planetanews Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S8y1AXRiHyI/AAAAAAAADko/r4xwcVyURLw/s200/3067918660_efb2223650.jpgვულკანურმა ღრუბელმა მიმართულება შეიცვალა და საქართველოს დაშორდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, კოტე თევდორაძემ განუცხადა."ამჟამად ჩვენთვის უკეთესი მდგომარეობაა. ღრუბელი კავკასიის ქედის გასწვრივ ისევ არის, თუმცა მან მიმართულება შეიცვალა და ჩრდილოეთით გადაიწია. აქედან გამომდინარე, გამაფრთხილებელი ნოტამი მოვხსენით" - განაცხადა თევდორაძემ. მისივე განცხადებით, ვულკანური ღრუბელი საქართველოში მცირე ხნით აფხაზეთის თავზე შეინიშნებოდა, თუმცა დანარჩენ საქართველოზე მისი გავრცელების საფრთხე ამ დროისათვის მოხსნილია. ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა 14 აპრილს, გამთენიისას დაიწყო. ფერფლი მთელ ევროპაში გავრცელდა. ვულკანური ღრუბელი ევროპის თავზე, შესაძლოა, კიდევ 4-5 დღე დარჩეს. ფერფლის გავრცელების გამო დახურულია ევროპის საჰაერო სივრცე. ფრენების შეჩერების შედეგად აეროპორტებისა და ავიაკომპანიების ზარალმა ერთ მილიარდ ევროს გადააჭარბა.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდით "ღია ბოქლომი"-ს ფანკლუბის წევრი Facebook-ზე View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts