asds Posted April 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2010 მოკლედ თანაფორუმელებო კიდევ ერთ თემას შემოგთავაზებთ ... ამჯერად ომს ნაკლებად, ან საერთოდ არ შევეხები და წმინდათ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საკითხზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას, საკითხი კი შემდეგია .. როგორც იცით თუ არ იცით, გარკვეული პაუზის შემდეგ ისევ მომეცა ინტერნეტით კომუნიკაციის შესაძლებლობა და პრინციპში უკვე ტრადიციულად ქცეულ ფორუმებზეც დავბრუნდი, ამ ღმერთო ნუ მიწყენ და "ლეგენდარული" ნიკით რამდენიმე საკითხიც გამოვიტანე თქვენს სამსჯავროზე, მრავალსართულიანი მოსალოდნელი ომის თემით დაწყებული და მერობის კანდიდატი ჩვენი ძმა მორფიკას რეკლამირებით დამთავრებული. რამდენიმე კი არა და პირველი გვერდის პრაქტიკულად ყველა თემაშიც გადავხედე პოსტებს .. და აქ იწყება ამ თემის მთავარი მომენტი .. გიყურებთ რა ჯერ კიდევ თანამოქალაქენო შორიდან და ვაკვირდები რა თქვენი ფიქრების წიაღსვლებს ერთი უცნაური და ერთობ არასასიამოვნო დასკვნა გამომაქვს .. არა,.. იმედია ვცდები, მაგრამ შთაბეჭდილება კი მრჩება, რომ, აი იმენნა ვერა და ვერ გამოდიხარ "ძილბურანიდან" და ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადიხართ .. თან ამაყად და შემართებით .. რას ვგულისხმობ? რას ვგულისხმობ და იმას ვგულისხმობ ჩემო კარგებო, რომ რაღაცა გეგონება დაგინებული გქონდეთ, ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებთ .. გიყურებთ და დაჯერეა მიჭირს ტო .. ადამიანებს მთავარ თემად მოსალოდნელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაქვთ ქცეული, თითქოს საქართველოში არჩევნების შინაარსი და რაობა არ იცოდეთ ან გაზაფხულზე პირველად "ირჩევდნენ" მავანთა მიერ უკვე დანიშნულ პირებს.. თვალშისაცემია, რომ ჩემს აქ არ ყოფნაში ამ ფორუმის მამა და მარჩენალნი ალასანიას აქტიურ მხარდამჭერებად იქცნენ. თვალშისაცემია, რომ დანარჩენ ფორუმელთა ერთი ნაწილი ხელისუფლების აქტიურ მხარდამჭერებად რჩებიან, მეორენი კი მრავალფეროვანი ფსევდო ოპოზიციის სხვადასხვა კანდიდატურების გუნდებად დაბანაკდნენ და მიდის მოკლედ ერთი დავი დარაბა იმის გარკვევაიI თუ ვინ ჯობია ვის და რატომ ჯობია თუ ჯობია საერთოდ .. არა. მამენტ პოლიტიკა რომ გვაინტერესებს ამ განყოფილებაშიც იმიტომ ვპოსტავთ და არა მურთაზას ბორდელში, მაგრამ როგორ დავიჯერო წარსულში მიღებული გამოცდილება არ გყოფნით იმ მარტივი ჭეშმარიტების დასანახად, რომ არანაირი არჩევნები ამ სიტყვის სრული გაგებით საქართველოში არ შედგება? რატომ ვერ ხედავთ, რომ ეს არჩევნებად წოდებული "ფარსი" არსებუმა საზოგადოებრივ პოლიტიკურმა ელიტამ მხოლოდ იმისთვის შემოგთავაზათ, რომ კიდევ ერთხელ დააკნინონ თქვენი ბრძოლისუნარიანობა და კიდევ ერთხელ დაგიმსხვრიონ იმედები? რატომ ვერ ხედავთ რომ გიგი უგულავამ ღამის თბილისის ცაზე სარეკლამო რგოლების გადაღება კი არა სატელევიზიო ეთერში ერთი წამიც რომ არ დაყოს, მავანთა გადაწყვეტილებით მაინც ის გახდება ქალაქის ახალი ძველი მერი? რატომ ვერ ხედავთ რომ ირაკლი ალასანია პოსტსააკაშვილისეული განადგურებული და განახევრებული საქართველოს საბელადოდ ყავს ვაშინგტონს გამოგზავნილი? (თეორიულად შესაძლებელია რომ ეს თითონაც არ იცის) რატომ ვერ ხედავთ რომ ე.წ. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მათი მესიური გამოხტომების მქონე ლიდერები, პოლიტიკისთვის სრულიად შეუფერებელი ინდივიდები და ვაშინგტონის მიერ დაგეგმილი "თეატრალიზებული" პოლიტიკური დადგმის მეხუთე კოლონის, მეხუთეხარისხოვანი როლების შემსრულებლები არიან? რატომ ვერ ხედავთ რომ მთავარი თემა არა არჩევნები, არამედ მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირება და ორ ფრონტზე მოსალოდნელი ომია? რატომ ვერაფერს ვერ ხედავთ მეგობრებო? ხვალ ხომ გვიანი იქნება ..... უბრალოდ გვიანი ............. მოკლედ დაწერა არ გამოვიდა ჯიგრებო http://s17.rimg.info/c37cdd4a9ffd03e550b74c029dedde33.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted April 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2010 ვნახოთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2010 lasha_alo ვნახოთრამდენჯერ უნდა ნახოთ, რომ დაინახოთ ლაშა? მე თქვენსკენ, თქვენ ეშმაკებისკენ ტო .. ტეხამს .. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2010 asds რამდენჯერ უნდა ნახოთ, რომ დაინახოთ ლაშა?როგორ აგიხსნა...ეს არჩევნები აუცილებელია...აი ესეც თუ გააყალბეს...ძალიან მაგარ ქაქში ვართ.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2010 newstudio როგორ აგიხსნა...ეს არჩევნები აუცილებელია...აი ესეც თუ გააყალბეს...ძალიან მაგარ ქაქში ვართ....რა თუ გააყალბეს დეპრეს? ალალად ძმაო არ მესმის რამდენჯერ შეიძლება თქვათ აი ესეც თუ და აი ახლაც თუ? გააყალბებენ კი არა გიგი უგულავა უეჭველი მომდევნო მერია და ალასანიას მიზანი არ არის და არც შეიძლება იყოს მაგ არჩევნებში გამარჯვება .. უბრალოდ გამორიცხულია რადგან 2+2 ოთხია და არ შეიძლება 9 იყოს ... სხვა "თამაში" მიდის, სხვა "თამაში" ... მაგრამ თქვენ (ხალხს) თქვენი თვალების არ გჯერათ თქვენ შემოგევლეთ და მამენტ რომ ჩემი დაიჯეროთ ... ღმერთი თქვენსკენ იტოგში .. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted April 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 18, 2010 თბილისის მერი გიგი უგულავა იქნება!, რატომ ვერაფერს ვერ ხედავთ მეგობრებო? ნუ რა თქმა უნდა იქნება თუ პიარის ამბავში მიშამ სხვა სატელიტი არ გაიყვანა... ყოველ შემთხვევაში შესაკრებების გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 18, 2010 ვეფხვი უ რა თქმა უნდა იქნებადა ისა, საზოგადოება საქართველოშI აღარ ვცხოვრობთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 18, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 18, 2010 newstudio და ისა, საზოგადოება საქართველოშI აღარ ვცხოვრობთ?საზოგადოება ცხოვრობთ მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება არა ხოდა იმიტომ არის რომ არც არავინ გეკითხებათ რამეს და ვერც თქვენ იცავთ კითხვის დასმისა და პასუხის გაცემის უფლებას ... ვერც სხვა უფლებებს პრინციპში ... ან იქნებ სიმართლეს არ ვამბობ? მითხარით არ დამიმალოთ http://s17.rimg.info/c37cdd4a9ffd03e550b74c029dedde33.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted April 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 18, 2010 newstudio და ისა, საზოგადოება საქართველოშI აღარ ვცხოვრობთ? ვახ შენ გენაცვალე... და მანდ კითხვის ნიშანი უნდა იდგეს თუ ძახილის ნიშანი??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 18, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 18, 2010 ამასობაში პივაც დაფაფუვდა ჯიგრებო, ასე რომ წავედი ეხლა მე სიზმრების საცქერად, თქვენ კი იმაზე იფიქრეთ რატომ არის რომ 20 წელი უყურებთ მაგრამ ვერ ხედავთ ... ღმერთი თქვენკენ და დილა მშვიდობისა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2010 ვინაიდან და რადგანაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემა დუღილის წერტილს უახლოევდება, ვფიქრობ ურიგო არ იქნება თუ თემის რეანიმირებას მოვახდენ და კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ პირველი პოსტის გადახედვას. მით უმეტეს, რომ დასმულ კითხვაზე პასუხი არ გაცემულა და არ ვფიქრობ, რომ ფორუმელებმა გაიაზრეს მაინც კითხვა ბოლომდე ... არადა მეგობრებო მარტივად ვსვავ საკითხს .. რატომ არის რომ ჯიუტად ვცდილობთ რეალობიდან გაქცევას და კორუმპირებული და სრულიად დისკრიდიტირებული პოლიტიკური ელიტის მიერ შემოთავაზებულ თამაშში ვიღებთ მონაწილეობას? რატომ ფიქრობთ, რომ რამე შეიცვალა და რა შეიცვალა? რატომ ფიქრობთ, რომ რეალურად თქვენ-საზოგადოებას მოგანდობთ ეს არაადეკვატური პოლიტიკური სისტემა და მისი "მოთამაშეები" სტრატეგიული მნიშვნელბის გადაწყვეტილების მიღებას? არადა რა ვქნა რომ თემა მარტივ ჭეშმარიტებაზე მაქვს აგებული, რომლის დანახვაც ცოცხალი თავით არ გინდათ .. აგერ ბატონო, როცა თემას ვხსნიდი ანუ 18 აპრილს, გიგი უგულავას კანდიდატურა თბლისის მერის არჩევნებზე ოფიციალურად დასახელებული არ იყო, დღეს არის და დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ახალი ძველი მერიც სწორედ უგულავა იქნება .. რატომ? იმიტომ, რომ ალასანიას სხვა მიზნები ამოძრავებს (ალასანიასთან დაკავშირებით სხვა მიზნები აქვს ვაშინგტონსაც), წიწიბურ მესიებზე სერიოზულად საუბარი არ შეიძლება და სხვა კანდიდატი ისეთივე ცუდათ დაკონსერვებული "ხილი" იქნება, როგორც ძიძიკონსერვი .. ასე რომ ილუზიებს ნუ შეიქმნით და საარჩევნო კანონმდებლობის ლაითი face lift-ის გამო კიდევ ერთხელ ნუ მისცემთ პოლიტიკანებს თქვენი იმდების გაცრუების შესაძლებლობას. სამწუხაროდ გიგი უგულავამ ჯერ კიდევ არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე გაიმარჯვა მაგ არჩევნებში ... თავი ბოლო ოპოზიციის მხარდამჭერთათვის "პატარა" ბონუსის პონტში და თვითგადარჩენის მიზნით სააკაშვილი შეიძლება გადადგეს, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩატარედეს და ალასანია გაბელადდეს, თუმცა დღეს ამის შანსიც საკმაოდ მცირეა, რამეთუ თავიდან ბოლომდე სააკაშვილის გონიერებაზეა დამოკიდებული. ნერვებს ნუ იშლით მეგობრებო .. უგულავა თქვენი ქალაქის და "ცოტაოდენი ქეშის" სიყვარულში შრომას არ დაგზარდებათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2010 asds მე კი გეთანხმები... მაგრამ რა ხეირი? რას გვთავაზობ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted April 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2010 მეეჭვება რომ გაიმარჯოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2010 SHARI რატომ გეეჭვება? რა გაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 dire asds მე კი გეთანხმები... მაგრამ რა ხეირი? რას გვთავაზობ?სიმართლე გითხრა საქართვეოდან ევაკუირებას გთავაზობთ ... სხვა დანარჩენისთვის ვგონებ რომ გვიანია .. ორ სიტყვაში ასეა, თან სამს არავინ გაიგებს .. ნუ ერთი ვარიანტიც რჩება კიდევ .. იქნებ ღმერთმა გადმოხედოს ღვთისმშობლის კურთხეულ ქვეყანას და ღვთაებრივი ჩარევა გახდეს გადარჩენის მიზეზი ... მე როგორც ათეისტს ამ ბოლო ვერსიის განსაკუთრებით მჯერა და ამიტომ აღარ გავვრცელდები .. SHARI მეეჭვება რომ გაიმარჯოსთუ სააკაშვილი გადადგა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩატარდა, შეიძლება მერის არჩევნებში ნამდვილად ვერ გაიმარჯვოს, რადგან საქართველოს ახალი ბელადი გახდება. თუ ეს ვარიანტი გაწყობთ კი ბატონო .. თუ ეს ვარიანტი არ გაწყობთ, მაშინ უგულავა მერი ხდება, ალასანია მომავალი ბელადობისთვის აგრძელებს მზადებას ან მაისშივე ხდება ბელადი თუ სააკაშვილმა და ვაშინგტონმა ასე ინებეს .. ნებისმიერ ვარიანტში ისე იქნება როგორც თეთრ სახლში და ლენგლიში მდებარე ფეშენებელურ მრავალსართულიანში გადაწყვიტავენ და არა ისე როგორც თბილისის ან საქართველოს მოსახლეობას სურს .. აი ეს ნამდვილად ხვალინდელი ფაქტია და აქ მნიშვნელობა აღარ აქვს რისი გეეჭვება და რისი არა და პრინციპში იგივეს ამბობს საქართველოს თანამედროვე ისტორიაც :party: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.