planetanews Posted April 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/PHO-10Apr01-217693-150x150.jpgბოლო ორი დღე-ღამის განმავლობაში ვულკან ეიაფიატლაიოუკუდლის აქტიურობა საგრძნობლად გაიზარდა. სპეციალისტების განცხდებით ვულკანის კრატერში ძლიერი აფეთქებები არ წყდება. სქელი რუხი ღრუბელი ვულკანიდან 6 კილომეტრის სიმაღლეზე ავარდა და დღეს ბენილუქსის ქვეყნებს, საფრანგეთის ჩრდილოეთს, პოლონეთს, გერმანიასა და ბალტიისპირეთს დაფარავს. ფერფლის ნაწილაკებმა უკვე ურალის მთები გადალახეს. “ჩვენ ჯერ არ ვიცით რა მოხდება კიდევ, ამოფრქვევა შესაძლებელია ხვალ დასრულდეს, ხოლო შეიძლება რამდენიმე წელიწადსაც გასტანოს”, – აცხადებს ისლანდიის გეოფიზიკის უნივერსიტეტის პროფესორი მაგნუს ტუმი გუდმუდსონი. ისლანდიური ვულკან ეიაფიატლაიოუკუდლი ატმოსფეროში ამოფრქვეული ვულკანური ფერფლის ღრუბელი ევროპას ავიამიმოსვლის პარალიზების რეალურ საფრთხეს უქმნის, ავიარეისები მინიმუმ შაბათამდე გადაიდება, ხოლო საჰაერო მიმოსვლის ნორმაში დაბრუნებას არაერთი დღე დასჭირდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts