planetanews Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/images8.jpegყვარლის რაიონის სოფელ გავაზში, დაახლოებით ერთი თვის წინ გაუჩინარებული 17 წლის ბექა ალადაშვილი ხაშურში იპოვეს. ოჯახის ახლობლების განცხადებით, ალადაშვილი სამართალდამცავებმა იმ დროს იპოვეს, როდესაც ხაშურიდან ბათუმში მატარებლით გამგზავრებას აპირებდა. მათივე თქმით, ბექამ საკუთარი ცხენი გაყიდა, აღებული თანხით კი ტანსაცმელი შეიძინა და ბათუმში დასასვენებლად მიდიოდა. ბექა ალადაშვილი 24 მარტს, მინდორში საქონლისთვის ბალახის მოსათიბად ცხენით გავიდა, რის შემდეგაც სახლში აღარ დაბრუნებულა.ოჯახის ახლობლები ვარაუდობდნენ, რომ ბექას ცხენი წაართვეს, კვალის დაფარვის მიზნით კი მოკლეს და მდინარე ალაზანში გადააგდეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts