Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გრიგოლ ვაშაძე დღეს გაეროს 64-ე გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/vasha2-150x131.jpgსაგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დღეს გაეროს 64-ე გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს ალი ტრეკის შეხვდება.

 

 

გრიგოლ ვაშაძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია 14-16 აპრილს ვიზიტით ნიუ იორკში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ გამართა ორმხრივი შეხვედრები გაერო-სთან ავსტრალიის, აშშ-ს, ახალი ზელანდიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ეთიოპიის, ესპანეთის, ინდოეთის, კოლუმბიის, კოსტა-რიკის, პაკისტანის, პარაგვაის, პერუს, საფრანგეთისა და ჩილეს მუდმივი წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან.

 

 

მინისტრმა ასევე გამართა მრავალმხრივი შეხვედრები აფრიკის კავშირის, ევროკავშირის, კარიბის ზღვის აუზის, სუამ-ის, ოკეანეთის და არაბული ლიგის სახელმწიფოთა წარმომადგენლებთან.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაშაძე აგრეთვე გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ნიუ იორკის ოფისის დირექტორს უდო იანცს შეხვდა. სადაც საუაბარი გაეროში საქართველოს მომავალი გეგმების, ჟენევის მოლაპარაკებების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საცხოვრებელი პირობების შესახებ იყო.

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯარო ლექცია გამართა ნიუ იორკის უნივერსიტეტში, სადაც მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...