Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ვაშაძე: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარება საგანგაშოა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/vasha3-150x131.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება საგანგაშოა.

 

 

ამის შესახებ, ვაშაძემ აშშ ვიზიტის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვები ძირითადად ქართულ-რუსული ურთიერთობებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას ეხებოდა.

 

 

`ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე საგანგაშოა. იქ იხსნებოდა და იხსნება რუსული სამხედრო ბაზები. როცა დემილიტარიზაციაზე ვსაუბრობთ, ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია. გარდა ამისა, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ყველა საერთაშორისო ნორმას სცილდება ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც ირღვევა ცოდნის მშობლიურ ენაზე მიღების უფლება. იკრძალება ენის შესწავლა, მახინჯდება ისტორია”,- განაცხადა ვაშაძემ.

 

 

მინისტრის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვა არის ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი თემა. საერთაშორისო თანამეგობრობა კი სულ უფრო აქტიურად აღიარებს იმას, რომ რუსეთი არის აგრესორი. ჟენევის ფორმატი კი ერთერთი ყველაზე რეალური ბერკეტია.

 

 

გრიგოლ ვაშაძე ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა გაერო-ს 64-ე გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს ალი ტრეკის. მოლაპარაკება გაიმართა ასევე გაერო-ს გენერალურ მდივან ბან კი მუნსა და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ნიუ იორკის ოფისის დირექტორთან.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...