნაწილია და დასავლეთის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე და რუსეთთან მიმართებაში ინსტალირებული გეოპოლიტიკური მოზაიკის წყობას არანაირად ეწინააღმდეგება … ვგულისმობ იმას, რომ …….. 1. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთმა ფაქტიურად პირწმინდათ გაძარცვა რუსეთი (სხვა და სხვა მონაცემებით 90-იან წლებში რუსეთიდან დასავლეთის ბაკნებში მინიმუმ 300-500 მილიარდი დოლარი შევიდა), შემდეგ კი ისევ რუსეთიდან მიღებული ფულით მოახდინა დასავლეთმა ამ ქვეყნის (რუსეთის) ეკონომიკის რეანიმირება, საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის მოსყიდვა და წამყვან პოზიციებზე საკუთარი გავლენისა და შტატიანი აგენტების ანუ საკუთარი კადრებისა და ვაშინგტონის ინტერესების სამსახურზე გათვლილი პოლიტიკური სისტემის საფუძვლიანი იმპლემენტაცია .. (მაგალითისთვის ალბათ ისიც კმარა რომ დასავლეთმა ელცინის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბება, პარლამენტის სრული იგნორირება და რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახლის (თეთრი სახლი) ტანკებით დაცხრილვის ფაქტი დემოკრატიის ზეიმად შერაცფხა. (თავად მართავდა ელცინს დასავლეთი და სხვაგვარ შეფასებას ამ მოვლენებს ალბათ ვერც მისცემდა)) 2. ვაშინგტონმა რუსეთის ფედერაციის კოლონიზირებით და ამ კოლოონიის ერთიანობის შენარჩუნებით, მინიმუმ დროში 30-50 წლით გადადო ჩინეთის მიერ რუსეთის შორეული აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი ტერიტორიების შესაძლო მცოცავი ან პირდაპირი ანექსია .. პლუს ამას დასავლეთმა შეინარჩუნა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ბუნბრივ რესურსებზე (გაზი, ნავთობი, მადნეული, ქვანახშირი, ხე-ტყე, მტკნარი წყალი და სხვა .. ) ირიბი კონტროლი .. 3. ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კავკასიაში სეპარატისტული მოძრაობის წახალისებითა და ფარული მხარდაჭერით “დაასაქმა” ფაქტიურად დაშლის ზღვარზე მყოფი რუსეთის არმია და “ცივი ომის” წაგების ფაქტთან ვერ შეგუებული რუსული გენერალიტეტი, რომელიც რომ არა ჩეჩნეთის ომი ღმერთმა იცის სად და რა ვითარებაში გამოიყენებდა სამხედრო ძალას .. 4. 5. 6. 7. 8. 2008 წლის აგვისტოს ომი. აშშ-ის მიერ მართულმა სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო და კონფლიქტის ზონაში (რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონში პასპორტების უკანონოდ გაცემის შედეგად) მცხოვრებ და დისლოცირებულ რუსეთის მოქალაქეებსა და სამშვიდობო ძალებზე თავდასხმით, მოსკოვს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო კონტინგენტის შემოყვანის შესაძლებლობა მისცა .. როგორც კი სააკაშვილმა დასმული ამოცანა შეასრულა და რუსეთის საჯარისო ქვედანაყოფები საქართველოს ტეირტორიაზე შემოვიდნენ, ქართულმა არმიამ უწესრიგო უკან დახევა დაიწყო და რუსეთს პრაქტიკულად უბრძოლველად გადააბარა ქვეყნის მეოთხედი .. ოფიციალური თბილისი დღემდე აცხადებს, რომ ომი მოიგო და სულ ცოტა ნაწილობრივ მაინც მართალიც არის, რადგან ვაშინგტონის მიერ მიცემული “საინაო დავალება”, რაც რუსეთის საომარ მოქმედებებში ჩათრევაში გამოიხატებოდა ხუთიანზე შეასრულა .. ეგ არის, რომ ოფიციალურმა თბილისმა არც აგვისტოს დღეებში იცოდა და არც დღეს იცის ვგონებ, რომ ვაშინგტონმა საქართველო საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენა და კიდევ არაერთხელ გამოიყენებს .. ვგულისხმობ იმას, რომ თეთრ სახლს საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი სამხრეთ კავკასიაზე გამავალი ენერგოდერეფნის მარშრუტის შეცვლა და საქართველოს თამაშიდან გამოთიშვა, რაც ქვეყნის დეზინტეგრაციას ითხოვს და პირველი ეტაპიც აგვისტოს დღეებში განხორციელდა .. ის თუ რაში აწყობს ვაშინგტონს საქართველოს დეზინტეგრაცია სხვა პუბლიკაციებში განვიხილე და დღეს ამ თემას აღარ მიუბრუნდები … ერთს დავამატებ, რომ დღეს არსებული ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, ჩემი ვარაუდით 2010-2011 წლის გაზაფხული- ზაფხულის თვეებში საქართველოს დეზინტეგრაციის მეორე ეტაპი დაიწყება.. 9. 10. 11. გაგრძელება დიდხანს შეიძლება და ვაპირებდი კიდეც, მაგრამ გამგები ვფიქრობ ისედაც გაიგებს და დაინახავს სურათს რომელსაც მე ვხედავ. ისე კი თუ მსოფლიო საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილმა არ გააცნობიერა, რომ ანგლოსაქსების ფინანსური იმპერია საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით მთელი პლანეტის ეტაპობრივ კოლონიზირებას ახდენს და ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლეს წირავს, ვერც წინააღმდეგობას გაუწევს ამ პროცესს და ვერც გლობალურ მასშტაბში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას შეაფერხებს. დასავლეთის ქვეყნებში უკვე აქვს ადგილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მასიურ შეზღუდვებს, სპეც-სამსახურების მიერ შექმნილი უნივერსალური “ტერორისტული საფრთხის” ლეგენდის მეოხებით, დანარჩენ სამყაროზე რომ არაფერი ვთქვა … ფაქტია დღეს დასავლეთის ფინანსურ პოლიტიკური ელიტა, ჰუმანიტარული იდეების სამსახურის ნაცვლად საზოგადოებაზე ტოტალური კონტროლის დაწესებას და საკუთარი ინტერესების უხეში ძალით დაცვას ცდილობს. მიზეზი მარტივია, დასავლეთის ფინანსურ პოლიტიკური ელიტა ვერც იმას ახერხებს, რომ საკუთარი შეცდომები აღიაროს და ამბიციები დათმოს და ვერც იმას, რომ ჩინეთთან ენერგომატარებლების გამო დაწყებულ “ცივ ომში” თუ არ გაიმარჯვოს, პოზიციები მაინც შეინარჩუნოს .. არადა ყველას ესმის რომ ამ ომში (აშშ-დასავლეთი VS ჩინეთი-აღმოსავლეთი) ყაიმი არ იქნება … იტოგში კიდევ ძალიან ბევრი რამ შეიძლება ითქვას ან დაიწეროს, მაგრამ ამ თემით რისი თქმაც მინდოდა ის ვთქვი და დანარჩენზე სხვა დროს მოგახსენებთ .. რუსეთი და ამერიკა მტრები არ არიან და ამ ორი ქვეყნის დაპირისპირებაზე აგებული ნებისმიერი პოლიტიკური პოზიცია მცდარია და ასე იქნება ვიდრე დასავლეთი და რუსეთი “ჩინეთის საფრთხეს” არ გაანეიტრალებს.. უფრო მეტიც, მინიმუმ ბოლო 20 წელი მოსკოვი ვაშინგტონის მარიონეტებით იმართება და ანგლოსაქსების ფაქტობრივ კოლონიას წარმოადგენს .. საქმის ინტერესიდან გამომდინარე კი მსოფლიოს გეოპოლიტიკურ სცენაზე, თეთრი სახლისა და კრემლის მესვეურებმა უპრობლემოდ მოირგეს ჟანდარმის მანტია და Good cop/bad cop (joint questioning and friend and foe[1], is a psychological tactic used for interrogation.) სტილში მოქმედებით, ვფიქრობ საკმაოდ სოლიდურ შედეგებს მიაღწიეს .. ვნახოთ ჩინეთი რა თამაშსს შესთავაზებს მსოფლიოს .. დასავლეთის ჰეგემონიას რომ არ შეურიგდება და დასავლეთ აღმოსავლეთის დაპირისპირებაში აღმოსავლეთის უდაო ლიდერი გახდება ეს მგონი ხვალინდელი ფაქტია .. ან უკვე დღევანდელიც … ----------- ცოტა მოგვიანებით კიდევ რამდენიმე ჩემის აზრით დღემდე აქტუალურ "ძველ" პუბლიკაციას დავდებ თქვენის ნებართვით ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2010 მისალოდნელი ომის საფრთხეებზე საუბრისას ხშირად ისმევა კითხვა თუ რა ამოძრავებს აშშ-ს, რა ამოძრავებს რუსეთს და რატომ არის ზესახელმწიფოების დღეს წარმოებული გეოპოლიტიკა საშიში საქართველოსთვის .. ვფიქრობ ეს პუბლიკაცია ნაწილობრივ მაინც გასცემს პასუხს ამ კითხვებს .. http://itngeorgia.wordpress.com/2009/07/03...83%98%e1%83%99/ საქართველო და გეოპოლოტიკა ანუ ომი თუ მშვიდობა მოსალოდნელი ომის თემა ბოლო დროს ისევ და ისევ აქტუალური გახდა. ომზე საუბრობს ყველა ვისაც არ ეზარება, თუმცა იშვიათად ხდება განხილვა იმისა თუ რა მიზეზების გამო შეიძლება დაიწყოს ომი და რა მიზნების მიღწევას შეეცდებიან ამ ომით რეგიონში უმსხვილესი "მოთამაშეები" აშშ და რუსეთი. ამდენად ვფიქრობ ურიგო არ იქნება თუ კიდევ ერთხელ გადავხედავთ იმ რეალიებს, რაც საქართველოსთან და რეგიონთან მიმართებაში არსებობს. ამერიკა და ამერიკის ინტერესი … მოდი დავივიწყოთ ის ბანალური მოსაზრება, რომ აშშ-ი მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების გავრცელებაზე ზრუნავს და პირდაპირ მნიშვნეოვანზე ვისაუბროთ … – აშშ-ის მთავარი ინტერესი საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანის ენერგორესურსები და რეგიონის სატრანზიტო პოტენციალია. არაფერი უფრო მეტად ვიდრე საკუთარი ნაციონალური ინტერესები და ენერგოუსაფრთხოება ვაშინგტონს არ აფიქრებს. ამრიგად ენერგეტიკაში არსებული ვითარება განვიხილოთ … ექსპერტების პროგნოზების თანახმად, დაახლოებით 2020 – 2025 წლისთვის მსოფლიოში ნავთობის მოპოვების მოცულობა მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება ვიდრე მოთხოვნა. ნავთობმოპოვების მოცულება უკვე მცირდება ახლო აღმოსავლეთში, აგრეთვე ჩრდილოეთის ზღვაში სადაც ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი (გაერთიანებული სამეფო) ათწლეულების მანძილზე აქტიურად მუშაობენ ნავთობისა და გაზის მოპობვებაზე. პრობლემები ექმნებათ აფრიკის კონტინენტის ნავთობმომპოვებლებს, განსაკუთრებით ნიგერიას და არც ისე მარტივად არის საქმე ლათინურ ამერიკაში … თუმცა ყველაფერზე თანმიმდევრულად … 2020-2025 წლისთვის მსოფლიო ენერგოდეფიციტის ზღვარზე აღმოჩნდება, ამ მხრივ და ამ დროისთვის განსაკუთრებულად დაუცველი ამერიკის შეერთენბული შტატები და ჩინეთი იქნება, ანუ ქვეყნები, რომელთა ეკონომიკური ზრდა და შიდა სტაბილირობა პირდაპირი გაგებით ენერგომატარებლებით ადეკვატურ მომარაგებაზე არის დამოკიდებული. უკვე დღეს ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს ენერგომოხმარების კუთხით პირველობაში ეცილიბა, ხოლო 2020 წლისთვის დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ქვანახშირის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უპირობოდ უმსხვილესი მომხმარებელი გახდება. 2020 წლისთვის ნავთობის მოთხოვნა მიწოდებას შორის უარყოფითი სალდო და ნავთობზე პროგნოზირებადი დეფიციტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს გეოპოლიტიკური მასშტაბის კონკრეტულ მოქმედებებს აიძულებს, რათა დროულად მოხერხდეს აღნიშნული ქვეყნების, ძირითადი ენერგომატარებლებით სტაბილური მომარაგების გარანტირება. ეს მოქმედება სახელეა აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის, ანტარქტიდისა და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის შელფის მიმართულებითაც კი… მარტივად რომ ვთქვა ჩინეთი და აშშ-ი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავიდან აირიდონ ურთიერთდაპირისპირება ენერგომატარებლების გამო და უკვე დღეს დაირეზერვონ ენერგოსაბადოები და ენერგოდერეფნები, რომელთა მეშვებნითაც საუკუნის ბოლომდე საკუთარი ქვეყნების ენერგომომარაგებას შეძლებენ … ჩინეთი აქტიურად მუშაობს ლათინური ამერიკისა და აფრიკის კონტინეტებზე. თუმცა დღეის მდგომარეობით ლათინურ ამერიკაში მოპოვებული ნავთობის ძირითადი ნაწილი, ამერიკის შეერთებულ შტატში გადაიზიდება, რადგან ამ კონტინეტზე მოპოვებული მარკის ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრეების 80% ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს. ასე რომ ჩინეთი ძირითადად საძიებო სამუშაოებისა და პერსპექტიული საბადოების ათვისებაზე მუშაობს .. თითქმის იგივე ხდება აფრიკის კონტინენტზე, თუმცა იმ განსხვავებით, რომ დღეს აფრიკა ჩინეთის ერთგვარ ექსპანსიას განიცდის და მრავალი ქვეყანა ფაქტობრივად ჩინეთის კოლონიას წარმოადგენს .. დღეის მდგომარეობით აფრიკის კონტინენტის უმსხვილესი ნავთომბმომპოვებელი ქვეყანა ნიგერია "ანგლოსაქსების" კონტროლის ქვეშ რჩება, თუმცა სერიოზულ პრობლემებს აწყდება სეპარატიზმის თვალსაზრისით, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ნავთობმოპოვებაზეც. ნიგერიის ნავთობსაბადოებოს ძირითადი ნაწილი, მდინარე ნიგერის დელტაში მდებარეობს და დელტის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენებით გადაიზიდება ატლანტის ოკეანის სანაპიროზე განთავსებული ტერმინმალებისკენ. დელტის, რომლის აბორიგენი მოსახლეობაც შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს ფედერალურ ხელისუფლებას და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის "ფარგლებში" პრაქტიკულად ყოველ თვე მილსადენებს და ნავთობ საქაჩ პლატფოპრმებს აფეთქებს. მარტივად რომ ვთქვა აშშ-ს სერიოზული პრობლემები აქვს აფრიკის კონტინენტზე და ჩინეთს ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევს… ნიგერია 36 შტატისგან შედგება და ზესახელმწიფოების დაინტერესების შემთხვევაში ისევე დაიშლება მარტივ მამრავლებად, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება დაიშალოს თუ ნავთობმომარაგების კუთხით სერიოზული პრობლემები შეექმნება … ახლო აღმოსავლეთის ძირითადი ნაწილი ისედაც ამერიკის შეერთებული შტატების ენერგომომარაგებაზე მუშაობს და ამ რეგიონის პროამერიკული სახელმწიფოებს საუდის არაბეთს, ქუვეითს, გაერთიანებულ არაბეთის საემიროებს და ერაყს მოპოვებული ნავთობის მოცულობის ხანგრძლივი პერიოდით მკვეთრი ზრდის პოტენციალი არ გააჩნიათ. უფრო პირიქით მომდევნო 20-25 წლის ფარგლებში ახლო აღმოსავლეთში მოპოვებული ნავთობის მოცუობა შეიძლება 20-30%-ით შემცირდეს, რაც ფრიად მნიშვნელოვანი ციფრია. ჩრდილოეთის ზღვაში განთავსებული ნავთობისა და გაზის პლატფორმები ძირითადად ევროპის ენერგომომარაგებაზე მუშაობს და აშშ-ისთვის დახმარება ვერ იქნება, თან ნავთობის მოპოვების კუთხით მონაცემები ამ შემთხვევაშიც ნეგატიურია … ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე იკვეთება შემდეგი სურათი: 2020-2025 წლისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს ერთმანეთთან დაპირისპირება რომ არ მოუხდეთ, პეკინი და ვაშინგტონი აქტიურად მუშაობენ ენერგოპროექტებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა აშშ-ის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო კრიტიკული ხდება. ამ კონტექსტში უბრუნდები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიას. როგორც უკვე ვთქვი სამხრეთ კავკასია ვაშინგტონს აზერბაიჯანული ნავთობისა და ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი მარაგების გამო ჭირდება, პლუს შუააზიისა და ირანის ენერგოპოტენციალზე გასასვლელად. წლების მანძილზე საქართველო სატრანზიტო სახელმწიფოდ და "პარტნიორად" მოიაზრებოდა, თუმცა ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის აქტიურმა მხარდაჭერამ თეთრი სახლისთვის სასურველი შედეგები ვერ გამოიღო. ფართომასშტაბიანი კორუფციისა და ქვეყნის არაადეკვატური მართვის პირობებში საქართველომ ვერ მოახერხა ვერც დემოკრატიულ და ვერც ფინასურად-ეკონომიკურად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ფორმირება. შედეგად ქვეყანამ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და რაც კიდევ უფრო სავალალოა ევროკავშირისთვის მიმზიდველობა დაკარგა, რაც საბოლოოდ დადასტურდა კიდეც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებითა და შემდგომი პერიოდით.. დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომი პრობლემური ტერიტორიების საკითხის “მოგვარების” ანუ ცხინვალისა და აფხაზეთის საქართველოსგან იურიდიულად ჩამოშორებისა და ამ გზით ტერიტორიალური მთლიანობის საკითხის "გადაჭრის" მიზნით დაიწყო, თან ვაშინგტონის რეკომენდაციით. როგორც ჩანს ვაშინგტონში ვარაუდობდნენ, რომ თუ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში პოზიციებს გაიმყარებდა ცხინვალისა და სოხუმის დახმარებით, მოსკოვი სამხრეთ კავკასიურ ენერგოდერეფანზე კონტროლის აღდგენისკენ მიმართულ აქტიურ მოქმედებებს შეაჩერებდა და ამაში სერიოზულად შეცდნენ. რუსეთი მთლიანად დერეფნის კონტროლზე აცხადებს პრეტენზიებს და არა მხოლოდ ცხონვალსა და სოხუმზე, რის გამოც ვაშინგტონს შემდგომი მოქმედების ორი ვარიანტი რჩერბა: ან დატოვოს რეგიონი და ენერგომატარებლები და ენერგოდერეფანის "სხვაგან" ეძებოს, რადგან ობიექტურად არ შესწევს რეგიონალურ დონეზე რუსეთთან დაპირისპირების ძალა, ან გაურიგდეს რუსეთს და რუსეთის მიერ კოტროლირებადი სამხრეთ კავკასიიდან მიიღოს ენერგომატარებლები. ვფიქრობ ვაშინგტონმა არჩევანი რუსეთის მიერ კონტროლირებადი კავკასიიდან ნავთობის მიღებაზე გააკეთა, რადგან ვისაც ეკონომიკა მაინც და მაინც არ აინტერესებს იმის გასაგებად ვიტყვი, რომ პლანეტაზე არც ისე ბევრი ადგილია სადაც დიდი და აუთვისელებლი ნავთობსაბადოები არსებობს, არადა ნავთობის გარეშე ამერიკის ეკონომიკა მოკვდება და მოკვდება პირდაპირი გაგებით, რამეთუ ნავთობია არა მხოლოდ ბენზინი და დიზელი არამედ თითქმის ყველაფერი რაც ჩვენს გარშემოა, დაწყებული საყოფაცხოვრებო ნივთებით და დამთავრებული კოსმოსური ტექნოლოგიებით ... მოკლედ ალტერნატიული ენერგიის წყაროების იდეა, მოყვარული ეკოლოგებისთვისთვის დავტოვოთ და საკითხის სერიოზულ განხილვას დაუბრუნდეთ … სერიოზულად კი გამოდის ის რაც გამოდის და ვაშინგტონს განსაკუთრებული არჩევანი არ აქვს და როგორც ჩანს მართლაც უთმობს რუსეთს ამიერკავკასიას. მით უმეტეს, რომ ვაშინგტონს ახალი ენერგოპროექტების განხირციელების დაწყება ეჩქარება, რუსეთთან სამხრეთ კავკასიისთვის დაპირისპირება კი ამ ენერგოპროექტების განხორციელების შესაძლებლობას არ მისცემს. რაც ისევ ამერიკისთვის არის მარცხი, ვინაიდან ეს ტერიტორია თუ რამისთვის ჭირდება ეს ენერგოპროექტებია. მეტი არაფერი. ვაშინგტონის მიერ სამხრეთ კავკასიის და კონკრეტულად საქართველოს რუსეთისთვის დათმობაში, სამომავლო ენერგოპროექტების რუსეთის ზედამხედველობისა და რუსული ენერგოკომპანიების პირდაპირი მონაწილეობით განხორციელებას ვგულისხმობ და ამ შემთხვევაში უკვე დღის წესრიგში დგება საკითხი თუ რა მარშრუტი ექნება ენერგოდერეფანს სადაც ეს პროექტები განხორციელდება … დღეს ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი სავარაუდოდ ამ დერეფანის მარშრუტზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ჩემი ვარაუდით აზერბაიჯანი – საქართველო – თურქეთის მიმართულებას, აზერბაიჯანი – სომხეთი – თურქეთი, ირანი-სომხეთი-თურქეთი, შუა აზია-ირანი-სომხეთი-თურქეთის მიმართულებები ჩაანაცვლებს. რატომ? 1. იმიტომ, რომ ბოლო 20 წელი საკმარისზე მეტი არგუმენტი აღმოჩნდა ვაშინგტონისთვის იმაში დასარწმუნებლად, რომ საქართველოზე არასტაბილური ქვეყანა აფრიკის კონტინეტზეც კი ძნელად მოიძებნება. არასტაბილური "მილსადენების მიმდებარე ტერიტოია" კი ნამდვილად არ არის ის შედეგი რისთვისაც ვაშინგტონმა საქართველოში მილიარდობით დოლარი ჩაიდო. 2.. იმიტომ, რომ ქვეყნის სტაბილურობა ეკონომიკურ განვითარებაზეა დამოკიდებული, საქართველომ კი ვერ მოახერხა ეკონომიკის დივერსიფიცირება, ინტელექტუალური-კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების დაწყება და დასავეთის ბაზარზე გასვლა. იმიტომ, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება დღემდე რუსეთის ეკონომიკასთან მჭიდრო თანამშრომლობაზეა დამოკიდებული, რასაც თავის მხრივ საქართველო რუსეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები განაპირობებენ. ამდენად ვაშინგტონისთვის ცხადი ხდება, რომ ვიდრე ქვეყანა აშშ-ის კოლონიალურ მდგომარეობაში რჩება, ვერ მოხერხდება ვერც მისი ეკონომიკური განვითარება და ვერც ხანგრძლივი სტაბილურობის მიღწევა .. ეს ნიშნავს იმას, რომ ვაშინგტონს რუსეთთან დათმობაზე წასვლა მოუწევს და რადგან საქართველოს შემთხვევაში შორეულ პერსპექტივაშიც კი არ არსებობს შანსი, რომ რუსეთისგან დამოუკიდებლად ქვეყანა ეკონომიკის განავითარებას და მილსადენების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ვაშინგტონი ენერგოდერეფანის გადატანას სომხეთის ტერიტორიაზე მოითხოვს. სწორედ ამერიკა მოითხოვს ენერგოდერეფანში მარშრუტის ცვლილებას, რადგან სომხეთმა იგივე ბოლო ოცი წელი დაადასტურა, რომ ფრიად სტაბილური და ბიზნეს უნარების მქონე ქვეყანაა მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად ბლოკირებულ მდგომარეობაში იმყოფება, რაც ვაშინგტონისთვის შორეული პერსპექტივისთვის მაინც ტოვებს შანსს იმისა, რომ ერევანი ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში მოსკოვის გავლენიდან გამოვა და პროამერიკულ პოზიციებს დაიკავებს (გასათვალისწინებელი ფაქტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ ძლიერი სომხური ლობი), შესაბამისად ენერგოდერეფანიც ვაშინგტონის სრულ კონტროლს დაუბრუინდება … ამასაც, რომ თავი გავანებოთ საქართველოს ამერიკის კოლონიალური მდგომარეობიდან გამოსვლა უკიდურესად მტკივნეული დროში გაწელილი პროცესი იქნება და სერიოზულ კატაკლიზმებს გამოიწვევს, რომლის ნეგატიური შედეგების ნეიტრალიზებას მინიმუმ 3-4 წელი დასჭირდება, უმოქმედობის 4 წელი ამერიკას უბრალოდ არ აქვს… მოსკოვსა და ვაშინგტონს ენერგოდერეფნის ფუნქციონალურობის კუთხით ბოლო დრომდე პრობლემად რჩებოდათ ბაქოსა და ერევნის, ერევნისა და ანკარას დაძაბული ურთიერთობები, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ ამ მხრივ უპრეცედენტო ცვლილებები განხორციელდა და დღეს ყველაფერი თავის ადგილზე ჯდება. როგორც, ჩანს ენერგოდერეფნის ფარგლებში ერევანი და ბაქოს ურთოიერთობები აზერბაიჯანის ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენისა და ყარაბახის პრობლემის ბაქოს სასარგებლოდ მოგვარების ხარჯზე განხორციელდება. ერევანი აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებს დათმობს უფრო ნოყიერი “ლუკმისთვის”, რაც სამცხე ჯავახეთი და აჭარა იქნება, რადგან სხვა შემთხვევაში ერევანს გეოპოლიტიკურ და ენერგეტიკულ “თამაშში” ჩართვა არ უღირს და არანაირ დათმობებზე არ წავა. ერევანი ანკარას ურთიერთობები კი სომეხი ხალხის გენოციდის თემის ნეიტრალიზების ხარჯზე გახდება შესაძლებელი, რაც ანკარასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემაა, თუ მას არ სურს, რომ სომხეთს ათეულობით მილიარდი დოლარი გადასცეს კომპენსაციის სახით და ევროკავშირში გაწევრიანების თეორიული შანსიც დაკარგოს ... მოკლედ ყველაფერი დღესავით ნათელია. აშშ-ი და რუსეთი საქართველოს ანაწევრებენ. და ბოლოს, შეიძლება ვინმემ გულუბრყვილოდ იკითხოს თუ რატო დაეხმარება რუსეთი ამერიკას ნავთობმომარაგების კუთხით? პასიხი მარტივია, 2025-2030 წლისთვის რუსეთსა და კონტინეტლაურ ევროპას იმ დროისთვის სავარაუდოდ უძლიერეს ზესახელმწიფო ჩინეთთან დიალოგი, ვაშინგტონთან ერთად ურჩევნიათ ვიდრე მარტო, ხოლო ვაშინგტონმა, რომ ეს "დიალოგი" შეძლოს "საწვავი" (ენერგორესურსები) ჭირდება. P.S. მოკლედ ესეა და იმედია საკმაოდ პოპულარული ენით ავხსენი ის თუ რა? როგორ? და რანაირად? თან მაქსიმალურად მოკლედ, რადგან კიდევ ათასი სხვა ნიუანსი და დეტალი შეიძლება მოვიტანო დიდი სურათის უკეთესად წარმოსაჩენად. ეგ არის, რომ მაგ შემთხვევაში ეს პოსტი 500 გვერდიანი მოცულობის წიგნს დაემსგავდსსება: ))) ასე და ამრიგად საქართველო მორიგი განსაცდელის წინაშე დგას და თუ მიმდინარე ან მომავალ ზაფხულს, უფრო სწორედ კი თუ უახლოეს მომავალში რუსეთთან და სომხეთთან საომარი მოქმედებები დაიწყება და ტერიტორიებს დავკარგავთ, ამის ერთ ერთი ძირითადი მიზეზი საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატურ საშინაო და საგარეო პოლიტიკასთან ერთად აშშ-ის ენერგოინტერესები და ზესახელმწიფოთა გეოპოლიტიკა იქნება. იყოს ეს პოსტიც ისტორიისთვის : )) ამ თემის ერთგვარი გაგრძელება >>> აპოკალიფსი ქართულად პატივისცემით: asds : ) ამ ლირიკულ გადახვევასაც დაურთავ პოსტს ბარემ ... მამენტ ვწერ რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია … იმის იმედით, რომ ხალხი დაუფიქრდება წარმოდგენილ თემებს და ადეკვატურად შეაფასებს სიტუაციას, რადგან თუ ეგრეთ წოდებული დიდი სურათის კონტექსტში არ განვიხილავთ ყველაფერს, შეცდომებს შეცდომებზე დაუშვებთ … ნახეთ ჩინეთი უკვე დღეს როგორ უძაბავს აშშ-ს, იქით ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში, რომელზეც პეკინს უსერიოზულესი გავლენა აქვს და რომელიც (ფხენიანი) თითქმის ყოველ წელს ბირთვულ ტესტებს ატარებს და ყოველ მეორე თვეს ახალი ბალისტიკური რაკეტების საფრენოსნო და სხვა ტიპის გამოცდებს აწყობს. რაკეტების, რომელთაც ფრენის სიშორის თვალსაზრისით უახლოეს მომავალში “კონტინენტთაშორისი” კლასიფიკაცია შეიძლება მიენიჭოთ. აქეთ კი ნიგერიასთან მიმართებაში, სადაც არაოფიციალური ინფორმაციით, ნიგერის დელტაში მოქმედი პარტიზანები იარაღსა და ლოგისტიკურ დახმარებას ჩინეთის ფაქტობრივ კოლონიებად ქცეული კამერუნიდან და ჩადიდან იღებენ … მოკლედ ეს ბრძოლა ენერგომომარაგებისთვის რაზეც მე ვლაპარაკობ უკვე დაწყილია და 2025-2030 წლის კონტურებიც იკვეთება, როდესაც ჩინეთსა და აშშ-ს შორის ღია პოლიტკურ და ვინ იცის სამხედრო დაპირისპირებასაც შეიძლება ქონდეს ადგილი. ალბათ იმიტომ არის, რომ ჩინეთის სამხედრო პროგრამების ძირითადი ნაწილი 2020-2025 წლისთვის ჩინეთის არმიის თვისობრივად ახალ საფეხურზე აყვანას ითვალისწინებს, დაწყებული ფლოტითა და ავიაციით და დამთავრებული სახმელეთო ჯარებით .. ეს ხომ უმიზეზოდ არ ხდება?. აგერ რაც მე ვიცი და რაც მედიაში გასული ინფორმაციაა იმის თანახმად, პეკინს 70 – 100 000- იანი წყალწყვის ავიამზიდების პროგრამა აქვთ ჩაშვებული პროექტირებაში, ვიდრე საკუთარი პროექტირების ავიამზიდს ააგებდნენ რუსეთში უკვე შენდება ავიამზიდი ჩინეთისთვის, ასევე აამუშავეს მეხუთე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებელ ბომბდამშენის პროგრამა , მუშაობენ ახალი თაობის სტრატეგიული ბომბდამშენის პროგრამაზე, ახალი თაობის ძირითადი საბრძოლო ტანკისა და მოიერიშე ვერტმფრენების პროგრამებზე და ათასი სხვა რამ მოკლედ და ყოველწლიურად ათეულობით მილიარდ დოლარს ხარჯავენ ამ ყველაფერზე. კოსმოსური პროგრამებისა და კოსმოსური დაზვერვის კუთხითაც კი უკვე ფრიად ადეკვატურ დონეზე არიან, შედარებით ახალი კოსმოსური სახელმწიფოს კვალობაზე … ჩინეთმა ხვალ შეიძლება თავი გაანებოს იზოლიაციონისტურ პოლიტიკას და აქტიური საგარეო მოთამაშე გახდეს, რადგან უკვე დღეის მონაცემებით საამისო ყველა წინაპირობა ექმნებათ … ანუ ჩინეთი მოდის და მთელი მსოფლიო ემზადება : )) ჩვენთანაც არის ეს ყოველივე კავშირში, რადგან ვაშინგტონის მოქმედებები საქართველოში პირდაპირ კავშირშია, როგორც ენერგოუსაფრთხოების საკითხებთან ასევე 2025 წლის მსოფლიოს რეალიებთან … Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted April 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2010 სამ ტანცუეტ, სამ პაიოტ, სამ ბილეტი პრადაიოტ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bowman Posted April 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2010 ეგ სცენარი თითქმის გამორიცხულია: ჯერ ერთი რატომ იქნება ასეთი აუცილებელი სომხეთის ჩართვა ამ პროექტებში, როცა აზერბაიჯანსაც აქვს საზღვარი ირანთან და სულ თავისუფლად შეიძლება ნავთობის ტრანსპორტირება ირან-აზერბაიჯან საქართველო- თურქეთის გავლით, მეორე სანამ ობამა პრეზიდენტია ირანთან შესაძლო ომზეც კი ზადმეტია საუბარი (ირანი არ არის ერაყი, ის ბევრად უფრო ძლიერი სახელმწიფოა, მას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია ყავს და ძალიან მალე ბირთვული იარაღიც ექნება) მესამე ჩვენმა მთავრობამ არაერთხელ თქვა, რომ ჭკუა ისწავლეს და პროვოკაციას აღარ წამოეგებიან, მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე ძალიან ძნელი იქნება საქართვლოს ჩაბმა საომარ მოქმედებებბში, მეოთხე საქართველო სომხეთის დრევანდელი კარგი ურთიერთობები არ იძლევა ამგვარი პროგნოზის საშუალებას(შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომში სწორედ სომხეთმა არ დართო ნება რუსეთის 58 არმიას, რომ მისი ტერიტორიიდან შემოსულიყვნენ სამცხე-ჯავახეთში და საქართველოს მხარდამჭერი განცხადებაც გააკეთა) მეხუთე ამ სცენარში ირაკლი ალასანიას ნაცვლად ნოღაიდელი, რომ გეხსენებინა ბევრად უფრო რეალური იქნებოდა, და ბოლოს არამგონია ამერიკამ გაწიროს თავის მოკავშირე ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ყველაფრის მიუხედავად დღემდე მტკიცედ დგას დასავლურ ორიენტაციაზე... ასე რომ ვფიქრობ კი არა დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარი სცენარი არ მოხდება, ჩვენ ყველაზე რეალური სცენარი იმედის მოდელირებულ გადაცემაში ვნახეთ, აი ამგვარი რამ მართლა შესაძლებელია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2010 სამ ტანცუეტ, სამ პაიოტძერჟი გიტარუ ჯიმიიიი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.