planetanews Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/festivali2-150x130.jpgთელავში ხვალ, 20 აპრილს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი იწყება. ფესტივალის ჩასატარებლად თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 5 000 ლარი გამოიყო. ანიმაციური ფილმების ფესტივალი 3 დღეს გაგრძელდება. ფესტივალის მიზანი მსოფლიო ანიმაციის სამყაროში ქართველი კინემატოგრაფისტების ინტეგრაციაა. ფესტივალის ორაგიზატორი ანიმაციის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი არჩილ დიასამიძეა. ანიმაციური ფილმების პირველი საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში, 2008 წელს ბათუმში ჩატარდა. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ინფორმაციით, ანიმაციური ფილმების ფესტივალის გარდა თელავში დაგეგმილია ბავშვთა სამუსიკო სკოლების და ქართული ხალხური ცეკვების ფესტივალის ჩატარებაც. ასევე, აღდგება ფესტივალი „ვაზის ყვავილობა“ და კამერული მუსიკის ფესტივალი „ქება ვაზისა“, რომელიც ტრადიციულად შემოდგომაზე ჩატარდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts