planetanews Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/CESKO2.jpgცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა სიები გამოაქვეყნა. ცესკომ საარჩევნო სიებში გარკვეული ცვლილებები შიტანა. ჩასწორებული იქნა: 19,815 სახელი; 33,766 გვარი; 24,284 დაბადების თარიღები; 55,094 მისამართები; ერთ ბინაში რეგისტრირებული ოცი და მეტი ამომრჩეველის 63 შემთხვევა; ასევე 225 დუბლირებული ამომრჩეველი; 2,825 გარდაცვლილი ამომრჩეველი; მუშავდება გამოტოვებული ამომრჩეველი; ასევე მოიხსნა 219, ხოლო 12,925 იქნა ჩასწორებული. ცესკოს კვლელვის მიხედვით გამოტოვებულ ამომრჩეველთა ჯამი სულ 3,225 შეადგენს. აქედან რეგისტრირებული იგივე მისამართზე 481, ხოლო რეგისტრირებული სხვა მისამართზე 452 არის. 1,133-ის იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი ამომრჩეველის საერთო ჯამი 8,523 შეადგენს. .2010 წლის 1 თებერვლამდე გარდაცვლილის რიცხვი 6,172-ია, ხოლო 2010 წლის 1 თებერვლის შემდეგ გარდაცვლილების რიცხვი 2,036 არის. სიაში 22 ადამიანი არ იყო, რომელიც უკვე ჩასწორდა. ამომრჩევლების სიების მონიტორინგის პროცესში პოლიტიკური პარტიებიც აქტრიურად მონაწილეობდნენ. მათ გაორებული ამომრჩევლების სიები წარმოადგინეს. პარტია ,,საქართველოს გზა-მ” _178 ,,დუბლირებული” ამომრჩეველი წარმოადგინა, აქედან 93 იქნა დადასტურებული; ,,ქრისტიან-დემოკრატიული პარტია”_ 329, დადასტურდა 52; ,,რესპუბლიკური პარტია”_ 222 და 95 დადასტურდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა გაწეული სამსახურისათვის პოლიტიკურ პარტიებს მადლობა გადაუხადა და იმედოვნებს, რომ არჩევნები გამჭირვალედ და ყოველგვარი ექსესების გარეშე ჩაივლის. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30 მაისს გაიმართება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts