Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კულტურის სამინისტროში წიგნის „დამაკვირდი“ პრეზენტაცია გაიმართება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/wigni1.jpegკულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში დღეს წიგნის „დამაკვირდი“ პრეზენტაცია გაიმართება.

 

 

წიგნი 1948 წელს გამოცემული წიგნის ასლს წარმოადგენს, რომელიც უნიკალურია თავისი მნიშნელობითა და შინაარსით და მოიცავს ილია ჭავჭავაძის მიერ დაფუძნებულ გაზეთ ,,ივერიაში” სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ მსოფლიო კლასიკოსთა აფორიზმებს, შეკრებილს ავტორის- ალექსანდრე სიგუას მიერ.

 

 

ერთ პატარა წიგნში თავმოყრილი მრავალი ცნობილი ფილოსოფოსისა და მწერლის გამონათქვამი ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებს უკავშირდება და მკითხველს ბევრ საინტერესო ნააზრევს სთავაზობს. ,,დამაკვირდი” აფორიზმების კრებულია, რომელშიც აბელარის, ავრელიუსის, ბაირონის, ალექსანდრე დიუმას, ვოლტერის, გიდე მოპასანისა და სხვათა ბრძნულ გამონათქვამებს იხილავთ.

 

 

წიგნი გამომცემლობაში ,,სიესტა” დაიბეჭდა და პრეზენტაციის დროს ის საჩუქრად გადაეცემა კულტურის სამინისტროში მოწვეულ სტუმრებს- მწერლებს, პოეტებს, გამომცემლებსა და სხვა.

 

 

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ კულტურის სამინისტროს მიერ პროგრამა ,,ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის” ფარგლებში, ,,დამაკვირდი” მეორე წიგნია (გასულ წელს გამოიცა ი. გრიშაშვილის –,,ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა”), ანუ უნიკალური გამოცემის ასლი. კულტურის სამინისტროს დახმარებით კიდევ რამდენიმე, ჩვენი დროისთვის თითქმის დაკარგული და მნიშვნელოვანი წიგნის აღდგენა და გამოცემა იგეგმება.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...