Jump to content
Planeta.Ge

გამოცხადდეს 31 მარტი - ზვიადობის დღესასწაულად


Recommended Posts

აეეე

 

 

რა ზვიადობა ტო

 

 

მაგარი კაცი იყო, დიდი პატივს ვცემ, მაგრამ ეს ზედმეტია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

მომხრე ვარ პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალის გვერდზე დაიდგას მისი და მერაბ კოსტავას ძაგლები

მაშინ ირაკლი წერეთელმა და ირაკლი ბათიაშვილმა რა დააშავეს? მაგათი ძეგლებიც დავდგათ :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

 

ეგრე თამარ ჩხეიძეზე და ნანა კაკაბაძეზე მეტი ღვაწლი ბევრმა არ დაიტრაბახოს ეროვნულ მოძრაობაში, მაგრამ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა მართლა განყენებული თემებია და მათი როლი ყველაზე განსაკუთრებულია. მერაბის, როგორც სიწმინდის, ქართველობის, ღირსების, ვაჟკაცობის, ერთგულების, ეროვნულობის, ერთგულობის სიმბოლოსი და ზვიადის, როგორც ქარიზმატული ლიდერის, წინამძღოლის, გამბედაობის. ზვიადი სტიმულს და მუხტს აძლევდა ხალხს, მერაბი მისაბაძ მაგალითს. დანარჩენები მეტ-ნაკლებად წარჩინებული მხედართმთავრები თუ მეომრები იყვნენ.

 

ძალიან, ძალიან ცუდი და მკრეხელური შედარებაა, მაგრამ როგორც ბოლშევიკებში ლენინი და სტალინი იყვნენ ზეგამორჩეულები, ისე ესენი ჩვენთვის. იმედია მიმიხვდით რა ვიგულისხმე. :puka:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამბედაობის.

 

მაგის მონანიება გამახსენდა, მაგრამ აღარ განვავრცობ თემას, ზვიადელები განერვიულდებიან :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 7 months later...

analgin ...."როცა ერს ამდენი მოღალატე ჰყავს თვით მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას"-ეს აქსიომატური დებულებაა... სერგო ორჯონიკიძემ და ედუარდ შევარდნაძემ 20-20 ათასი კვ.კმ. ტერიტორია გააჩუქეს...ახლა მოისმინეს ამ ყორღანაშვილებმა ,რომ მათი დაფინანსება 1991-92 წწ. გადატრიალებისას რუსეთმა დუმის დეპუტატის ცნობით 65 მილიონი დოლარი გაიღო...მანამდე ელცინის ვიცე-პრემიერმა ბურბულისმა აღიარა,რომ ის თბილისში გადატრიალების კოორდინატორი იყო...ბეპაევმა აღიარა რუსეთის სამხედრო ოლქის მონაწილეობა ცოცხალი ძალითა და ტექნიკით გადატრიალებაში...სწორედ ამ გადატრიალების პროგრამა-მინიმუმი იყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია-ანექსია(რაც შევარდნაძემ და მოღალატე ყორღანაშვილებმა შეუსრულეს რუსეთს),პროგრამა მაქსიმუმი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობა და რუსეთის ერთ-ერთ რესპუბლიკად მისი გადაქცევა...ვინც გადატრიალებაში მონაწილეობდით ,ყველა ათობით ათასი ადამიანის მკვლელი,ტერიტორიების მსხვისებელი,ქვეყნის კატასტროფამდე მიმყვანებელი ხართ ...გეშინოდეთ ღვთის რისხვის! ზვიად გამსახურდიას მკვლელობისთვისაც წავიდა ამ მილიონებიდან თანხები...ძალინ საცოდავები ხართ მოღალატეები ,რადგან არ იცით რა გელით თქვე უბადრუკებო!!!თქვენთვის ....ზვიად გამსახურდია ქართველმა ერმა უკვე აღიარა გმირად!1.საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 35 წლიანი ბრძოლის შემდეგ;2.საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი იმპერიის-რუსეთის კლანჭებიდან უსისხლოდ დემოკრატიული არასაბჭოური არჩევნებით,საქარტველოს დახსნა;3.საქართველოს დე იურე ცნობა 1992წლამდე 28 სახელმწიფოს მიერ;4.არც საშინაო და არც საგარეო ვალების აღება;6.უკანონო ე.წ.სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება :7. 1991წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია -ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარება რუსეთის მიერ და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობა;8..აფხაზეთში 28-26-11 სისტემით არჩევნების ჩატარებით კონფლიქტის პროვოცირების ჩაშლა,რაც ქართულ-აფხაზური დიპლომატიის გამარჯვება იყო კრემლზე, ვინაიდან თავიდან იქნა აცილებული ქართველთა და სხვათა ფიზიკური განადგურება;9.აფხაზეთში სიტუაციის კონტროლი საქართ.ხელისუფლების მიერ(მთავრობის თავ-რე,პროკურორი,შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ, გვარდია ქართული იყო,პრეზიდენტს და პარლამენტს უფლება ჰქონდათ გაეუქმებინა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები);10.არცერთი გოჯი მიწა არ დაუთმია;11.საქართველოს თავი შესწირა(მას რუსებმა გალში შესთავაზეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა და პრეზიდენტად დააბრუნებდნენ?! ) უარით მან ხელი" მოაწერა" სიკვდილზე,რაც რუსებმა და ედიკას ძალოვნებმა განახორციელეს!...წმ.შალვა ახალციხელმაც-შავლეგომ არ ითანამშრომლა დამპყრობელთან ჯალალ-ედინთან და ეწამა სამშობლოსათვის! ეს თუ გმირობა და პოლიტიკოსობა არაა მაშინ ტერიტორიების გაყიდვა სკამის შენარჩუნებისთვის ყოფილა პოლიტიკოსობა(სერგო შევარდნაძე,ვარაზ-ბაკური))?! გმირობას და პოლიტიკოსობას რას ეძახი ? ტერიტორიებს რომ გაყიდის,30 000 ადამიანს აფხაზეთში და სამაჩაბლოში რომ მოკლავს, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას რომ მოკლავს,20 მილიარდი დოლარის ანაბრებს ხალხს ,რომ წაართმევს,1,5 მილიონ ადამიანს მამლუქებად ,რომ გაყიდის, საკუთარ დედას,რომ გულიანად შეიგინებს?ძლიერი პლიტიკოსობა არაა დამოუკიდებლობის მოპოვება,სამაჩაბლოს ისტორიული სტატუსის დაბრუნება,ამ ე.წ.ოლქის გაუქმების რუსეთის მიერ აღიარება,აფხაზეთში სიტუაცის სრული გაკონტროლება,არცერთი გოჯი მიწის არ დათმობა,არც საშინაო და არც საგარეო ვალის არაღება, რეფერენდუმით 1921 წლიდან დაკარგული ტერიტორიების დე-იურე საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება... თქვენთვის დიდი პოლიტიკოსია შევარდნაძე-აფხაზეთის და სამაჩაბლოს გამსხვისებელი 1992წ.24 ივნისის დაგომისის,1992წლის 3 სექტემბრის მოსკოვის,1993 წლის 27 ივლისის სოჭის გარიგებებით,30 ათასი ქართველის გენოციდით აფხაზეთში,2,5 მილიარდი დოლარის კრედიტის,20 მილიარდი დოლარის ანაბრების მითვისებით...მოსკოვში 1994 წლის მაისში აფხაზეთის დამოუკიდებლობის ხელმოწერით,11,9 მილიარდი დოლარის სამხედრო ტექნიკის რუსებისთვის გატანებით,შავი ზღვის სამხედრო ფლოტის ქართულ წილზე უარისთქმით...ჩამოვთვალო ? დრო არ მეყოფა! სანამ პირს გააღებთ მანამდე იფიქრეთ და ნუ იმეორებთ ჩვენი საუკუნის ყორღანაშვილების-შევარდნაძის......

ცილისწამებებს......

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

ზვიადობა

როგორ აპირებენ ამ დღესასწაულის არნიშვნას?

დოღი გაიმართება თუ სახალხო სეირნობა?

 

რა მარაზმია ეს, არ მესმის :(

მანანობა როდის იქნება არ უთქვამთ? :007:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზვიადის ძეგლი დაიდგან კოლხურ კოშკში, მაგის ცოლს მაინც იქ უნდა მისი ნეშტის გადატანა და ძეგლიც იქ დაუდგან...

რუსთაველზე, სადაც მაგ ერლიდერების ბედოვლათობით ამდენი ხალხი დაიღუპა და თვიტონ გაიქცნენ, მაგათ ძეგლს იქ რა უნდა, სხვათაშორის მაშინდელ მსხვერპლზე პასუხისმგებლობა როდიონოვთან ერთად მაგ ერლიდერებსაც ეკუთვნით, წერეთელი კი საერთოდ პასუხისგებაში იყო მისაცემი, ილია მეორეს რომ გამოსტაცა მიკროფონი და ხალხს გარიდების საშუალება არ მისცა ტანკების წინ. თვითონ რატომ არ შეხვდნენ ხის ხმლებით და ყიჟინით? არ გადაგვიყოლეს ამ ფანატიკოსებმა, ახლა კიდევ მაგათი დღეები და გოდების კედელი გვაკლია რა, რა დამოუკიდებლობა მოიტანეს მაშინ, როცა რუსის ჯარი ისევ აქ იყო მერვე პოლკში, ეგ იყო ფიქცია და არა ფაქტი, ეგრე მეც დავწერ რომ გავხდით ატომური სახელმწიფო, ვიქნებით?....

მშიშარა ფანატიკოსებმა :givi:

 

31 მარტი არვიცი მაგრამ დღეს გიტლერის დაბადების დღეა :mad:

გილოცავ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დოღი გაიმართება თუ სახალხო სეირნობა?

:D

 

31 მარტი არვიცი მაგრამ დღეს გიტლერის დაბადების დღეა

ეჰ.. ეგ ვის ახსოვს. არადა გენიალნი ადამიანი იყო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისტორიას დრო სჭირდება ბატონოჩემო.

2-3 დღეში ვინმე აღმერთება ან ცოცხლად ან დაღუპვის შემდეგ არასწორი მიდგომაა.

დღესასწაულად რომ გამოცხდდება დღე, ეს დღე ერმა უნდა მიიღოს და ამ შემთხვევაში ერის ნაწილი ამას არ მიიღებს და ე.ი. არ იქნება გამართლებული.

საქართველოს ისტრიას ბევრი გმირი ახსოვს და ბევრი დიდებული ადამიანი.

ერთი რაც არ ახსოვს ამ ისტორიას უბრალო უცნობი, ან კიდევ დავიწყებული ჯარისკაცი.

ეს დღე არის აღსანიშნავი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...