planetanews Posted April 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 20, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_56306-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნდება. ამის შესახებ, სააკაშვილმა ჰარვარდში, კენედის სამთავრობო სკოლის პოლიტიკის ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა საუბარი ლეხ კაჩინსკის ხსენებით დაიწყო და პოლონელ ხალხს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა. `საბჭოთა კავშირში აღარ დავბრუნდებით. სხვა გზა არ არის გარდა ტოტალური სოციალური ტრანსფორმაციისა და დასავლურ საზოგადოებაში ინტეგრაციის გარდა უსაფრთხოებას ვერ განაცალკევებ დემოკრატიისგან. არ არსებობს ნამდვილი დემოკრატია იქ სადაც არ არსებობს კანონის უზენაესობა. კარგი და დემოკრატიული არჩევნების გზით ხდება საქართველო კიდევ უფრო უსაფრთხო”,- განაცხადა სააკაშვილმა შეხვედრისას მთავარი აქცენტები საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე, ნატოში ქვეყნის სწრაფვასა და და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გაკეთდა. სააკაშვილის თქმით, საქართველო რადიკალურად განსხვავებული გზით მიდის, ვიდრე ეს მის წარსულში იყო და ქართველი ხალხი რეგრესს არასოდეს შეეგუება. პრეზინდეტმა არჩევნებზეც ისაუბრა, მისი თქმით, არჩევნების სამართლიანად ჩატარება დემოკრატიული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია. სააკაშვილის გამოსვლას ამერიკის ადმინისტრაციის ყოფილი წარმოამდგენები, ექსპერტები და სტუდენტრები ესწრებოდნენ, დასწრების სურვილი კი იმდენად დიდ იყო, რომ ლატარიაც კი გათამაშდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts