Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “ეროვნული ფორუმი” საარჩევნო სიების შედგენისა და გაყალბებისგან დაცვის მექანიზმების პრეზენტაციას გამართავს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/erovnuli-forumi-150x150.jpg„ეროვნული ფორუმი“, „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბთან“ ერთად, ხვალ, პროექტის „ზუსტი საარჩევნო სიების შედგენისა და ხმის მიცემის პროცესის გაყალბებისგან დაცვის მექანიზმები“_ს პრეზენტაციას გამართავს.

 

 

პრეზენტაციაში მოცემულია ის მექანიზმები, რომლის მეშვეობითაც უნდა განხორციელდეს ამომრჩევლის რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურა ამომრჩევლის იდენტიფიკაციის ბიომეტრიული მონაცემების მეშვეობით.

პრეზენტაციას ექსპერტები: სოსო ცისკარიშვილი, მამუკა არეშიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, გია ხუხაშვილი, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე, ვახტანგ ძაბირაძე, გია ზესაშვილი დაესწრებიან.

 

 

პროექტის წარდგენაში ასევე მონაწილეობას, პოლიტიკური პარტიებიც მიიღებენ, მათ შორის „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები”, “რესპუბლიკური პარტია”, “ახალი მემარჯვენეები”, “კონსერვატიული პარტია”, “ლეიბორისტული პარტია”, “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო”, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”, ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”, ”საქართველოს გზა”, `მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს~ მიიღებენ.

 

 

პროექტის პრეზენტაციაში ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები: ”სამართლიანი არჩევნები”, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, ”ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”, „ქართული აკადემია”, „დაიცავი საქართველო”, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი მონაწილეობს.

 

 

პროექტს “ეროვნული ფორუმი” საზოგადოებას ხვალ, სასტუმრო „ვერე პალასში“ 13:00 საათზე წარუდგენს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

- როგორ ფიქრობთ, როგორი შანსი აქვს ოპოზიციას მომავალ არჩევნებზე?

- ( გუბაზ სანიკიძე)მინიმალური. ოპოზიციამ ყველაფერი ისე გააკეთა, რაზეც ვერ იოცნებებდა სააკაშვილი: არ იბრძოლა საარჩევნო გარემოსთვის, ვერ შეთანხმდა თბილისის მერობის ერთ კანდიდატზე, მეტიც, ერთმანეთის ლანძღვა-გინება დაიწყეს.. მოკლედ, ეს ოპოზიცია ისე მიდის არჩევნებზე, როგორც პირუტყვი მიჰყავთ სასაკლაოზე. ეს არჩევნები უკვე გაყალბებულია, "ნაციონალურ მოძრაობას" მილიონი საარჩევნო ხმა ჯიბეში უდევს...

 

 

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/19411-qra-un...l#ixzz0luJMj5ZQ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

ეს ადამიანი მესამე პირში რატომ საუბრობს? ფარისევლობაა. ეტყობა აკაკის სკოლა. :)

ვაჟკაცურ, კაცურ საუბარში ჩაბუდებული გოთვერნობა მიყვარს ყველაზე მეტად.

2 წელი ის გასიებული უკანალი აეწია და საქმე ეკეთებინა . აააა ეხლა აპირებს?! :duel:

დაუმორჩილებლობა სადაა ? დიეტა მაინც ეთქვა უფრო დავიჯერებდით?

 

გულს მირევს ქართველი პოლიტიკანები....ასეთი სიმხდალე და მერე მშიშრობით თამადის ადგილიდან საუბარი მხოლოდ ჩვენთან იციან.

ჰო გეუბნებოდით , არ დამიჯერეთ ....ამ გადმოსახედიდან ბააასი განსაკუთრებით მოსაწონია :018:

 

 

 

მოკლედ, ეს ოპოზიცია ისე მიდის არჩევნებზე, როგორც პირუტყვი მიჰყავთ სასაკლაოზე.

არ ვარ ოპოზიციაო....

ქდმს კონკურენტი ყავს. წამოცდა ვაჟკაცს ?!

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

 

ეს არჩევნები უკვე გაყალბებულია, "ნაციონალურ მოძრაობას" მილიონი საარჩევნო ხმა ჯიბეში უდევს...

ეს ის რიცხვია, რითაც ფორუმი მანიპულირებს, ანუ საზღვარგარეთ გასული საქართველოს მოქალაქეები. ამ არჩევნებზე არის დაპირება, კერძოდ თბილისში, რომ დაახლოებით 150 000 კაცის გვარის გასწვრივ დაიწერება გასულია. ყველას დაფიქსირება კი ძალიან ძნელია. ჯერ ერთი რომ ხელისუფლებას ამის სურვილი მანდამაინც არ აქვს. მეორე კი თვითონ არალეგალების(ასეთები აბსოლუტური უმრავლესობაა) ოჯახის წევრები არ იძლევიან ინფორმაციას.

თანაც თბილისში უკვე დიდი ხანია ყავთ რეგისტრირებული საკმაო რაოდენობის ამომრჩევლები რეგიონებიდან, რომელთა აღმოჩენა ფაქტიურად შეუძლებელია, როდესაც ბინის პატრონები, სადაც ისინი არიან რეგისტრირებულნი, ხელისუფლებასთან შეკრულები არიან.

ამას ვერავითარი ბიომეტრული პასპორტები ვერ უშველის. თუმცა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, როდესაც ხელისუფლებას ხმები მარტო თბილისში კი არა ჯამურად სჭირდება, ეს კარგია.

შესაბამისად ამაზე მუშაობის გაგრძელება საჭიროა, ოღონდ არა მენტორულ პოზიციაში ჩადგომა და საარჩენო ნიჰილიზმის დათესვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვიყო მიშას დორბლი თუ მესმოდეს რა უნდა ამ ფორუმს და ვაფშე რა პონტს აწვება:)((((

 

( რეპლიკისგან-ტორე დანარჩენები ხომ კარგად იცი რა უნდათო -თAვი შეიკავეთ:018: )

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რავა გაიღვიძეს? საატების გადაწევა დაავიწყდათ?

მოკლედ რა...

 

T_A_T

ტორე დანარჩენები ხომ კარგად იცი რა უნდათ
Edited by dire
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაზე მეტად გულს მირევენ ის ადამიანები, არაფერს რომ არ აკეთებენ და მუდმივად ჭკუას არიგებენ სხვებს

 

ძუკუ

დროა რესპუბლიკელებმა დაიწყონ გამარჯვებისთვის ბრძოლა და არ შემოიფარგლონ მხოლოდ რაღაც ნიშის დაკავებით...ყველაზე დიდი მინუსი ამ პარტიის ეს არის. და სხვათაშორის თქვენ პოსტშიც ეს მკაფიოდ იკIთხება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...