planetanews Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/222.jpeg,,ქრისტიან-დემოკრატების’’ წევრის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, 30 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით რეალური რეზულტატისთვის ამომრჩეველთა სიების ჩასწორება, მათი გამოქვეყნების შემდეგაც უნდა იქნეს შესაძლებელი. როგორც ჟურნალისტებს ვეფხვაძემ განუცხადა, ჩასწორებული სიები უბნებზე არჩევნებამდე არა ორი დღით ადრე, არამედ ერთი კვირით ადრე უნდა გამოქვეყნდეს, რომ პარტიებს მათი ადგილზე გადამოწმების საშუალება ჰქონდეთ. მისი თქმით, ოპოზიციამ სიების მონტირორინგი განახორციელა და ცენტრალური საარჩევნო კომისია შენიშვნების გათვალისწინების პირობას იძლევა, თუმცა ისე არ უნდა მოხდეს, რომ უბნებზე ჩაუსწორებელი სიები გამოაქვეყნონ, რისი პრაქტიკაც ქვეყანაში წინა არჩევნების დროს იყო. ,,სამწუხაროა, რომ სიების მონიტორინგის პროცესში ოპოზიციამ კოორდინირება ვერ მოახერხა, რის გამოც, ერთი და იმავე უბანზე სია რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ გადაამოწმა. ის ფაქტი, რომ თქვათ ზუგდიდიდან არ არის შენიშვნები არ ნიშნავს, რომ იქ არ არის შენიშვნები. უბრალოდ იქ არ იქნა შემოწმებული უბნები სათანადოდ’’, – განაცხადა ვეფხვაძემ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts