Jump to content
Planeta.Ge

თბილისის მერი გიგი უგულავა იქნება!


Recommended Posts

თუკი მთელი თბილისი მივა ჩემს ფეხებს გააყალბებენ,

მაგრამ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ნებაყოფლობით გადააბარა თავისი ბედი

ნაცმოძრაობას და ნუ ადანაშAულებენ სხვებს,

 

დაჟე იმას ვფიქრობ რომ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის მნიშვნელოვანი

ნაწილი ლატენტური მიშისტია :party:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 32
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

გიგის გამარჯვება არ გამარჯვებაზე მსჯელობთ, და ის გავიწყდებათ რომ ოპოზიციამ დიდი ფორა მისცა ხელისუფლებას, როდესაც 1 კანდიდატის დასახელება ვერ შეძლო და 1 ადამიანზე ვერ ჩამოყალიბდა. ხოლო ის "ვითომ ოპო კანდიდატები" მოსახლეობაში აქტიურ ოპო ლიდერებად წარმოჩინდა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიგის გამარჯვება არ გამარჯვებაზე მსჯელობთ, და ის გავიწყდებათ რომ ოპოზიციამ დიდი ფორა მისცა ხელისუფლებას, როდესაც 1 კანდიდატის დასახელება ვერ შეძლო და 1 ადამიანზე ვერ ჩამოყალიბდა. ხოლო ის "ვითომ ოპო კანდიდატები" მოსახლეობაში აქტიურ ოპო ლიდერებად წარმოჩინდა.

სამაგიეროდ სხვა რამედ შეძლეს ჩამოყალიბება! :party:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

გიგის გამარჯვება არ გამარჯვებაზე მსჯელობთ, და ის გავიწყდებათ რომ ოპოზიციამ დიდი ფორა მისცა ხელისუფლებას, როდესაც 1 კანდიდატის დასახელება ვერ შეძლო და 1 ადამიანზე ვერ ჩამოყალიბდა. ხოლო ის "ვითომ ოპო კანდიდატები" მოსახლეობაში აქტიურ ოპო ლიდერებად წარმოჩინდა.

სად ნახე ოპოზიციური პარტია საქართველოში? ეგეთი რამე მანდ არ არსებობს .. არშემდგარ სახელმწიფოებში არსებობს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია და მის მიერ შექმნილი და მართვადი კორუმიპრებული-ხელოვნური საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის მიერ დაკომპლექტებული კორუმპირებული პოლიტიკური სისტემა. სწორედ სახელისუფლებო პარტიისა და კორუმპირებული პოლიტიკური სისტემის ფსევდო ოპოზიციური გაგრძელებებია ქართული პოლიტიკური სპექტრის უკლებლივ ყველა სუბიექტი და ეგ ფენომენი რეალურ ოპოზიციად არ უნდა მიიჩნიოთ ..

 

ასე მარტივად არის საქმე მამენტ :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თბილისის მერი გიგი უგულავა იქნება!, რატომ ვერაფერს ვერ ხედავთ მეგობრებო?

 

ეჭვიც კი არავის შეეპაროს მაგაში...

 

 

 

asds

სიმართლე გითხრა საქართვეოდან ევაკუირებას გთავაზობთ ... სხვა დანარჩენისთვის ვგონებ რომ გვიანია .. ორ სიტყვაში ასეა, თან სამს არავინ გაიგებს ..

 

მე, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, უკვე ევაკუირებული ვარ...

 

ნებისმიერ ვარიანტში ისე იქნება როგორც თეთრ სახლში და ლენგლიში მდებარე ფეშენებელურ მრავალსართულიანში გადაწყვიტავენ და არა ისე როგორც თბილისის ან საქართველოს მოსახლეობას სურს ..

 

და მაგას ვამბობ მეც უკვე ამდენი ხანია... არის კი განსხვავება იმაში რაც ადრე ხდებოდა საქართველოში ანუ როცა სსრკ-ს დროს საქართველოს ბედი მოსკოვში წყდებოდა და იმას შორის რაც დღეს ხდება როცა ჩვენი ბედი ვაშინგტონში წყდება???

 

რამე პოზიტიური ეტყობა საქართველოს დამოუკიდებლობის და ერთიანობის იდეას?

 

როლანდის ღლეს მოღლოღნის საქართველო თუ ივანას ღლეს არის განსხვავება? ღლე ღლეა...

 

ვაშინგტონი დაგვისვავს ავტორიტარულ მმართველს თუ მოსკოვი არის მაგასი განსხვავება? დიქტატორი დიქტატორია, რა მნიშვნელობა აქვს ვისი მოთრეულია?

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

და მაგას ვამბობ მეც უკვე ამდენი ხანია... არის კი განსხვავება იმაში რაც ადრე ხდებოდა საქართველოში ანუ როცა სსრკ-ს დროს საქართველოს ბედი მოსკოვში წყდებოდა და იმას შორის რაც დღეს ხდება როცა ჩვენი ბედი ვაშინგტონში წყდება???

პრინციპული განსხვავება არ არის .. ვაშინგტონიც და მოსკოვიც სხვადასხვა მეთოდებით მაგრამ მხოლოდ სკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისამებრ იყენებდა და იყენებს საქართველოს ..

რამე პოზიტიური ეტყობა საქართველოს დამოუკიდებლობის და ერთიანობის იდეას?

სამწუხაროდ ქვეყნის დამოუკიდებლად მართვისთვის საქართველოს მოსახლეობა მზად არ აღმოჩნდა და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ვაშინგტონმა ჯერ მისთვის ხელსაყრელი ადამიანები მოიყვანა ხელისუფლებაში, შემდეგ მისთვის ხელსაყრელი ადამიანების ძალაუფლების გასამყარებლად საჭირო ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური სისტემა შექმნა, ბოლოს კი აგერ ქვეყნის დამოუკიდებლობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დასვა და მისი ერთიანობის საკითხიც ..

 

ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი ქართული საზოგადოების ბრალია.. მოხდა კი მხოლოდ ის რისი უფლებაც ხალხმა მისცა გარე თუ შიდა ანტისახელმწიფოებრივ ძალებს .. შედეგი ერთია, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა და საქართველოს როგორც სახელმწიფოს შენარჩუნების შანსი ასეთი სუსტი და მცირე, თანამედროვე ისტორიაში არასდროს ყოფილა ..

ვაშინგტონი დაგვისვავს ავტორიტარულ მმართველს თუ მოსკოვი არის მაგასი განსხვავება? დიქტატორი დიქტატორია, რა მნიშვნელობა აქვს ვისი მოთრეულია?

სადღაც გულის სიღრმეში იმედი მაქვს რომ ქართული საზოგადოება შეძლებს გაღვიძებას და რჩეული უმცირესობის ჯერ დაფასებას შემდეგ კი საზოგადოებრივ პოლიტიკურ ელიტის ამ რჩეული უმცირესობის წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტების ხელშეწყობას .. თეორიულად ეს არის საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარებისა და წინსვლის შანსი, პრაქტიკულად კი ჩემი იმედების მიუხედავად უნდა ვაღიარო, რომ ქართული საზოგადოება არც ამისთვის არის მზად ..

 

ანუ ჩიხშია საქართველოც და ქართული საზოგადოებაც. ჩიხიდან გამოსავლა კი ტერიტორიების, ათასობით სიცოცხლისა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვად შეიძლება დაუჯდეს ქვეყანას ..

 

ასეთია სამწუხარო რეალობა, რომელსაც და როგორსაც მას მე ვხედავ ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

 

.ეს არჩევნები აუცილებელია...აი ესეც თუ გააყალბეს...ძალიან მაგარ ქაქში ვართ....

 

გაყალბების ნიშნები უკვე არის. სიებში გაურკვეველი ამომრჩევლები, ადმ.რესურსებით სარგებლობა ეს ყველაფერი გაყალბების მცდელობაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი ქართული საზოგადოების ბრალია.. მოხდა კი მხოლოდ ის რისი უფლებაც ხალხმა მისცა გარე თუ შიდა ანტისახელმწიფოებრივ ძალებს ..

ეს ახსენი თუ შეგიძლება... როგორ შეიძლებოდა ამას ხალხი წინ აღსდგომოდა??? ზვიადი, ედიკა მიშიკო... პრაგმატულად და დეტალურად განიხილე ეს თემა თუ შეგიძლია...

 

ქართული საზოგადოება შეძლებს გაღვიძებას

გიაღვიძა 9 აპრილს, წინ აღუდგა იმპერიას და მცირე ხანში დაამხო სსრკ... მოვიდა ზვიად! გაიღვიძა ქართველმა ხალხმა და დაამხო ზვიადი... მოვიდა ედიკა! გაიღვიძა ქართველმა ხალხმა და დაამხო ედიკა... მოვიდა მიშა! ეხლა არ მითხრა არასწორად გაიღვიძაო... :Dრატომ გვაქვს ყოველთვის ნეგატიური შედეგები? შეცდომა სად დავუშვით? უნდა გვებრძოლა და სსრკ არ უნდა დაგვენგრია, ზვიადი არ უნდა ჩამოგვეგდო, ედიკა არ უნდა ჩამოგვეგდო თუ მიშა არ უნდა ჩამოვაგდოთ? მერე აღმოჩნდება რომ თურმე მიშაც კი არ უნდა ჩამოგვეგდო! ... და თუ შენ ფიქრობ რომ ეს ,,ჩამოგვეგდო'' ხალხს არ გაუკეთებია და გარედან იმართება პროცესები მით უმეტეს ხალხს რაღა ძალა შესწევს და როგორღა უნდა აღუდგეს ამ პროცესებს წინ?

 

რჩეული უმცირესობის ჯერ დაფასებას

არის და არ ვაფასებთ? მასე მიშასაც კი ერქვა თავის დროზე რჩეული უმცირესობა... ვინმე გულთმისანი შეგიძლია დაასახელო რომელიც წინასწარ გეტყვის თუ ვინ როგორი მმართველი გამოდგება?

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინმე გულთმისანი შეგიძლია დაასახელო რომელიც წინასწარ გეტყვის თუ ვინ როგორი მმართველი გამოდგება?

მე ვარ ეგეთი. ყველა მმართველი იქნება ჩათლახი ;) მაზიანი ვისაც უნდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

 

asds

 

ეს ახსენი თუ შეგიძლება... როგორ შეიძლებოდა ამას ხალხი წინ აღსდგომოდა??? ზვიადი, ედიკა მიშიკო... პრაგმატულად და დეტალურად განიხილე ეს თემა თუ შეგიძლია...

 

 

გიაღვიძა 9 აპრილს, წინ აღუდგა იმპერიას და მცირე ხანში დაამხო სსრკ... მოვიდა ზვიად! გაიღვიძა ქართველმა ხალხმა და დაამხო ზვიადი... მოვიდა ედიკა! გაიღვიძა ქართველმა ხალხმა და დაამხო ედიკა... მოვიდა მიშა! ეხლა არ მითხრა არასწორად გაიღვიძაო... ;)რატომ გვაქვს ყოველთვის ნეგატიური შედეგები? შეცდომა სად დავუშვით? უნდა გვებრძოლა და სსრკ არ უნდა დაგვენგრია, ზვიადი არ უნდა ჩამოგვეგდო, ედიკა არ უნდა ჩამოგვეგდო თუ მიშა არ უნდა ჩამოვაგდოთ? მერე აღმოჩნდება რომ თურმე მიშაც კი არ უნდა ჩამოგვეგდო! ... და თუ შენ ფიქრობ რომ ეს ,,ჩამოგვეგდო'' ხალხს არ გაუკეთებია და გარედან იმართება პროცესები მით უმეტეს ხალხს რაღა ძალა შესწევს და როგორღა უნდა აღუდგეს ამ პროცესებს წინ?

 

 

არის და არ ვაფასებთ? მასე მიშასაც კი ერქვა თავის დროზე რჩეული უმცირესობა... ვინმე გულთმისანი შეგიძლია დაასახელო რომელიც წინასწარ გეტყვის თუ ვინ როგორი მმართველი გამოდგება?

 

 

ფოლოსოფიურ დისკუსში რომ არ გადავარდეთ, ერთ ვგონებ რომ მარტივ ჭეშმარიტებას ვიტყვი.

 

მე როცა ვამბობ საზოგადოებაა ყველაფერზე ან თითქმის ყველაფერზეა პასუხისმგებელი მეთქი ვგულისხმობ იმას, რომ საზოგადოებას, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს მართვა დაეკისრა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც მინიმუმ პასუხისმგებლობის ადეკვატური აღქმის უნარი უნდა ქონოდა და ემოციებით არ უნდა ეხელმძღვანელა ამა თუ იმ პოლიტიკური და სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღებისას. არადა სულ სხვაგვარად იქცეოდა.

 

ანუ საზოგადოება არ უნდა აყოლოდა ზვიად გამსახურდიას (აგრეთვე მისი გარემოცვის), როგორც უდაოდ ავტორიტეტული დისიდენტისა და განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ ერთი ლიდერის, ხშირ შემთხვევაში, რბილად რომ ვთქვათ გაუწონასწორებელ განცხადებებს-პოლიტიკურ ხედვას-(პოლიტიკურ) ნაბიჯებს.

 

რას ვგულისხმობ ალბათ მიმიხვდი, მაგრამ დავაკონკრეტებ, რომ პირველ რიგში ასეთ გაუწონასწორებელ ნაბიჯად პრეზიდენტ გამსახურდიას და მისი გარემოცვის ულტრანაციონალისტურ იდეოლოგიას მივიჩნევ, რომელსაც დაუფიქრებლად აყვა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი-უმრავლესობა.

 

რატომ? დააძალა ვინმემ?

 

მე კი მესმის, რომ მართვისა და მენეჯმენტის გამოცდილების არ მქონე გამსახურდიას და მის უახლოეს გარემოცვას, სახელმწიფოს მართვის სხვა რესურსი და შესაბამისად იდეოლოგია, თუ არა რადიკალური ნაციონალიზმი არ გააჩნდა, მაგრამ რატომ არ ესმოდა და დღემდე არ ესმის ეს ქართულ საზოგადოებას? ან რატომ არ ესმოდა და არ ესმის ქართულ საზოგადოებას ის თუ რა საფრთხეებს შეიცავდა და შეიცავს რადიკალური ნაციონალიზმი ისეთი მულტიეთნიკური ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა?

 

შენ თავად მითხარი დაუშვა თუ არა ქართულმა საზოგადოებამ შეცდომა, როცა მართვის გამოცდილების არ მქონე და ულტრა ნაციონალისტ ზვიად გამსახურდიას პრაქტიკულად 100% დაუჭირა მხარი? თუ კი, მაშინ ალბათ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქართული საზოგადოება პასუხისმგებელია ყველა იმ ნეგატიურ პროცესებზე, რაც გამსახურდიას მმართველობის დროს განვითარდა.

 

ვგულისხმობ კი იმას რომ...

 

1. სწორედ საზოგადოების მიერ ზვიად გამსახურდიას, ვიმეორებ ფაქტიურად 100%-ით მხარდაჭერა გახლავთ დამოუკიდებელი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, პირველი ფუნდამენტალური მნიშვნელობის შეცდომა, რომლის შედეგად გაძლიერებული ულტრანაციონალიზმი, ქვეყნიდან ეთნიკურად არაქართველი-რუსულენოვანი მოსახლეობის, (როგორც წესი პროფესიონალი კადრების) მასიური გადინების მიზეზი გახდა.

 

2. სწორედ საზოგადოების მიერ გამსახურდიას, ვიმეორებ ფაქტიურად 100%-ით მხარდაჭერა გახლავთ დამოუკიდებელი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, პირველი ფუნდამენტალური მნიშვნელობის შეცდომა, რომლის შედეგად მკვეთრად დაიძაბა ურთიერთობები საქართველოს ეთნიკურად ქართველი, ოსი და აფხაზი ეროვნების მოქალაქეებს შორის. რაც თავის მხრივ ქართლისა და რიგი სხვა რეგიონების ტერიტორიაზე მცხოვრები ოსი ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქეების მასიურ დევნა შევიწროვებაში გადაიზარდა.

 

3. სწორედ საზოგადოების მიერ გამსახურდიას, ვიმეორებ ფაქტიურად 100%-ით მხარდაჭერა გახლავთ დამოუკიდებელი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, პირველი ფუნდამენტალური მნიშვნელობის შეცდომა, რომლის შედეგად ახალმა ხელისუფლებამ, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის, საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ რეფერენდუმის გამართვისა და დამოუკიდებლობის დე-იურე გამოცხადების გადაწყვეტილება, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ავტონომიურ სუბიექტებთან შეუთანხმებლად მიიღო, ქვეყანა კი აწ უკვე 20 წლიანი სამოქალაქო ომისთვისა და დეზინტეგრაციისთვის გაწირა.

 

4. სწორედ საზოგადოების მიერ გამსახურდიას, ვიმეორებ ფაქტიურად 100%-ით მხარდაჭერა გახლავთ დამოუკიდებელი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, პირველი ფუნდამენტალური მნიშვნელობის შეცდომა, რომლის შედეგად თეზისი "საქართველო ქართველებისთვის" დღემდე გამსახურდიას მმართველობის და "პატრიოტიზმის" სინონიმად რჩება.

 

5. სწორედ საზოგადოების მიერ გამსახურდიას, ვიმეორებ ფაქტიურად 100%-ით მხარდაჭერა გახლავთ დამოუკიდებელი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, პირველი ფუნდამენტალური მნიშვნელობის შეცდომა, რომლის შედეგად ძალაუფლებას დაუფლებულა სრულიად გამოუცდელი და ულტრანაციონალისტური იდეოლოგიის მატარებელი ხელისუფლება, რომელმაც არაადეკვატური საგარეო პოლიტიკით ქვეყანა ფაქტობრივ იზოლირებაში მოაქცია, გაუთვლელი საშინაო პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების შედეგად კი სახელმწიფოს მართვის სადავეები დაკარგა და სახელმწიფო გადატრიალებას შეუწყო ხელი.

 

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლისა და სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, საქართველომ მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა ფაქტობრივად დაკარგა და დაკარგა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ზვიად გამსახურდია იყო "სუსტი" პრეზიდენტი, არამედ იმიტომ, რომ ქართულმა საზოგადოებამ ფუნდამენტალური მნიშვნელობის შეცდომები დაუშვა. რომ არა საზოგადოების დაუფიქრებელი, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები ზვიად გამსახურდია პრეზიდენტი ვერ და არ გახედებოდა და შესაბამისად დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ორი ათწლეულის შემდეგ, საქართველოს უახლესი ისტორია ერთი ტრაგიკული ფურცელი არ იქნებოდა.

 

შეეძლო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და უშუალოდ დამოუკიდებლობის პირველ წლებში ქართულ საზოგადოებას უკეთესი გადაწყვეილებების მიღება, ვიდრე მიიღო? რათქმაუნდა შეეძლო, სათანადო განათლება, მაღალი მორალური და ზნეობრივი პრინციპები და თანამედროვე-ცივილიზებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ჰუმანიტარული ღირებულებები რომ ჰქონოდა. მაგრამ არ ქონდა და შესაბამისად სწორედ ისე მოიქცა, როგორც მხოლოდ მას შეეძლო მოქცეულიყო და მხოლოდ ის - ქართული საზოგადოებაა დამნაშავე იმაში, რომ:

 

ზვიად გამსახურდიამ შესაძლებლად ჩათვალა ქვეყნის ლიდერობა.

ზვიად გამსახურდია ხელისუფლების სათავეში აღმოჩნდა.

ულტრარადიკალური ნაციონალიზმი დომინანტ იდეოლოგიად იქცა.

ჩამოიშალა ქვეყნის ეკონომიკა და სოციალური სფერო.

გართულდა და სამოქალაქო ომში გადაიზარდა საქართველოს მკვიდრ ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობები.

შესაძლებელი გახდა სახელმწიფო გადატრიალება და სახელმწიფო მართვის ბერკეტების გარე ძალებზე გადაცემით ქვეყნის დესუვერენიზაცია.

 

ასე და ამგვარად პირადად ჩემთვის ცხადია, რომ სწორედ ქართულ საზოგადოებას ეკისრება ძირითადი პასუხისმგებლობა 80-იანი წლების მიწურულსა და 90-იანი წლების დასაწყისში განვითარებულ ნეგატიურ პროცესებზე. თუმცა ვითარება არც 90-იანი წლების შუა პერიოდში იცვლება.

 

ვგულისხმობ კი იმას რომ ...

 

სწორედ ქართული საზოგადოების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებისა და ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგად გახდა შესაძლებელი ის რომ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, სახემწფოს მეთაურის პოსტი ედუარდ შევარდნაძემ დაიკავა და საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს არსებობა დე ფაქტო დასრულა.

 

სწორედ ქართული საზოგადოების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებისა და ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგად გახდა შესაძლებელი ის რომ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში უპრობლემოდ ჩამოყალიბდა და გაძლიერდა აშშ-ის ინტერესების ლობირებაზე ორიენტირებული კორუმპირებული პოლიტიკური სისტემა და აღნიშნული სისტემის მომსახურეობაზე გათვლილი ახალი-კორუმპირებული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა.

 

სწორედ ქართული საზოგადოების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებისა და ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგად გახდა შესაძლებელი ის რომ მრავალწლიანი ანტისახელმწიფოებრივი მმართველობის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძე მიხეილ სააკაშვილმა ჩაანაცვლა და სწორედ ქართული საზოგადოების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების შედეგია ის, რომ ვაშინგტონის მიერ ფაქტიურად ღია მხარდაჭერის მიუხედავად სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში ფაქტიურად 100%-იანი მხარდაჭერა მიიღო.

 

ახალი პრეზიდენტის არაადეკვატური გადაწყვეტილებებისა და მმართველობის 6-7 წლიანი მონაკვეთის შედეგად რომ ქვეყანა დე იურე დესუვერენიზაციისა და დე იურე ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე დადგა, აგრეთვე საზოგადოების არაადეკვატური გადაწყვეტილებისა და დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგია.

 

შეეძლო ქართულ საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობა გამოეჩინა და პოლიტიკური და სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით უკეთესი გადაწყვეტილებები მიეღო ვიდრე მიიღო? რათქმაუნდა არა. არ შეეძლო, რადგან სათანადო განათლება, მაღალი მორალური და ზნეობრივი პრინციპები და თანამედროვე-ცივილიზებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ჰუმანიტარული ღირებულებები ქართულ საზოგადოებას არ ქონდა საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში, არ აქვს დღეს და დიდი ალბათობით შემიძლია ითქვას, რომ არც უახლოეს მომავალში ექნება...

 

ძირითადი პრობლემაც შესაბამისად საზოგადოებაშია და არა შიდა, გარე და სხვა პლანეტელ მტრებში.

 

ასეა ეს და ასე რომ არის ერთ ფრიად სავალალო დასკვნამდე მივდივარ, დასკვნა კი იმაში მდგომარეობს, რომ ქართულ საზოგადოებას, სათანადო განათლების, მაღალი მორალური და ზნეობრივი პრინციპებისა და თანამედროვე-ცივილიზებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ჰუმანიტარული ღირებულებების არ ქონის გამო, არ ხელეწიფება ქვეყნის დამოუკიდებლად მართვა. ეს კი თავის მხრივ, არც მეტი არც ნაკლები ნიშნავს ზუსტად იმას, რომ თუ არა გარე ძალების მიერ (პირობითად აშშ-ი, ევროკავშირი, რუსეთი) საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს როგორც დე იურე დამოუკიდებელი სახელმწიფოს მხარდაჭერა და სახელმწიფოებრიობის ხარისხის ხელოვნური შენარჩუნება, საქართველო როგორც სახელმწიფო არსებობას შეწყვიტავს.

 

ეხლა თუ ვინმე კიდევ იტყვით, რომ ქართულ საზოგადოებას არ ეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე და თუ ვინმე კიდევ იტყვით, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს უკეთესს ვიდრე აქვს, ეს მხოლოდ იმის მანიშნებელი იქნება, რომ სათანადო განათლება, მაღალი მორალური და ზნეობრივი პრინციპები და თანამედროვე-ცივილიზებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ჰუმანიტარული ღირებულებები ქართულ საზოგადოებას არც თვალსაწიერ მომავალში ექნება. არ ექნება არც სახელმწიფო შესაბამისად.

 

 

P.s. არჩევანის საშუალება თანამედროვე ისტორიის ყველა ეტაპზე ქონდა საზოგადოებას და ყოველთვის არასწორი-ადვილი გზა აირჩია.. შედეგიც მხოლოდ ისეთი მიიღო როგორიც ადვილად გამოვიდა..

 

არადა ცხოვრება ადვილიაო არავის უთქვავს ბრძენთაგან ვგოენებ ...

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

P.P.s. ამ პოსტის მოდიფიცირებულ ვერსიას ბლოგზე დავდებ და ცალკე თემად გამოვიყენებ.. ვფიქრობ როგორც მინიმუმ დაფიქრებად მაინც ღირს ეს ყოველივე ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე სააკაშვილსაც მივემხრობი თუ ის სამშობლოს წაადგება და ალასანიასაც მხარს დავუჭერ სამშობლოს დაცვაში, კახა შარტავასაც და გიორგი თარგამაძესაც უხმოდ მოვემსახურები საქართველოს სახელმწიფობრიობის განმტკიცებაში...

სააკაშვილის თუ სხვა მმართველის მომხრეობაზე მეტად მე საქართველოს უსაფრთხოება მაინტერესებს. მთავარია ის, რომ მერის თანამდებობის ოპოზიციურ ხელში ჩაგდებით დაიწყება აღმასრულებელი ორგანოებს შორის კონფლიქტი - რის გამოც საბოლოოდ ჩემი ქალაქი და ჩემი სამშობლო წააგებს, მე ჩემი მომავალი დამეკარგება კვლავ თორემ გამყრელიძეს რა აქვს საჩივლელი? ”ალდაგს” არავინ ჩამოართმევს თუ ქვეყანა დაიქცევა , შევარდნაძის დროსავით ახალ შსს მინისტრს ხომ შეუძლია ”აბეზალოვკა დაბეგვრა” გაუფორმოს მთელი ავტომფლობელებისათვის მონოპოლიურ მდგომარეობაში, როგორც ადრე ქნეს, თან შირმად ლეღვის ფოთოლივით რომელიმე ფიქტიურ სადაზღვევო კომპანიას ”გაიკონკურენტებენ” თვალის ასახვევად. ხოლო თუ წინა კამპანიებივით წააგებენ ოპოზიციური ძალები, მაშინ უფრო დაიძაბება მდგომარეობა ოპოზიციასა და მმართველ ჯგუფს შორის და კიდევ ახალი კამერებეი და დაქცევა, ან არეულობებია მოსალოდნელი... ჩვენთვის ხომ აშკარაა ის, რომ კონსტრუქტივიზმი ახლა ისეა საჭირო როგორც არასოდეს.რა მოხდება ოპოზიციისათვის, თუ კარგ საქმეში დაუდგება გვერდზე ოპონენტს და თუ ერთმანეთს დაეხმარებიან ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში? ამომრჩეველი საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვაში უნდა დაარწმუნონ - ამას რა სჯობია?..ნუთუ ასე ძნელია ოპოზიციისათვის ოპონენტთან სამშობლოს გულისათვის კონსტრუქციული თანამშრომლობა ? არა და რამდენს მოიგებდა ყველა, უპირველეს ყოვლისა საქართველო?!

ჩვენ ძალიან გვინდა კონსტრუქციული ოპოზიცია.

ერთხანობას ვიფიქრე - აგერ ’კორექტულობის ჩარჩოში მუდმივად ჩასმული” თარგამაძე პროფესიონალი ლალიაშვილითა და ლორტქოფანიძე ახვლედიანით დაიწყებს რამეს, მაგრამ ახლა ისეთი ვინმე შემოუშვეს ხმაურიანი არაკომპეტენტური გრიგოლიას სახით, რომ აქ კონსტრუქტივიზმზე კი არა ტელეტაიპივით გაწელილ ხმამაღალ გრიგოლიასეულ პიარ-აქტების ორატორიებს უნდა ვუსმინოთ საკრებულოში. მხოლოდ ერთი საცოდავი ბარტყივითაა ამდენ ხმაურში ევერესტის დამპყრობელი, მატოხელობით ”ჩამომხმარი რაინდი” თორთლაძე... არა და აი ვის უნდა ქონდეს ალიანსი და ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა!... მიუხედავად მისი არაპროფესიონალიზმისა, ევერესტის კამკამა ლაჟვარდმა მართლა დაწმინდა გია თორთლაძის გული . მას გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას და ძლიერი პროფესიონალების ჯგუფს.

ძალიან მინდა ოპოზიციამ ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერება და რუსული აგრესიული ფაქტორის განეიტრალების რეალური გეგმის შემუშავება გაიხადოს უმთავრეს მიზნად და არა მაკიაველისეული ამორალიზმით შთაგონებული შიდაპოლიტიკური ბატალიები. ჩვენ მარტო არჩევნებს არ ვიგებთ,ან ვაგებთ მხოლოდ; ჩვენ საქართველოს უსაფრთხო მომავალს ვაშენებთ, ან ვანგრევთ . ღმერთმა გაავსოს თქვენი გულები სუყვარულითა და კონსტრუქტივიზმით ბატონო პოლიტიკოსებო და ამომრჩევლებო. რუსეთისადმი ჩვენ უნდა ოციოდე წელი სტრატეგიული დისტანცირების პოლიტიკა ვაწარმოოთ ეს საკუტარი ტავის , სახელმწიფობრიობის და მომავლის ერთადერთი გადრჩენის საშუალებაა. საქქართველო აკეთებს უმთავრეს არცევანს და ეს ნაღდად არაა არც რუსული პუტოკრატიული მიმართულება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

თემის კვალდაკვალ ...

 

NDI-ის გამოკითხვის შედეგები ...

 

 

უგულავა 34%

 

ალასანია 9 %

 

ზე ოპტიმისტებო ვიზიარებ თქვენს მწუხარებას :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

NDI-ის გამოკითხვის შედეგები ...

 

 

უგულავა 34%

 

ალასანია 9 %

ეგ როგორი ტყუილია , შენ თვითონაც კარგად ხვდები!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაზე ნაღდი გამოსავალი....

 

 

ყველამ ხმა მიეცით გიგი უგულავას და გაიმარჯვოს 100%-ით. რა რეაქცია ექნება არ გაინტერესებთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

ყველამ ხმა მიეცით გიგი უგულავას და გაიმარჯვოს 100%-ით. რა რეაქცია ექნება არ გაინტერესებთ?

ფსიქოლოგიური ტერორია, რათა ოპოები დაგვარწმუნონ გამარჯვების სრულ უიმედობაში...ნაცადი ხერხია სტრატეგიაში....

 

გამოკითხვაზე ვიძახი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...