Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: ვანო მერაბიშვილისნაირი ადამიანები ქვეყნის სათავეში არ უნდა იყვნენ“


Recommended Posts

„ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ „მთელი კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სათაურით „ეს ხელისუფლება არის წარსულის ხელისუფლება“ საუბრობს:

 

 

„მე ვერ ვხედავ, რომ ოპოზიციის ვიზიტებს რუსეთში ჰქონდეს რამე წარმატება. აქ არ არის საუბარი კონკრეტულ პირებზე. არა მგონია, რომ ამ მხრივ ოპოზიციას ჰქონდეს რამე შესაძლებლობა, ორმხრივ ურთირთობებში შეიტანოს რამე ცვლილება. სახელმწიფოთა შორის საერთაშორისო ურთიერთობების ყველა პრაქტიკა და გამოცდილება სწორედ იმას მიანიშნებს, რომ მოლაპარაკებები სწორედ ხელისუფლებების შორის უნდა მიმდინარეობდეს და ამიტომაც მე გამართლებულად არ მიმაჩნია ამგვარი ნაბიჯები. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, მოვიდეთ ხელისუფლებაში, მოვიპოვოთ საზოგადოების მხარდაჭერა და საზოგადოების მანდატით დაველაპარკოთ რუსეთის ხელისუფლებას“.

 

 

 

„უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა იქნება გრძელვადიანი პროცესი. მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად. ჩემთვის დღეს ეს ურთიერთობები არის სავაჭრო-ეკონომიკური, საკომუნიკაციო და თუნდაც ინფრასტრუქტურული პროექტების გახსნით რუსეთის ფედერაციასთან იმ დიდი რესურსის გამოყენებით, რომელიც არსებობს რუსეთის ფედერაციაში დიდი ქართული დიასპორის სახით. კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები, დაპირისპირებული მედიის მოხსნა გახდება საფუძველი ნდობის აღდგენისთვის. ამის შემდეგ კი ჩვენ შევძლებთ პოლიტიკური დიალოგის აღდგენას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის პოლიტიკა. მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ საფუძველი, რომ დაიწყოს გულწრფელი დიალოგი და მოლაპარაკებების პროცესი რუსეთის ფედერაციასთან. ამის საშუალებას დღეს რუსეთის ხელისუფლება არ იძლევა“.

 

 

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ნათლად ჩამოყალიბებული პოზიცია ჩრდილოეთ კავკასიასთან. ჩვენთვის ჩრდილოკავკასიელი ერების ბედი არ არის სულ ერთი. ჩვენ გვინდა, რომ ისინი სტაბილურ გარემოში ცხოვრობდნენ. იმიტომ, რომ მათი სტაბილურობა არის სამხრეთ კავკასიის სტაბილურობის განმსაზღვრელი და აქედან გამომდინარე, პოლიტიკაც უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი. ამიტომაც მე პირდაპირ ვიტყვი, რომ თავიდანვე ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და არ მომწონდა „პირველი კავკასიური არხის“ შექმნა საეჭვო წარმოშობის დაფინანსებით. ეს ხელს შეუწყობს ჩრდილო კავკასიაში ვითარების დაძაბვას და ეს არც ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის. იმედი მაქვს, ჩვენს ხელისუფლებაში იმდენი გონება აქვთ, რომ ეს არ გააკეთონ და მოხდეს ყველა შესაძლებელი ფორმით ამის არდაშვება. მაგრამ თავისთავად ის განცხადებები, რაც კეთდება და იგივე ვანო მერაბიშვილის განცხადება ამ ტელევიზიის არსებობის მიმართ, მსოფლიოშიც და რუსეთშიც იძლევა შეშფოთების საფუძველს და ამიტომ საჭიროა, უკიდურესი სიფრთხილე გამოვიჩინოთ და ცხადად განვაცხადოთ, რომ ჩვენს პოლიტიკურ და ეროვნულ ინტერესებში შედის იმ შეთანხმების დაცვა, რომელიც ხელმოწერილი იყო ამ ტრაგიკული ომის შემდეგ“.

 

 

„ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ... მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი მაღალი თანამდებობის პირს ვერ აქვს კარგად გააზრებული ახალი უსაფრთხოების გარემოს შექმნა ჩვენს ირგვლივ და ვერ აფასებს არსებულ რისკებს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთი ადამიანები ქვეყნის სათავეში არ უნდა იყვნენ. ეს არის მთავარი დასკვნა, რომელიც ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ შეიძლება გავაკეთოთ. ეს ჯგუფი ქვეყანას არ მართავს ინსტიტუტებით. არ არსებობს გადაწყვეტილებების მიღების ინსტიტუციური ფორმები, რაც არის ყველა ნორმალურ ქვეყანაში. ეს ჯგუფი ქვეყანას მართავს მენტალიტეტით, რომლის შედარება შეიძლება კრიმინალურ მენტალიტეტთან. ინტერვიუს მიზანი, ალბათ იგივე იყო, რაც დაიწყო 13 მარტს - რომ საზოგადოებაში დანერგონ შიში ისევ რუსეთის ფედერაციიდან მოსალოდნელი საფრთხისა. დანერგონ შიში, რათა ადამიანებს გაუჩნდეთ განცდა, რომ მხოლოდ ამ ხელისუფლებას შეუძლია სტაბილურობის შენარჩუნება. არადა, პირიქით, სწორედ ეს არის იმ პროპაგანდისტული ჩანაფიქრის გაგრძელება, რაც 13 მარტს „იმედის“ ეთერში გასული სიუჟეტით დაიწყო და სწორედ ეს ხელისუფლება ქმნის ქვეყნაში დესტაბილიზაციის გაჩენის საფრთხეს“.

 

 

„საქართველოს ეს ვალდებულება აღებული აქვს არაერთხელ და მათ შორის, აღებული გვაქვს ომის შემდგომ დადებული დოკუმენტის ხელმოწერით. თავდაუსხმელობის კიდევ ერთხელ დადასტურება აბსოლუტურად ლოგიკური და სწორი იქნებოდა. მე ვეთანხმები იმას, რომ რუსეთის ფედერაციასაც აქვს ვალდებულებები, რომელიც უნდა შესრულდეს და ეს მუდმივად უნდა იყოს განხლივის საგანი ნებისმიერ ფორმატში. მაგრამ თავად სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობა რეალურად აღდგეს და დავიწყოთ საუბარი არა წინაპირობით, რომ ჯერ გაიყვანოს ჯარები და მერე დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ეს არ არის სწორი“.

 

 

„სწორი არის ის, რომ ჯერ დავიწყოთ ურთიერთობების აღდგენა, გავაჩინოთ ნდობა და შემდეგ გადავიდეთ ისეთ მწვავე პოლიტიკურ საკითხებზე, რომელიც ჩვენს წინაშე დგას. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ტაქტიკაც არასწორია. ანტაგონიზმის გაზრდა და გაძლიერება რუსეთის ფედერაციას და საქართველოს შორის ჩვენ ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ევროპულ სტრუქტურებში ბევრად უფრო ართულებს და აზიანებს. ქვეყანამ დაკარგა საინვესტიციო გარემო და ეს ვითარება უარესობისკენ დღითიდღე იცვლება იმიტომ, რომ ჩვენ ტერიტორიაზე ასეთი ნაღმებია ჩადებული და არ არსებობს პოლიტიკური მოლაპარაკებების ნება. ჩვენ ვერ განვვითარდებით ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად, თუკი არ დავიწყეთ რუსეთთან მოლაპარაკება“.

 

 

„აქედან გამომდინარე, მართლაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ დავიწყოთ მოლაპარაკება. მაგრამ ეს მოლაპარაკება უნდა ხდებოდეს ხელისუფლებებს შორის. ხალხის მანდატით აღჭურვილ ხელისუფლებების შორის და როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ, ამ მოლაპარაკებებს დავიწყებთ“.

 

 

„მე ვმუშაობდი დოკუმენტზე, რომელზეც ხელი უნდა მოგვეწერა აფხაზურ და ქართულ მხარეებს. ეს იქნებოდა ორი მხარის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც სამართლებრივად, საერთაშორისო ნორმების თვალსაზრისით სტატუსს საფრთხის და კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს.. ჩვენ ეს ნაბიჯი რომ გადაგვედგა 2005 წელს, როდესაც ეს დოკუმენტი მოვამზადეთ, ან თუნდაც 2008 წელს, როდესაც ამ დოკუმენტს დავუბრუნდით, ჩემი აზრით, მოგვცემდა შესაძლებლობას, რომ თავიდან აგვეცილებინა სამხედრო კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასთან.... ხელისუფლებას არა აქვს ხედვა, როგორ უნდა უზრუნველყოს ეროვნული უსაფრთხოება და როგორ უნდა უზრუნველყოს ეკონომიკური განვითარება. ხელისუფლებას არა აქვს პოლიტიკური ნება, განახორციელოს დემოკრატიული ინსტიტუციური რეფორმები ჩვენს ქვეყანაში. ეს ხელისუფლება არის წარსულის ხელისუფლება და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ არჩევნების გზით შევცვალოთ სააკაშვილის ხელისუფლება და გავაგრძელოთ აღმშენებლობა“.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...