planetanews Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/baramidze4-150x150.jpgნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისია ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძის ხელმძღვანელობით დღეს ნატო-ს საკითხებზე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ”საინფორმაციო ცენტრ ნატო-ს შესახებ” ხელშეწყობით გაიმართა, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის არსებული ინსტრუმენტები და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებმა თავიანთ სფეროებში ANP-ით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე ისაუბრეს. შეხვედარზე გაიმართა დისკუსია და კომისიის წევრებმა დასმულ შეკითხვას უპასუხეს. შეხვედრის დასასრულს ვიცე პრემიერ-მინისტრმა მოინახულა ”საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს” შესახებ და ცენტრის თანამშრომლებს გაესაუბრა. ვიცე პრემიერ-მინისტრი საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოსთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს. საზოგადოებასთან ეფექტური ურთიერთობისა და აქტიური დიალოგის მიზნით, საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით 2005 წელს შეიქმნა. საბჭო არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს აერთიანებს. ის პერიოდულად იკრიბება და მასზე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პრიორიტეტული საკითხები განიხილება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts