planetanews Posted April 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2010 http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S8oUh-pO84I/AAAAAAAADkQ/nptDf-37LOY/s200/24097_1144623914202_1785642488_275097_4948851_n.jpg“მონტე კარლოს“ ეთერში 14 აპრილს მაუწყებლობა დაიწყო ჟურნალისტთა კავშირმა “ობიექტივი“. პირველ შვიდსაათიან ეთერს ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი წარუძღვა, 15 აპრილს ეთერში ჟურნალისტი ნინო ცხოიძე იყო, ხოლო 16 აპრილის ეთერი ჟურნალისტმა ელგა ფოლადიშვილმა წაიყვანა.„ობიექტივის“ ჟურნალისტების განცხადებით, რადიოსიხშირეზე FM 101,4 “ობიექტივი“ მსმენელს შესთავაზებს საინტერესო დებატებსა და დისკუსიას დღის მთავარ პოლიტიკურ საკითხებზე ამოქმედდება „ საჯარო ტრიბუნა“, რომელიც კარს უხსნის ყველა რესპონდენტს, მიუხედავად მისი პოლიტიკური მრწამსისა და მსოფლმხედველობისა. კითხვაზე.რაც შეეხება დაფინანსებას, „ობიექტივის“ მედია-პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ რადიო „მონტე კარლოს“ ხელმძღვანელობასთან ერთი წლის მანძილზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს .“მონტე კარლომ“ ჟურნალისტური სოლიდარობის ნიშნად, კოლეგებს ეთერი დაუთმო. ანალოგიური, სოლიდარული პრინციპით „ობიექტივის“ გადაცემებს ყოველდღიურად განათავსებს ბათუმის 25-ე არხი. „ობიექტივი“ ის არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ბოლო 6 წლის მანძილზე არც ერთი გრანტით არ დაფინანსებულა და არსებობდა და არსებობს მხოლოდ წევრი- ჟურნალისტების პირადი შემოწირულობებისა და ენთუზიაზმის საფუძველზე. „ ეს ტელეკამერები ჩვენი პირადი საკუთრებაა. ასევე, კომპიუტერული ტექნიკა და დეკორაცია, რომელიც მარტივადაა დამზადებული. ვისაც ჩვენი ტელე-რადიო სტუდიის ნახვა აინტერესებს, სიამოვნებით ვიწვევთ რადიო “მონტე კარლოში“,- აცხადებს ჟურნალისტი ირმა ინაშვილი.[წყარო: gtn.ge]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდით "ღია ბოქლომი"-ს ფანკლუბის წევრი Facebook-ზე View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts