planetanews Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/putini1-150x130.jpgვლადიმერ პუტინი მსოფლიო ასპარეზზე ყველაზე მსხვილი ლიდერია, რომელიც საკუთარ პოზიციებს გამუდმებით აძლიერებს. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა თჰე The New York Post წერს. კორესპონდენტი რალფი პიტერსი სტატიაში ამბობს, რომ პიტინი კარგი ადამიანი არ არის, მაგრამ ის დიდი და ძალიან საშიში ადამიანია. “ყველაზე საშიში ის არის, რომ ვერც ერთი ამერიკელი პოლიტიკოსი პუტინს ვერ შეედრება. პუტინი შეუბრალებელია, მას სისხლი წყურია. მან ყოველთვის იცის, რა უნდა და მას ყოველთვის გააჩნია იმის ნება, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს,”- ნათქვამია სტატიაში. ავტორის თქმით, რუსეთის პრემიერს მისი უცხოელი კოლეგების სუსტი ადგილების აღმოჩენის საოცარი ნიჭი აქვს, რაცAამერიკელ ლიდერებს ეს არ გააჩნიათ. გამოცემის შეფასებით, პუტინის ბოროტების იმპერია არის ღონალდ რეიგანისთვის გაცემული დაგვიანებული პასუხი. “რეიგანი საბჭოთა იმპერიის განადგურებისთვის უკომპრომისოდ იბრძოდა, ასევე უკომპრომისოდ მას პუტინი აღადგენს. ვლადიმერ პუტინმა ბოლო დროს მთელ რიგ სტრატეგიულ წარმატებას მიაღწია, მათ შორისაა ბირთული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება, უგო ჩავესისთვის იარაღის მსხვილი პარტიის მიყიდვა, ვიქტორ იანუკოვიჩის გაპრეზიდენტება, ყაზახეთთან დაახლოება და ყირგიზეთის მთავრობის გადაყენება. რუსეთში პუტინი ეკონომიკაზე და მედიაზე თავის გავლენას აძლიერებს. ირანულ საკითხში კი ის ობამას ისევე ეთამაშება, როგორც გამოცდილი ბებერი კატა თაგვს,”- ნათქვამია The New York Post –ის სტატიაში. გამოცემა მიიჩნევს, რომ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა, რომელსაც ყოველთვის ანტირუსული პოლონეთის პრეზიდენტი და მისი უახლოესი მრჩეველები გადაყავდა, პუტინისთვისთვის ძალიან დიდი წარმატება გახდა. ავტორის თქმით, ამ შემთხვევას ყველამ უნდა მიაქციოს ყურადღება, განსაკუთრებით კი რუსეთის მეზობლებმა. “ვაშინგტონის სამიტზე, ობამამ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვედრაზე უარი უთხრა, რომელსაც აშშ პრეზიდენტთან ისე უნდოდა შეხვედრა, რომ ამერიკელი ლობისტების მომსახურებაში დაახლოებით მილიონი დოლარი დახარჯა.Pპუტინმა ეს ფაქტი თბილისის წინაამღდეგ აგრესიის განახლების ნებართვად აღიქვა.,”- წერს The New York Post. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts