planetanews Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/plane-travel-150x150.jpgავიაგადამზიდების ევროპელი პილოტები საავიაციო ადმინისტრაციისგან ფრენების აკრძალვების გადაწყვეტილებას გადახედვას მოითხოვენ. მფრინავები ამბობენ, რომ ფერფლის ღრუბელი საფრთხეს აღარ უქმნის ავია-მიმოსვლის უსაფრთხოებას. ავიაგადაზიდვები ევროპაში ცაში გაბნეული ფერფლის ღრუბლის გამოა შეჩერებული, რომელიც ისლანდიაში, ვულკან ეიაფიადლაიოკულდლიდან ამოიფრქვა. ვულკანის ამოფრქვევიდან დღემდე 63 ათასამდე რეისი იქნა გადადებული, რამაც საავიაციო კომპანიებს მილიარდობით დოლარის ზარალი მიაყენა. დღემდე დახურულია დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, გერმანიის, ბელგიის, ავსტრიის, შვეიცარიის, დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ფინეთის, უნგრეთის, ჩრდილოეთ იტალიის, ესპანეთის ნაწილის, ლუქსემბურგის, საფრანგეთის, ბულგარეთის და პოლონეთის საჰაერო სივრცე. ამის მიუხედავად, ევროკავშირის კომისარი ტრანსპორტის საკითხებში სნიმ კალლასი აცხადებს, რომDდღეს ნახევარი ევროპის საჰაერო სივრცე ფრენების განსახორციელებლად უკვე უსაფრთხოა. ფრენებზე შეზღუდვა შეეხო თბილისის საერთაშორისო აეროპორტსაც. ავია-მიმოსვლა ევროპის მიმართულებით უკვე 4 დღეა არ ხერხდება. თბილისიდან ფრენები დღეს მხოლოდ ხუთი მიმართულებით განხორციელდება. ავიარეისები შესრულდება თელ-ავივის, სტამბულის, კიევის, დონეცკისა და ხარკოვის მიმართულებით. ფრენებს “თურქეთის ავიახაზები” და ქართული კომპანია “აირზენა” შეასრულებენ. სხვა მიმართულებით ფრენები კვლავ შეზღუდულია. რაიმე ცვლილება ხვალამდე მოსალოდნელი არ არის. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts