Jump to content
Planeta.Ge

ჩვენი სამხმიანი თუ უცხო ბიზანტიური


Recommended Posts

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ არც თU ისე დიდი ხნის წინ ეკლესიის წიაღში კინაღამ დიდი სქიზმა მოხდა. მორწმუნეების ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი, უნიკალური ქართული გალობა არის არაკანონიკური, უბრალოდ სიმღერა. რომ ძველად მეთერთმეტე საუკუნემდე ქართულ ეკლესიაში იგალობებოდა ბიზანტიური, იოანე დამასკელის მიერ შექმნილი გალობა. ამ ჯგუფმა ძალიან დიდი შრომა გასწია და ბიზანტიურ მელოდიაზე დასვა ქართული სიტყვები, ისე რომ გალობის სტილი და შინაარსი არ დარღვეულა. თავის დროზე ძალიან დიდი დაპირისპირება მოხდა, საქმე სინოდამდეც კი მივიდა. საქმე ძალიან რთულად იყო, რადგან სოკოებივით მრავლდებოდა ბიზანტიურად მოგალობე ეკლესიები. ბოლოს სინოდი შეიკრიბა და შეიმუშავა დადგენილება, რომლის მიხედვითაც აიკრძალა ბიზანტიური გალობა. მიუხედავად ამისა ზოგ ტაძარში მაინც გალობენ ბიზანტიურს. ეხლა რატომ ვხსნი თემას - მაინტერესებს ფორუმზე არიან თუ არა ადამიანები, რომლებმაც იციან ამ პრობლემის შესახებ. მოკლედ მინდა რომ ვიმსჯელოთ :mad:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიზანტიური თავად ძალიან მაგარია, ძალიან მიყვარს, ოღონდ ბერძენი მამების შესრულებით. მაგრამ აქ საუბარია გადმოქართულებულზე. ანუ ეს იგივეა თბილისოს რომ დაადო რუსული სიტყვები და ისე იმღერო. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ნელნელა მომრავლდება ასეთი ტიპის გალობის მომხრე ტაძრები და ქართული გალობა მარტო ნოტებში დარჩება.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თემას ვხურავ, რადგან ამ ფორუმისათვის შესაფერისად არ მიმაჩნია, ხალხს ჯერ ის ვერ გაურკვევია ღმერთი არსებობს თუ არა რა კანონიკურ გალობაზეა ლაპარაკი :D

საერთოდაც აქ არ იდევნება მხოლოდ პოლიტიკური აზრი. ათეისტებს მიგყავთ პარადი, თუ ვინმე მორწმუნე გამოგერიათ ისე დაკორტნით, რომ გაგიხარია :yes: მე მიმაჩნია, რომ მორწმუნე ადამიანი აქ მხოლოდ ბრკოლდება. იმიტომ, რომ უმცირესობაშია :D ჩემი ბრალია, თქვენთან რა მინდა :) ცოტა არ იყოს გულნატკენი ვარ, იმიტომ რომ მიყვარდა აქაურობა, მაგრამ ესეც გამივლის :) არ ვხტუნაობ, ეხლა მესმის წასული უზერების, გული მიგრძნობს ჩემს კვალს ბევრი მოჰყვება. დარჩით მერე მარტო მოდერები იჭუკჭუკეთ ერთად :) და საერთოდაც რა მინდა აქ? რატომ ვითმენ ამ მცირე კბენებს? ან საერთოდ რა უნდა ამ ხალხს? აააა, გამახსენდააა, მე ხომ რაიონიდან ვარ :D უხ, ეს როგორ დამავიწყდა კაცოო, ეხლა მესმის თქვენი :) მაპატიეთ, შემთხვევით ფორუმი ხომ არ დაგისვარეთ? ეხლა გინდა აგრესია დაარქვით ამ პოსტს, და გინდა ბოღმა. არც ერთი და არც მეორე არ მამოძრავებს. თქვენიც მესმის სიმართლე ხომ უნდა შეინიღბოს როგორმე?რატომ უნდა ვიყო აგრესიული, პატარა ელენიკო მიზის კალთაში და მკოცნის :)

ძალიან გთხოვთ სამუდამო ბანი დამადეთ რა :)

ჩემი მშობლიური ფორუმი --- (ჩასწორებულია მოდერატორის მიერ) არის ვაიფორუმი? მართლა ვაიიი, :D სადა ხარ ვეშაპოო :)

 

პ.ს.

dariala

უკვე მერამდენეჯერ უკეთებ ვაი ფორუმებს რეკლამირებას. :) გთხოვ თავი შეიკავე მსგავსი სახით ფორუმის წესების დარღვევისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ვალდებული ვიქნები ფორუმის წესებით გათვალისწინებულ სასჯელს მივმართო რაც ძალიან არ მინდა.

ჩასწორებულია მოდერატორის მიერ.

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...