Jump to content
Planeta.Ge

როგორ შეიძლება ხალხმა რეალურად მოცილოს სააკაშვილის რეჟიმი?  

40 members have voted

  1. 1. როგორ შეიძლება ხალხმა რეალურად მოცილოს სააკაშვილის რეჟიმი?

    • არჩევნების გზით...
      13
    • მშვიდობიანი მიტინგებით...
      2
    • ნებისმიერი სხვა საშუალებით...
      14
    • არ არის საჭირო მისი მოცილება!
      4
    • სააკაშვილი თვითონ წავა 2013 წლამდე...
      2
    • ჯერჯერობით გზას ვერ ვხედავ!
      5


Recommended Posts

იმ შუაშია. ზოგს არჩევნებზე მისვლა დაეზარა, ზოგმა მიშაზე უკეთესს ვერავის ვხედავო, დაიკიდა ის ყველაფერი რაც 7-შI ნახა და ხმა მისცა, ბევრი მივიდა არჩევნებზე მარა გაყალბების მერე თქვა, რა ვქნა აბა, და შეეგუა. მოთმენაა, აბა რა არი?

კარგი რა მასინ ოპოზიციამაც არ დააკლო ხელი, ასე რომ ორი იდიოტი გადაეყარე ერთმანეთს და ძლიერმა "გაიმარჯვა" და ისე "გაუმასპინძლდა" როგორც სინდისმა დაანება! ასე რომ ჩემთვის ორივე ერთი და იგივე იყო მიტინგიც და დარბევაც!!! საქართველოს არცერთი და არც მეორე ემსახურებოდა!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 248
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

McLaren

ხოდა შემცვლელი ნახე და იმ შემცვლელისთვის იბრძოლე.

ხო და არ არის შემცვლელი და შესაბამისად არც ვიბრძვი

 

ხოლო რასაც გვთავაზობთ, ერთი ნაგვის ჩანაცვლება მეორე ნაგვით, ამის უაზრობაზე გელაპარაკებით..

კაი ერთი. ვინ მიგიშვებს აქამდე. შენც გიწერია რა ხდება დღეს უნივერსისტეტში. ძალაუფლება იმათია, ფულიც იმათია.

 

ნუ ფილარმონიაში ალბათ გალაპარაკებენ. მოსასმენად ვინ მოვა, თორე...

ხო და ეს არის, რომ ფულია მთავარი და საზოგადოება გახრწნილია უკვე.

 

რამე იდეალები დევს ან ალასანიაში ან სხვა პოლიტიკურ ძალაში, ფულის გარდა?

 

ხალხი რომ იქ მიდის სადაც ფულია, აი ამიტომაც დარხეული გვაქვს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

 

1. არც ერთი ხმა ნაციონალურ მოძრაობას (რამდენიც არ უნდა გადაგიხადონ).

 

 

გეთანხმები... მაგრამ:

 

ეს ვის გინდა რომ მოსთხოვო??? სიტყვაზე ის 70 000 კაცი რომ დიდი ალბათობით ნაცენს არ მისცემს ხმას ეს შენც კარგად იცი... და თანაც მიშა რომ ხმების უმრავლესობით არ იგებს არჩევნებს არამედ მისი გაყალბებით იგებს არჩევნებს ესეც კარგად იცი შენ!!! მაშ რაღას სთხოვ ხალხს, ხალხის რა შეცვლას ითხოვ? ის ხომ თავის გასაკეთებელს ისედაც აკეთებს არჩევნებზე... მაგრამ უყალბებდნენ და უყალბებენ და რაღა დარჩენია ხალხს??? !!!

 

2. როცა იტყვი, "ვიდგები სანამ შედეგი არ იქნება", მართლა იდგები.

 

 

მაგას ვის ეუბნები, ხალხს თუ ლიდერებს??? 70 000 კაცი რომ შეიკრიბება მთავრობის წინააღმდეგ გადამჭრელი ნაბიჯების გადასადგმელად და ლიდერები კი მოუმზადებლები შეხვდებიან ამას და უკან დაიხევენ რაღა უნდა მოსთხოვო კიდევ ხალხს??? ხალხმა თავისი გასაკეთებელი გააკეთა, ლიდერებმა არ ივარგეს მხოლოდ... ეხლა არ მითხრა ლიდერები ჰყავდა ხალხს არასწორად არჩეული და იმიტომ არის ხალხი დამნაშავეო... მაგის წინასწარ გათვლა თუ ვინ როგორი ლიდერი გამოდგება და ვის როდის წაუცდება ხელი ნათელმხილველს შეუძლია მხოლოდ!!!

 

პირიქიდაც ხდება... რამდენიც გინდა იმდენია ისტორიაში მაგალითი როდესაც ,,ლიდერი'' როგორც ლიდერი მაგარი იყო მაგრამ ხალხმა არ ივარგა სათანადოდ ბოლომდე...

 

გინდა თქვა რომ მაგალითად პოლონელები რომ ჰყოფილიყვნენ საქართველოს გეოპოლიტიკურ სიტუაციაში უკეთეს შედეგებს მიაღწევდნენ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში???

ლიდერების პასუხისმგებლბა და ხალხის პასუხისმგებლობა სხვადასხვა რამეა!!!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალხი რომ იქ მიდის სადაც ფულია, აი ამიტომაც დარხეული გვაქვს...

თავისთვის რომ იყოს ეგ ფული მაშინ არ იქნებოდა პრობლემა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალხისა რა მოგახსენო. ხალხი მაშინაც ითმენდა მშვენივრად ყველაფერს. უბრალოდ კიტოვანი გამოვარდა გაუბიცით და დაამხო გამსახურდია. ხალხს რომ მშვიდობიანად მიეღწიათ ზვიადის ხელისუფლების ცვლილებისთვის, სულ სხვანაირად იქნებოდა დღეს ჩვენი საქმე.

:* ხო ხელებიც დაგვიბანია არა?

არ გამოვა ეგრე, რადგან არის კადრები სადაც ნაჩვენებია როგორ თხოვენ კიტოვანს და როგორ უკრავენ ტაშს კიტოვანს

 

ზვიადის ჩამოგდება არ იყო ცუდი, ცუდი იყო მისი კიტოვანით შეცვლა..

არც ედუარდის ჩამოგდება იყო ცუდი, ცუდი იყო მიშათ ჩანაცვლება..

არც მიშას ჩამოგდებაა ცუდი, ცუდია მისი ალასანიათ, ნოღაიდელით და კაროჩე ოპო.ლიდერით ჩანაცვლება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქონდათ ნაცების ხელისუფლებაში დარჩენის შანსი და არ დარჩნენ.

 

რა დარჩნენ... ხმები ვერ აიღეს სათანადოდ... ბარიერიც კი ვერ გადალახეს...

 

ხოდა ამის მოთმენა იწვევს საზოგადოების ხრწნას. და რაც მეტს მოითმენს, მით უარესს უზამს ალასანია (თუ ვინც მოვა მიშას მერე).

 

მაგაში გეთანხმები... მაგრამ გამოსავალი???

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

კარგი რა მასინ ოპოზიციამაც არ დააკლო ხელი, ასე რომ ორი იდიოტი გადაეყარე ერთმანეთს და ძლიერმა "გაიმარჯვა" და ისე "გაუმასპინძლდა" როგორც სინდისმა დაანება! ასე რომ ჩემთვის ორივე ერთი და იგივე იყო მიტინგიც და დარბევაც!!! საქართველოს არცერთი და არც მეორე ემსახურებოდა!!!

რა არ დააკლო ოპოზიციამ? ოპოზიციის მოთხოვნები იყო სრულიად სამართლიანი. თუ გაინტერესებს ჩამოგიწერ რასაც მოითხოვდნენ. პროტესტის გამოხატვის ფორმა იყო მშვიდობიანი.

 

ხელისუფლებამ კი იმენა შური იძია იმ ადამიანებზე, ვინც მას სიტყვის შებრუნება გაუბედა. პოლიციელები, სპეცრაზმელები და "შავები" ხალხს სადარბაზოებში დასდევდნენ საცემად. რიყეზე ხომ არანაირ გზას არ კეტავდა არავინ? მარა იქ კიდე უარესი დაატრიალეს, ვიდრე პარლამენტთან. ტელევიზია დაარბიეს მარტო იმისთვის, რომ არ მოწონდათ ის რასაც იქ ლაპარაკობდნენ. და ყველაფერი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დააგვირგვინეს.

 

მშვიდობიანი მიტინგი დაარბიეს, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, მშვიდობიან მომიტინგეებს ჯარი დაუპირისპირეს. ამის მეასედი მაინც რა დააშავა მაშინ ოპოზიციამ მითხარი? ოღონდ კონკრეტულად, ეს, ეს და ეს...

 

Nukriko

რამე იდეალები დევს ან ალასანიაში ან სხვა პოლიტიკურ ძალაში, ფულის გარდა?

ძირითადი მოტივაცია მაინც ხელისუფლების შეცვლაა და არა ფული. მხარდამჭერებს ვგულისხმობ მე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

ძირითადი მოტივაცია მაინც ხელისუფლების შეცვლაა და არა ფული. მხარდამჭერებს ვგულისხმობ მე...

რათ მინდა ხელისუფლების შეცვლა, აბა ამიხსენი?

 

ძირითადი მოტივაცია არის ის რომ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მეორე შეცვალოს და თვითონ ჰქონდეთ ფულის კეთების მონოპოლია.

ქონებსი ახლიდან გადანაწილებაზე აქ საუბარი და არ მითხრა ეხლა რომ სხვა რამის გამო იბრძვიან ქართველი პოლიტიკოსები :*

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

მაშ რაღას სთხოვ ხალხს, ხალხის რა შეცვლას ითხოვ? ის ხომ თავის გასაკეთებელს ისედაც აკეთებს არჩევნებზე...

მართლა არავინ თუ არ მისცემს ხმას, გაყალბებაც აღარ უშველის.

 

მაგას ვის ეუბნები, ხალხს თუ ლიდერებს??? 70 000 კაცი რომ შეიკრიბება მთავრობის წინააღმდეგ გადამჭრელი ნაბიჯების გადასადგმელად და ლიდერები კი მოუმზადებლები შეხვდებიან ამას და უკან დაიხევენ რაღა უნდა მოსთხოვო კიდევ ხალხს???

26 მაისი ლიდერებმა ჩააფლავეს, თუმცა აქციის გამოცხადების დროს ნათქვამი იყო, რომ აქცია იქნებოდა მშვიდობიანი. რა თქმა უნდა ბევრად უკეთესად შეიძლებოდა იმ დღეს ბევრი რამის გაკეთება, მაგრამ ნაციონალები იმ დღეს ვერ დაემხობოდნენ. საწყის გეგმაში იყო ომი გამძლეობაზე, რაც ხალხმა საბოლოო ჯამში წააგო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ზვიადის ჩამოგდება არ იყო ცუდი, ცუდი იყო მისი კიტოვანით შეცვლა..

არც ედუარდის ჩამოგდება იყო ცუდი, ცუდი იყო მიშათ ჩანაცვლება..

 

მაგ შეცვლა-ჩანაცვლებას ვინ ახორციელებს??? ქართველი ხალხი??? ეხლა არ მითხრა ხოვო... :*

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა არ დააკლო ოპოზიციამ? ოპოზიციის მოთხოვნები იყო სრულიად სამართლიანი. თუ გაინტერესებს ჩამოგიწერ რასაც მოითხოვდნენ. პროტესტის გამოხატვის ფორმა იყო მშვიდობიანი.

მოთხოვნა ყოველთვის კარგი და სამართლიანი, აი მომთხოვნებია პრობლემა!

 

ისე ერთი რამ მიდა გაგხსენო, როცა მიშა ახალ მოსული იყო, მაშინ ქართული საზოგადოებო ანუ "პოლიტ ექსპერტები" იმის გამორკვევით იყო ტუ ვის ჟიმავდა მიშიკო როცა ქალაქში ფასადები იღებებოდა და პარალელურად რეფორმები ტარდებოდა,

რეფორმები რომელიც ხალხს ეკიდა, რადგან მთავარი იყო ფასადები იღებებოდა და შადრევნები კეთდებოდა და პარალელურად უფრო "საინტერესო" რამ ხდებოდა მიშა "ჟიმაობდა"!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

არ გამოვა ეგრე, რადგან არის კადრები სადაც ნაჩვენებია როგორ თხოვენ კიტოვანს და როგორ უკრავენ ტაშს კიტოვანს

ვიღაცა დაუკრავდა ტაშს. უბრალოდ კრიტიკული მასა არ იყო, ვისაც თავისი ძალებით შეეძლო ამის გაკეთება. ანუ ეს არ იყო ხალხის განხორციელებული გადატრიალება. ეს იყო გარედან დაგეგმილი პუტჩი, რომელსაც გარკვეული მხარდაჭერა ქონდა საზოგადოების ნაწილის მხრიდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

მაგ შეცვლა-ჩანაცვლებას ვინ ახორციელებს??? ქართველი ხალხი??? ეხლა არ მითხრა ხოვო... irusha.gif

რალურად არა, მარა ფორმალურად ამ ქმედებებს ლეგიტიმურობას აძლევს

 

რადგან ხალხი მიდის და მონაწილეობას იღებს ამ თამაშში. თუმცა რეალურად რომ მას არაფრის უკანალი არ აქვს ყველათვის ცნობილია.

მე ეს უკვე დავწერე ამ თემაში და მეორედ აღარ ვაპირებ თავიდან ავხსნა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

რა დარჩნენ... ხმები ვერ აიღეს სათანადოდ...

2004 წელზე გეუბნები. მაშინ პარლამენტშიც იყვნენ და ხიდაშელ-უსუფაშვილს თანამდებობებსაც სთავაზობდნენ ნაცები.

 

მაგრამ გამოსავალი???

ამ ეტაპზე თბილისის მოგება. მეტ პრასვეტს დღესდღეობით ვერ ვხედავ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

ვიღაცა დაუკრავდა ტაშს. უბრალოდ კრიტიკული მასა არ იყო, ვისაც თავისი ძალებით შეეძლო ამის გაკეთება. ანუ ეს არ იყო ხალხის განხორციელებული გადატრიალება. ეს იყო გარედან დაგეგმილი პუტჩი, რომელსაც გარკვეული მხარდაჭერა ქონდა საზოგადოების ნაწილის მხრიდან.

ვარდების რევოლუციასაც და 7 ნოემბერსაც..

ქართველი ხალხი ძალა არ არის, იმიტომ რომ ელემნტარულად მას არ გააჩნია, არც წარმოების საშვალება და ერთი სიტყვით არანაირი დოვლათი არ გააჩნია, ფული აქვს უცხოეთს და ამიტომ უცხოეთზეა დამოკიდებული, თუმცა ძალიან მარტივია რა, ხალხმა არ უნდა მისცეს ამ აქციებს ლეგიტიმური ხასიათი, ესაა და ეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...