Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ისლანდიის ვულკანის აქტივობა კლებულობს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/vuklani-150x150.jpgმეცნიერებმა დღეს ისლანდიის ვულკანის აქტივობის კლებაზე გამოაცხადეს. ველკანური ფერფლი სამ კილომეტრზე ზემოდ აღარ ადის.

 

 

განმარტება ისლანდიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გააკეთეს.

 

 

აქტივობამ იკლო, თუმცა მეცნიერები და მეტეოროლოგები ამბობენ, რომ ვულკანური ფერფლის გავრცელება ევროპაზე მაინც გაგრძელდება.

წინა დღეებში ვულკან ეიიაფიატლაიოკუდლი ფერფლს და ლავას ცაში 6-7 კილომეტრზე ისროდა.

 

 

ფერფლის ღრუბელი დასავლეთზე გავრცელდა, ევროპის ტერიტორია დაფარა და ავიაგადაზიდვების პარალიზება გამოიწვია. რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემო მონიტორინგის ფედერალური სამსახურის ცნობით, ვულკანის აქტივობის შემცირების მიუხედავად, ვულკანური ფერფლის გავრცელება ევროპაზე გაგრძელდება.

 

 

პროგნოსის მიხედვით, ფერფლი სამხრეთ ევროპას არ შეეხება, ხოლო დიდ ბრიტანეთზე, საფრანგეთზე და გერმანიაზე კვლავ შენარჩუნდება. ჰიდრომეტეოროლოგების ვარაუდით, დღეს საღამოს ვულკანური ფერფლი პოლონეთის, სლოვაკეთის, რუმინეთის, ბელორუსეთის და მოსკოვის საჰაერო სივრცესაც დაფარავს.

 

 

ველკანური ფერფლი ავიანავიგაციისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის, რის გამოდაც 15 აპრილს ევროპის ტერიტორიაზე ყველა ავიარეისი გადაიდო, რამაც ავიაკომპანიები მილიარდი დოლარით აზარალა.

 

 

ავიამიმოსვლის ნაწილობრივ აღდგენის შესახებ დღეს შვეიცარიამ, ავსტრიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა, ლატვიამ, ლიტვამ, ბულგარეთმა, რუმინეთმა და ნორვეგიამ გამოაცხადეს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...