planetanews Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010021111237-150x150.jpgგურჯაანში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები ხვთისიაშვილების ოჯახი 24 წლის არჩილ ხვთისიაშვილს უშედეგოდ ეძებს. ახალგაზრდის უგზო – უკვლოდ გაუჩინარების ფაქტზე შს გურჯაანის სამმართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა ხვთისიაშვილები პოლიციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. დაკარგულის მამა აკაკი ხვთისიაშვილი აცხადებს, რომ არჩილი 2007 წლის 9 აპრილის შემდეგ აღარ უნახავთ და მასთან არც კონტაქტი ჰქონიათ. „გაჭირვებული ოჯახი გვაქვს. მეც და ჩემი შვილიც მუშებად ვმუშაობდით, დღიურ ანაზღაურებაზე, მაგრამ პურის ფულს ძლივს ვშოულობდით. არჩილმა გადაწყვიტა პასპორტი აეღო და სამუშაო საზღვარგარეთ მოეძებნა. პასპორტი აიღო. 2007 წლის 9 აპრილს სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა“, – ამბობს დაკარგულის მამა. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ მათი შვილი ან საზღვარგარეთ გავიდა და ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა, ან მოკლულია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts