planetanews Posted April 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 20, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/images12.jpegგადაუღებელი წვიმების შედეგად გურჯაანში მდინარე ახტალის ხევი ადიდდა. დატბორილია სარაჯიშილის და რუსთაველის ქუჩები. წყლით არის სავსე საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით რეგიონში დიდი რაოდენობით შინაური ფრინველი და ცხოველი დაიხოცა. მთელი ღამის განმავლობაში პარალიზებული იყო მოძრაობა გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე. როგორც გურჯაანის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მდინარის ნაპირების გაწმენდა ხდება. კახეთში უკვე მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს. ადიდებულია თითქმის ყველა ღვარცოფული მდინარე, მათ შორის მდ.კაბალი, ალაზანი და დურუჯის ხევი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts