planetanews Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/smolensk_airport_lichter-150x150.jpgპოლონელებს შესაძლოა, რუსეთის მიერ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მკვლელობის მტკიცებულებები ჰქონდეთ. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონურ-გერმანული საინფორმაციო სააგენტო “Polskaweb,, ავრცელებს. სააგენტო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პოლონეთმა რუსული მხარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება გადაწყვიტა, მას ამისთვის ყველა მტკიცებულებები აქვს. გაზეთი “Rzeczpospolita” იუწყება, რომ ტუ-154 10 აპრილს სპეციალური GPS გადამცემის მეშვეობით პოლონეთის სამხედრო დაზვერვის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. გამოცემის თანახმად, ჯერ არ არის ცნობილი, თუ რა ინფორმაციას ფლობს პოლონეთის სადაზვერვო სამსახური ლეხ კაჩინსკის სიკვდილზე, მაგრამ გაზეთი დარწმუნებულია, რომ სულ მცირე, დაფიქსირებული იქნება ფრენის სიმაღლე, სიჩქარე და ადგილი. არ გამოირიცხება ისიც, რომ იწერებოდა ლაინერის პილოტების სხვა თვითმფრინავებთან და საკონტროლო ანძასთან საუბრები. პოლონეთის დაზვერვა დამოუკიდებელი სტრუქტურაა და პროკურატურას არ ექვემდებარება. პრესა ვარაუდობს, რომ ის აუცილებლად უმეთვალყურებდა ლაინერის ფრენას. სააგენტო “Polskaweb” აცხადებს, რომ სმოლენსკის აეროდრომზე კატასტროფამდე 1 საათით ადრე, რუსულმა სამხედროებმა დასაჯდომი ნათურები შეცვალეს, დაშვების გამაფრთხილებელი შუქურები არასწორად იყო განთავსებული და მათი ტრაექტორია სხვა მიმართულებით იყო მიმართული. ასევე, რამოდენიმე ნათურაზე არ იყო ლინზები და არც შესაბამისად გამართული იყო. ამას ერთ-ერთი ბელორუსი ჟურნალისტის მიერ გადაღებული ფოტოებიც ადასტურებენ. ნათურების შესახებ გახმაურებულ ინფორმაციას პოლონეთის მედიის დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრი კითხვაც დაისვა. მათ შორის: შევიდნენ თუ არა შეცდომაში პოლონელი პილოტები დასაჯდომი განათების გადაადგილების გამო. ცნობილია ისიც, რომ ავიადისპეჩერები ლაინერის პილოტებს მოსალოდნელ “ამავალ ნისლზეც” აფრთხილებდნენ. სააგენტო “Polskaweb” აცხადებს, რომ ტუ-154 ავიაკატასტროფაში პასუხისმგებელნი პოლონელები არ იყვნენ. სმოლენსკთან ავიაკატასტორფა 10 აპრილს მოხდა. ტრაგედია პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა განიცადა. უბედურ შემთხვევას პრესიდენტ ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლის მარია კაჩინსკას და პოლონეთის ელიტის, სართო ჯამში 97 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის პირველი პირები, კრაკოვში, ვაველის სასახლის ტაძარში, პოლონელი მეფეების გვერდით დაკრძალეს. გამოძიებას ერთდროულად პოლონური და რუსული მხარეები აწარმოებენ. ამოღებული 3 შავი ყუთიდან 2 ამ დრომდე რუსეთშია. პოლონელებს მხოლოდ მესამე შავი ყუთი აქვთ და ისინი დანარჩენი ორის მათთვის გადაცემას ითხოვენ. რუსულ საგამოძიებო ჯგუფს დიმიტრი მედვედევის გადაწყვეტილებით, რუსეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts