planetanews Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 „ალიანსის საქართველოსთვის“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად ვიქტორ დოლიძე წარადგინა. „მოქალაქეებმა არ იციან, ვინ არის მათი რაიონის წარმომადგენელი თბილისის საკრებულოში, რადგან მერია გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს. ეს რეალობა უნდა შეიცვალოს! გპირდებით, რომ ვიქტორ დოლიძე თბილისის საკრებულოში ყველაზე კრიტიკული წარმომადგელი იქნება და ჩვენ შევძლებთ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენას. თბილისი ვიქტორ დოლიძეს ღირსეულ დიპლომატად უკვე იცნობს, უახლოეს ხანებში კი გაიცნობს, როგორც ღირსეულ კანდიდატს, რომელიც კონკრეტული გეგმებით, საქმით მოდის და ამომრჩეველთა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების მოგვარებაზე რეალურად იზრუნებს. ჩვენ არა საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, არამედ საქართველოს აღმშენებლობის საქმეში აგურის დასადებად მოვდივართ“, - განაცხადა ირაკლი ალსანიამ წარდგენისას და დასძინა, - ყველა „ნაციონალ“ კანდიდატს დებატებში ვიწვევთ, რათა საზოგადოებამ ნახოს, ვინ არის ღირსეული კანდიდატი და ვის აქვს ეკონომიკურად სწორად გათვლილი პროგრამა“. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts