Jump to content
Planeta.Ge

პატრულმა კიდე ერთი ადამიანი მოკლა?


Recommended Posts

საინტერესოა პატრულის თანამშრომლებს როგორ ამზადებენ

და ისინი თავისი ფიზიკური მონაცემებით და უნარებით განსხვავდებიან თუ არა რიგითი მოქალაქეებისგან,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 61
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

machkatela

 

როგორ და რატომ უნდა აღვშფოთდე პატრულის თანამშრომელს რომ მოკლავენ?

მე შემიძლია მწუხარება გამოვთქვა, დამენანოს და ა.შ., მაგრამ ყველამ იცის, რომ პოლიციელის პროფესია ერთერთი ყველაზე სარისკოა. თითოეულმა პოლიციელმა თავის დროზე თავადვე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც გამოთქვა მზადყოფნა, რომ ხელფასი ჩვენგან სწორედ იმაში მიეღო, რომ საზოგადოებისთვის საშიშ დამნაშავეებთან ებრძოლა. მათ შორის მკვლელებთან, ყაჩაღებთან და ხულიგნებთანაც.

მოკლედ შეიარაღებული დამნაშავის ხელით სიკვდილი ამ პროფესიის თანმდევი და დამახასიათებელი, ბუნებრივი რისკია. ერთია ეს და მეორე ის, როცა ვიღაც სნოუბორდისტი დათვრება, სადღაც ბარში ვიღაცას შეაგინებს და ამის გამო ეს "პოლიციელები" ბანდიტსკი პეტერბურგის პერსონაჟი მაფიოზებივით მას გაიტაცებენ, აწამებენ და მოკლულს სადღაც ხრამში ჩააგორებენ. პოლიციელს მხოლოდ მაშინ აქვს ცეცხლის გახსნის უფლება თუ დამნაშავე შეიარაღებულია ან რაიმე საშუალებით ვინმეს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. უიარაღო ადამიანს, თუნდაც დამნაშავე იყოს ის (ქურდი, ნარკომანი, თაღლითი, ხულიგანი...) და თუნდაც გარბოდეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ესროლოს პოლიციელმა! ის კი არა და შეიარაღებულიც, რომ იყოს დამნაშავე თუ პოლიციელის მეტს არავის ემუქრება, პოლიციელი ვალდებულია მოსთხოვოს მას იარაღის დაყრა და მაქსიმალურად ეცადოს პირველმა არ გაუხსნას ცეცხლი.

თუმცა რად გინდა? როდესაც პრეზიდენტი ნულოვან ტოლერანტობას ქადაგებს, დღისით მზისით ბიზნესმენებს პირადი ანგარიშსწორების მიზნით ფარშივით აბეგვინებს (ვალერი გელაშვილს), როდესაც შსს-ს მაღალჩინოსნები იგივეს იმეორებენ, როდესაც რამის წელიწადში ერთხელ იგივე ხელისუფალნი ამ პოლიციელებს კარტ ბლანშს აძლევენ უდანაშაულო მოქალაქეების "დრინებით", "შტირებით", "ცეპებით", "ბიტებით" გასალახად და დედის საგინებლად, ის პოლიციელი სხვანაირად ვერც მოიქცევა ვერანაირ სიტუაციაში. ასეთ პოლიციელს ყველანაირი ღირსება დაკარგული აქვს უკვე და ინტელექტი არც არასოდეს ჰქონია.

 

"ყველაფერი ხდება" ცუდი პასუხია და მაგ გამოთქმას ისევე კატეგორიულად არ ვეთანხმები, როგორც იმას, "არასოდეს თქვა არასოდეს". :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისინი თავისი ფიზიკური მონაცემებით და უნარებით განსხვავდებიან თუ არა რიგითი მოქალაქეებისგან,

ფიზიკური მონაცემებით არა, მაგრამ აი უნარებით კი განსხვავდებიან :) კაცს რომ პატრულში მოუნდება მუშაობის დაწყება, რომელ უნარებზე საუბრობ :) ან ბოღმა აქვს ვიღაცის, და რომ ვერაფერს ვერ უშვება, ძაღლდება, ან ფულის შოვნა უნდა. ეგრეა ყველა ქვეყანაში, წესიერი კაცი რატომ მოინდომებს პოლიციელობას, თუ ვიგოდა არ ექნება მანდედან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ეგრეა ყველა ქვეყანაში, წესიერი კაცი რატომ მოინდომებს პოლიციელობას, თუ ვიგოდა არ ექნება მანდედან?

უკაცრავად მაგრამ სისულელეს წერ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკაცრავად მაგრამ სისულელეს წერ

დემოკრატიულ ფორუმზე ყველას აქვს უფლება წეროს სისულელეები :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დემოკრატიულ ფორუმზე ყველას აქვს უფლება წეროს სისულელეები :)

წერე, ხო არ გიშლის არავინ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მამა შვილი ისე რომ წაეკიდება ერთმანეთს, მეზობლების და პოლიციის გასაშველებელი გახდება,

ორივე უნდა დახოცო, მაგრამ მგონი მეზობელს მოხვდა არა? რას აშველებდა, დაეხოცათ უნდა ერთმანეთი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

მათი მეზობლების პოლიციასთან შეხლა-შემოხლის დროს გარდაიცვალა გიორგი თოლორაიას ერთ-ერთი მეზობელი, ნუგზარ მანია”,

 

 

ვერ გავიგე და პოლიციას ეკაჩავებოდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესოა პატრულის თანამშრომლებს როგორ ამზადებენ

და ისინი თავისი ფიზიკური მონაცემებით და უნარებით განსხვავდებიან თუ არა რიგითი მოქალაქეებისგან,

 

 

პატრულებს განსაკუთრებული მომზადება არ აქვთ

 

საწვრთნელი სროლები სასურველია ჯანსაღი ცხოვრება ასევე პატრულში მიღების დროს უპირატესობა აქვთ მასიური აღნაგობის პრეტენდენტებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

საწვრთნელი სროლები სასურველია ჯანსაღი ცხოვრება ასევე პატრულში მიღების დროს უპირატესობა აქვთ მასიური აღნაგობის პრეტენდენტებს

 

 

თავში რა აქვთ იმას არ აქცევენ არა ყურადღებას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

 

 

თავში რა აქვთ იმას არ აქცევენ არა ყურადღებას?

 

 

აქცევენ პრეტენდენტი რამოდენიმე გასაუბრებას გადის

 

მათ შორის შ.ს.ს-კადრების განყოფილების უფროსთან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

მათ შორის შ.ს.ს-კადრების განყოფილების უფროსთან

 

 

მოიცა და რამე სკოლას არ ამთავრებენ და ეგრევე იღებენ სამსახურში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

 

 

მოიცა და რამე სკოლას არ ამთავრებენ და ეგრევე იღებენ სამსახურში?

 

ან მოქალლაქეს ყავს რეკომენდატორი შ.ს.ს-სტრუქტურის მაღალჩინოსანი

 

 

ან მოქალაქე წერს განცხადებას

 

 

 

ამ განცხადებას განიხილავენ და დაიბარებენ პირველ გასაუბრებაზე თუ პირველი გასაუბრება წარმატებით გაიარა აღნიშნულ მოქალაქეზე დაიწყება მოკვლევა როგორ იქცეოდა უბანში როგორ იქცეოდა სკოლაში უნივერსიტეტში აგრესიულია კონფლიქტი თუ ქონდა სამართალ დამცავ ორგანოებთან შემდეგ შემოწმდება ნათესაობა ვინმე ხომ არ არის ნასამართლევი ან ძებნაში ან მკვლელი და ასე შემდეგ

 

შემდეგ დახასიათებას აიღებენ სკოლიდან უნივერსიტეტიდან უბნის ინპექტორი ცალკე შეამოწმებს პრეტენდენტს უბანში მეზობლებთან ხომ არ არის კონფლიქტში ოპოზიციურ მიდრეკილებებს და ასე შემდეგ როცა მოკვლევა მთავრდება განიხილავენ კადრების ადამიანური რესურსების განყოფილებაში და თუ დაკმაყოფილდა მოთხოვნები შემდეგ კიდევ ერთი გასაუბრება სადაც უშუალოდ მოწმდება პრეტენდენტის ინტელექტუალური შესაძლებლობები

 

ამის შემდეგ პრეტენდენტი ჩააბარებს საბუთებს გაივლის სამედიცინო შემოწმებას სოდის ტერიტორიაზე არის ეგ შემოწმება ადრე ჩიტაძეზე იყო გლდანის პოლიციის აკადემიაში 40-დღიან კურსებს ამ კურსების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში იგი უკვე გაივლის მთავარ და მისთვის გადამწყვეტ გასაუბრებას შ.ს.ს კადრების უფროსთან თუ მოეწონება კადრების უფროსს იგი დაინიშნება 6-თვიან გამოსაცდელ პერიოდში და ხელფასს აიღებს ჩვეულებრივად 700-ლარს ამ 6-თვეში თუ წარმატებით იმუშავა დაინიშნება შტატში და თავიდან გაივლის გლდანის პოლიციის აკადემიის კურსებს და მიიღებს ოფიცრობას ამ 6-თვიანი გამოსაცდელი ვადის დროს პრეტენდენტი გადანაწილდება სხვადასხვა სტრუქტურაში ან პროკურატურაში თანაშემწეთ ან სამართველოში ელემენტარულ რაღაცეებს აკეთებენ საბუთების მიტანა გამომძიებელს გაყვები გვამი თუ იქნება დაკითხვების წარმოება და ასე შემდეგ

 

როცა ეს 6-თვიანი კურსები დამრთავდება გადანაწილდებიან ან კრიმინალურ პოლიციაში ან პატრულში რომელიმე სამართველოში ან განყოფილებაში

 

პატრონიანი სამართველოში

 

 

 

პატრონიანი მალევე გადის გამოსაცდელ ვადას 2-თვეში და მალევე იღებს სამხედრო წოდებას

 

 

უპატრონო განყოფილებაში

 

უპატრონი 6-დან 8-თვემდე გადის გამოსაცდელ ვადას და ნელა იღებს სამხედრო წოდებას ასევე მათ უფრო ბინძური საქმეების გაკეთება უწევთ წარმატების მისაღწევათ

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...