planetanews Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 „ალიანსის საქართველოსთვის“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ალიანსის კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი სოფო ხორგუანი წარადგინა. სოფო ხორგუანმა წარდგენისას განაცხადა: „პირობას ვდებ, რომ კრწანისის რაიონის თითოეული მაცხოვრებლის ღირსეული ცხოვრებისთვის ვიბრძოლებ და თითოეული მათგანის ინტერესების დამცველი ვიქნები. ჩემი მთავარი პრიორიტეტი ადამიანი და მისი ღირსეული ცხოვრება იქნება და ამისთვის ბრძოლას ახლავე ვიწყებ. ვიცი, რომ შესაძლებელია სასიკეთო ცვლილებების განხორციელება, რასაც თითოეული მოქალაქე იგრძნობს. ჩვენ შეგვიძლია რეალური ცვლილებების მოტანა ქვეყანაში და ამას გავაკეთებთ. მე კრწანისის თითოეული მაცხოვრებლის დასაქმების, სოციალური ვითარების გაუმჯობესებისა და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფის პასუხისმგებლობას ვიღებ“. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts