Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სააკაშვილი: ქართველებისთვის ლეხ კაჩინკი გმირი იყო!


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/kachinski.jpegჩვენთვის, ქართველებისთვის ლეხ კაჩინკი გმირი იყო. გმირი მაშინ ხდება ადამიანი, როცა ძალიან რთულ სიტუაციაში ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რასაც ყველა ვერ იზამდა.

 

 

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის დაკრძალვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი კრაკოვის ქუჩებში გავიდა და ერთ-ერთ პოლონურ არხს ინტერვიუ მისცა.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის პრეზიდენტს ლეხ კაჩინკის გმირი უწოდა და აღნიშნა, რომ პოლონეთში, პრეზიდენტის დაკრძალვაზე მისი ყოფნა, ლეხ კაჩინსკისა და კაცობრიობის წინაშე მისი ვალი იყო.

 

 

~ჩვენთვის, ქართველებისთვის ლეხ კაჩინკი გმირი იყო. გმირი მაშინ ხდება ადამიანი, როცა ძალიან რთულ სიტუაციაში ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რასაც ყველა ვერ იზამდა. არა აქვს მნიშვნელობა რა ხდება მსოფლიოში, მე აქ უნდა ვყოფილიყავი, ეს იყო ჩემი ვალი მის წინაშე, არა, უფრო კაცობრიობის წინაშე~, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

პრეზიდენტმა აღნიშნა, მომხდარი ტრაგედიის გამო, ქართველი ხალხი ძალიან წუხს.

 

 

მიხეილ სააკაშვილი გუშინ, პოლონეთის პრეზიდენტის და მისი მეუღლის დაკრძალვის შემდეგ კრაკოვის ქუჩებში გავიდა და პოლონურ ტელეარხს სწორედ იქ მისცა ინტერვიუ. პოლონელები საქართველოს პრეზიდენტს ოვაციით და ტაშით შეხვდნენ.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა კრაკოვში ეროვნული გმირის წოდების ორდენი ჩაიტანა, რომელიც ლეხ კაჩინსკის გარდაცვალების შემდეგ მიანიჭა. ჯილდო დაღუპული პრეზიდენტის ძმას იაროსლავ კაჩინსკის გადასცა. ქართული ორდენი დარკძალვის წინ ლეხ კაჩინკის სასახლეს დაადეს.

 

 

პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და პირველი ლედი მარია კაჩინსკა ქალაქ კრაკოვში, ვერცხლის ზარების კოშკთან, ვაველის სასახლის კათედრალურ ტაძარში გუშინ დაკრძალეს. სასახლეში გამართულ ცერემონიას მხოლოდ კაჩინსკის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. უცხოური დელეგაციებიდან კი მარტო საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი. პოლონეთში დაკრძალვაზე დასასწრებად მიხეილ სააკაშვილს შეერთებული შტატებიდან რამდენიმე ქვეყნაში ჩასვლა მოუწია. შემოვლითი გზებით იგი ჯერ რომში ჩაფრინდა, შემდეგ ის იტალიაში, თურქეთში და უკრაინაში გადაფრინდა, რის შემდეგაც უკვე პოლონეთში ჩაფრენა მოახერხა.

 

 

პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც 96 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს სმოლენსკთან განიცადა. ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა. იგი ვაველის სასახლეში გუშინ, პოლონეთის მეფეებისა და ეროვნული გმირების გვერდით დაკრძალეს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...