Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ამომრჩეველთა სიებში ცესკომ 133 000-ზე მეტი, პოლიტიკურმა პარტიებმა კი 16 000 მონაცემი ჩაასწორა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/cesko19-150x130.jpgცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.

 

 

ბაზების ინტეგრაციის შედეგად, ცესკოს მიერ 133 000-ზე მეტი მონაცემი, ხოლო პოლიტიკური პარტიების მიერ 16 000 მონაცემი იქნა ჩასწორებული. დანარჩენ შენიშვნებთან მიმართებით ცესკო მუშაობას აგრძელებს.

 

 

მონიტორინგის მიზანი საარჩევნო სიაში გარდაცვლილი, გამოტოვებული და გაორებული ამომრჩევლების აღმოჩენა და ჩასწორება იყო. მონიტორინგის პროცესში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიც იღებდნენ მონაწილეობას.

 

 

ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა ყურადღება ,,დუბლირებულ” ამომრჩეველზე გააკეთა. პოლიტიკურმა პარტიებმა სულ 675 უმისამართო ამომრჩეველი წარმოადგინა, აქედან მხოლოდ 225 დადასტურდა. პოლიტიკურ პარტიებს გაწეული სამსახურისათვის ხარატიშვილმა მადლობა გადაუხადა.

 

 

ხარატიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სამოქალაქო რეესტრისა და ცესკოს მონაცემები სრულიად იდენტურია. პრეზენტაციაზე ასევე აღინიშნა ცესკოს მიერ გაწეული სამუშაო ამომრჩეველთა სიის გაუმჯობესების კუთხით.

 

 

ამომრჩეველთა სიის მნიშვნელობიდან გამომდინარე ცესკოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც ცსკოს წევრების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ჯგუფმა რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთაგან ცესკოს მიერ 11 სრულად, ხოლო 3 ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული.

 

 

სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების დასაფინანსებლად 1 200 000 ლარი იქნა გამოყოფილი.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...