Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “ლეიბორისტები” საერთაშორისო ორგანიზაციებისგან საქართველოს დევნილ ქვეყანად გამოცხადებას თხოვენ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/dzagania-kaxa-150x130.jpg“ლეიბორისტული პარტია” საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს დევნილ ქვეყანად გამოცხადებას და საქართველოს მოქალაქეების მხრიდან დევნილის სტატუსის მინიჭების სურვილის შემთხვევაში, მათთვის აღნიშნული სტატუსის დაუყონებლივ გადაცემას ითხოვს.

 

 

ამის შესახებ, პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ დღეს, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

მისი თქმით, დღესაც სხვადასხვა ქვეყანაში, სააკაშვილის რეჟიმის დამსახურებით, უამრავი ქართველი ელოდება დევნილის სტატუსის მინიჭებას, თუმცა, მათ სტატუსის მიღებას საქართველოს პრეზიდენტი ხელოვნურად უბლოკავს და უცხო ქვეყნის მთავრობებს მათ გამოძევებას თხოვს.

 

 

“სააკაშვილმა საკუთარი ხალხი შიმშილით სიკვდილისათვის გაწირა. უამრავი ოჯახი ჩვენს ქვეყანაში საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფულით ცხოვრობს, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება კი მათ ამ გზასაც უკეტავს და უცხო ქვეყნის მთავრობებს მათ გამოძევებას თხოვს”_ განაცხადა ძაგანიამ.

 

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ხალხის შიმშილის ხარჯზე ცდილობს მეგობარი სახელმწიფოები დაარწმუნოს ქვეყნის არარსებულ კეთილდღეობაში, მაშინ, როდესაც საერთაშორისო კვლევების მონაცემებით, შესაძლებლობების შემთხვევაში საქართველო მოსახლეობის 80% მზად არის ქვეყანა დატოვოს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...