Jump to content
Planeta.Ge

ალასანიას დასაქმების პროგრამა


Recommended Posts

ირაკლი ალასანიამ დღეს წინასაარჩევნო პროგრამა - “დასაქმების შესახებ” წარადგინა.

სასტუმრო “ბეტსში” გამართულ პრეზენტაციაზე “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა თბილისელთა დასაქმების პროგრამისა და ამ პროგრამის პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.

როგორც ალასანია აცხადებს, პროგრამის მთავარი პრიორიტეტი ის არის, რომ თბილისში გაიხსნას 20 ათასი ახალი საოჯახო და მცირე საწარმო, რასაც სწორედ აღნიშნული პროგრამა შეუწყობს ხელს.

მისივე თქმით, შეიქმნება საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი, რომელსაც ექნება 120-მილიონიანი ბიუჯეტი. აქედანმ 50 მილიონი ლარი იქნება მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი. მუნიციპალური გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდებიდან იქნება არანაკლებ 20 მლნ ლარი, ხოლო დონორებიდან მოზიდული სახსრები იქნება, ასევე, 20 მლნ ლარი.

აღნიშნული ფონდიდან სესხის აღების ძირითადი პირობები იქნება შემდეგი: სესხის ოდენობა იქნება 20 ათას ლარამდე, საპროცენტო განაკვეთი – 8, შეღავათიანი 50-პროცენტიანი საკრედიტო გარანტია, ანუ მეწარმეს ფონდი 50 პროცენტში უდგება თავდებად, ხოლო დანარჩენ 50 პროცენტს საკუთარი მფლობელობიდან ჩადებს საგარანტიოდ, სესხის დაფარვის პერიოდი იქნება, საშუალოდ, 18 თვე, ხოლო შეღავათიანი პერიოდი – 3 თვე.

ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი უზრუნველყოფს მეწარმეებს საკრედიტო გარანტიით და სესხის დაბალი საპროცენტო განაკვეთით.

ამ ყველაფრის შედეგად, ფონდის ამოქმედებიდან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, ალასანია ვარაუდობს, რომ თბილისში დასაქმება 50 ათას ადამიანზე მეტი იქნება.

“ამ პროგრამის ძირითადი მიზანია, დედაქალაქში საშუალო ფენის წარმოქმნასა და გამაგრებას შეუწყოთ ხელი, რაც, ზოგადად, არის ქვეყნის ძლიერების გარანტია. სახელმწიფოს დღეს ბიზნესის მიმართ აქვს მომხმარებლური დამოკიდებულება, ისინი ბიზნესს იყენებენ მხოლოდ საკუთარი ბიუჯეტის შესავსებად. ეს ყველაფერი უნდა აღმოიფხვრას”, - განაცხადა ალასანიამ.

ბიზნესის რეკეტის თავიდან ასაცილებლად, ალასანიას პროგრამის მიხედვით, ასევე, შეიქმნება ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც სწორედ ბიზნესდავებსა და ბიზნესზე ტერორის განხორციელების შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

ალასანია ვარაუდობს, რომ პროგრამის განხორციელების შედეგად გაიზრდება ეკონომიკური აქტივობა, შესაბამისად - ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი. თბილისის ბიზნესომბუდსმენი დაიცავს მეწარმეების და მესაკუთრეების უფლებებს დედაქალაქში. მეწარმეებს ინტელექტუალური მხარდაჭერა გაეწევათ საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით. ეს იქნება ათი საკონსულტაციო ცენტრი თბილისში, რომელიც ბიზნესგეგმის შეძენაში დაეხმარება მცირე მეწარმეებს, შეიქმნება საოჯახო და მცირე ბიზნესის ახალი ბიზნეს-ულტურა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

ცოტა ხანში მთლიან პროგრამასაც მოგაწოდებთ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზოგადად არ არის ცუდი თუ ეგე იქნება, მაგრამ არ მომწონს.

 

ჯერ ერთი, რომ 20 000 ლარი არ არის ის ფული, რომელიც ბიზნესის ნებისმიერიმიმართულებისთვის კომერციული ფართის, საბრუნავი საქონელის, დასაქმებული პერსონალის და კომუნალური გადასახადებისთვის საკმარისია.

მერე მეორეც, რატომ ასაქმებს ყველას მაინცდამაინც ვაჭრობაში, რომელიც საკმაოდ რთული საქმეა და მისი გაძღოლა ცოტას შეუძლია, რადგან სხვადასხვა უნარებს, ცოდნას, სათადარიგო ფინანსებს და კიდევ უამრავ ნიუანსს მოითხოვს.

...იმის არ იყოს მიშა რომ გზების დამგებებად გვასაქმებს ყველას, ვიცით თუ არ ვიცით, შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია და ბოლო-ბოლო გვინდა თუ არ გვინდა.

 

ეს თუ იქნება მხოლოდ ერთერთი მიმართულება, მივესალმები და რჩევასაც მივცემ, რომ 20000 ოჯახის მაგივრად 5000 დაასაქმოს, სამაგიეროდ 20000-ის მაგივრად 80000 მისცეს და ის 5000 მაგ ფულით თავად დაასაქმებს არათუ დანარჩენ 15000-ს უფრო მეტსაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ყველაფრის შედეგად, ფონდის ამოქმედებიდან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, ალასანია ვარაუდობს, რომ თბილისში დასაქმება 50 ათას ადამიანზე მეტი იქნება.

http://s005.radikal.ru/i210/1004/fd/b77d6649a2ad.jpg

 

 

analgin

analgin

ეს თუ იქნება მხოლოდ ერთერთი მიმართულება, მივესალმები და რჩევასაც მივცემ, რომ 20000 ოჯახის მაგივრად 5000 დაასაქმოს, სამაგიეროდ 20000-ის მაგივრად 80000 მისცეს და ის 5000 მაგ ფულით თავად დაასაქმებს არათუ დანარჩენ 15000-ს უფრო მეტსაც.

არ არის ცუდი წინადადება!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

20000 ოჯახის მაგივრად 5000 დაასაქმოს, სამაგიეროდ 20000-ის მაგივრად 80000 მისცეს და ის 5000 მაგ ფულით თავად დაასაქმებს არათუ დანარჩენ 15000-ს უფრო მეტსაც.

მე მომცეს ეგ 400 მილიონი და მე დავასაქმებ 25000 ოჯახს :givi:

ამ ზღაპრებს იჯერებს მართლა ვინმე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ამ ზღაპრებს იჯერებს მართლა ვინმე?

ძალიან ბევრი..

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ამ ზღაპრებს იჯერებს მართლა ვინმე?

ამ ხალხის რას გაიგებ. 2007-ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე როცა ამბობდა ოპოზიცია, სანამ ხელისუფლებაში არ მოვალთ და რეალურად არ ვნახავთ რა ხდება ხაზინაში, მანამდე ვერაფერს დაგპირდებით, ამბობდნენ რა პონტიაო. ნაციონალებზე უკეთეს დაპირებებს რატომ არ გვაძლევენო. ახლა დაპირებებს გაძლევენ და დაბოლება რა პონტიაო.

 

ტყუვდება ეს ხალხი, და რატომ არ მოატყუებს იგივე ალასანია? რამდენ ადამიანს იცნობ ვინც ნაციონალებისთვის ხმის მიცემას შეუსრულებელი დანაპირების გამო აღარ აპირებს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ზღაპრებს იჯერებს მართლა ვინმე?
ძალიან ბევრი..

ჩვენი ფორუმის ორი გამორჩეული ანტიალასანისტი :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

რატომ მხოლოდ ვაჭრობაში, არაა დაკონკრეტებული... მაგ ხალხიდან ყველამ ვაჭრობა რომ დაიწყოს 90% გაკოტრდება.

 

პ.ს. პროფსასწავლებლების გარეშე მცირე მეწარმეობა ვერ განვიტარდება, გამორიცხულია. შესაბამისი ცოდნის გარეშე ვაჭრობა კი არა მეწაღეობა რომ დაიწყო ის არ გაამართლებს და დაბრალდება მთავრობას (მართალიც იქნება).

ეგ საკონსულტაციო ჯგუფები იქნება ბუტაფორია, ინგლისურისა და კომპიუტერის მცოდნე ხალხი იჯდება მანდ (შეიძლება ბუღალტერის კურსებიც ჰქონდეს გავლილი :givi: ) და იქნება დაშტამპული კონსულტაციები.

 

ერთი მაგდენი ფული სწავლაში უნდა ჩაიდოს რომ წყალში გადაყრილი არ აღმოჩნდეს დაფინანსება და ხალხმა კიდევ ბინები (გირაო) არ დაკარგოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენ ადამიანს იცნობ ვინც ნაციონალებისთვის ხმის მიცემას შეუსრულებელი დანაპირების გამო აღარ აპირებს?

მე არჩევნებზე მოსიარულე ხალხთან მანიცდანაინც მეგობრული ურთიერთობები არ მაქვს :givi: ყვალანაირი არჩევნები და დაპირებები არის მაიმუნობა :suicide2: რატომ არის ძნელი, რომ კანონში ჩაიდოს, საარჩევნო დაპირება კი არ ერქვა, ერქვას საარჩევნო ხელშეკრულება. გაწერილი დროში, და როგორც კი დაირღვევა რომელიმე პუნქტი, კანონი ათავისუფლებდეს პირდაპირ თანამდებობიდან, და ეკრძალებოდეს შემდგომში ყველანაირ არჩევნებში მონაწილეობა. იძლიონ მერე დაპირებები და იყოს. მაგრამ სანამ ეს მხოლოდ დაპირებებია, ხალხის დაბოლების პროცესში მონაწილე ხალხს არ ვთვლი მე ნორმალურებად :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმაროს და ანტიმონოპოლიური სამსახური შექმნას თბილისში დამატებით.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგან ჯერ ის დაწეროს, რომ ყველა საჯარო სამსახურზე გამოცხადდეს თავისუფალი კონკურსი,

თუ მაგასაც თავის პარტიელებით უნდა ყველა დაწესებულება აავსოს,

იF, რა კაია, სახელმწიფო სამსახური მაგათ, დანარჩენებმა ნამცხვრები აცხვეთო :mad:

ვაი, თქვენს პატრონსთქო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

თუ მაგასაც თავის პარტიელებით უნდა ყველა დაწესებულება აავსოს

არა გრცხვენია,დღე და ღამე ხალხზე ფიქრობს.. :mad: :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დარწმუნებული ვარ ალასანია არ მოიტყუებს და ყველაფერს ზუსტად ისე გააკეთებს, როგორც გვპირდება. ერთი მარტვივი მიზეზის გამო: მაგ კაცის თვითმიზანი არ არის მერობა მას პრეზიდენტობა უნდა და ძალიან კარგად იცის, რომ თუ არჩევის შემთხვევაში ყველა დაპირებას ზედმიწევნით არ შეასრულებს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმას აღარავინ მისცემს, ამიტომ ტყავიდან გამოძვრება და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ სამ წელიწადში დანაპირები შეასრულოს... აი ეს ძალიან დიდი პლუსი აქვს მას სხვებთან შედარებით, სხვა კანდიდატები არაფერს კარგავენ ალასანია კი ძალიან ბევრს კარგავს ფაქტიურად პრეზიდენტობაზე ოცნებასაც კი ემშვიდობება... და მეც მხოლოდ ამ მიზეზის გამო ვაძლევ ხმას.

პს. მაინტერესებს თუ ვინმე შეძლებს ჩემი არგუმნეტის გაბათილებას. :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

bowman

მიშაც იყო საკრებულოს თავმჯდომარე, რა მერე...

მერე უცებ გახდა პრეზო და მისი დანაპირები ვიღას ახსოვდა,

მთავარია იმ მთავრობას ხომ ასხავდა ლაფს და

მაგისტვის მიიღო ხმები საპრეზიდენტოდ.

რა შეასრულა?

დაპირებებში მაგრები არიან....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

bowman

მიშაც იყო საკრებულოს თავმჯდომარე, რა მერე...

მერე უცებ გახდა პრეზო და მისი დანაპირები ვიღას ახსოვდა,

მთავარია იმ მთავრობას ხომ ასხავდა ლაფს და

მაგისტვის მიიღო ხმები საპრეზიდენტოდ.

რა შეასრულა?

დაპირებებში მაგრები არიან....

არა მასინ სხვა დრო იყო, მიშა რევოლუციით მოვიდა ხელისუფლებაში და საპრეზიდენტო არჩევნებეზე კონკურენტი არც ყოლია, აი ალასანიათან საქმე სულ სხვანაირად არის ის არასდროს მოაწყობს რევოლუციას. და თუ დანაპირები ვერ შეასრულა არც მე და კიდევ ბევრი ადამიანი მას მხარს აღარ დაუჭერს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...