Jump to content
Planeta.Ge

როგორ შეიძლება ხალხმა რეალურად მოცილოს სააკაშვილის რეჟიმი?  

40 members have voted

  1. 1. როგორ შეიძლება ხალხმა რეალურად მოცილოს სააკაშვილის რეჟიმი?

    • არჩევნების გზით...
      13
    • მშვიდობიანი მიტინგებით...
      2
    • ნებისმიერი სხვა საშუალებით...
      14
    • არ არის საჭირო მისი მოცილება!
      4
    • სააკაშვილი თვითონ წავა 2013 წლამდე...
      2
    • ჯერჯერობით გზას ვერ ვხედავ!
      5


Recommended Posts

McLaren

ანუ შენობების დაკავება? შენობა კედლები და ფანჯრებია მხოლოდ. მთავარი მომენტი აქ ძალოვნების გადმობირებაა. მიშამ გადმოიბირა. ამათ ვერა. ან არც უცდიათ.

 

შენობების ანუ პარლამენტისა და რეზიდენციის დაკავება, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების გადაკეტვა, აეროპორტის დაკავება, ფოსტა-ტელეგრაფის დაკავება, ტელევიზიის დაკავება, ...

... ბოლოს და ბოლოს 70 000 კაცს შეეძლო შსს შენობისკენ დაძრულიყვნენ და დაეკავებინათ... და ბევრი ასეთი რადიკალური აქცია... ანუ მიშას საპიარო ობიექტების დაკავება!!!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 248
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ყველაზე სამწუხარო ის არის რომ თქვენი არჩევანი, ანუ თქვენი პოლიტიკობანა, ჩემნაირ და არა მარტო ჩემნაირ აპოლიტიკურ ადამიანებს ვნებს.

 

პოლიტიკურად აქტიურმა ხალხმა ხელი შეუწყო სამოქალაქო ომის გაჩაღებას, მე და არა მარტო მე მაზარალა ამით, იგივე ხალხმა ხელი შეუწყო ედუარდის ჩამოყვანას, მიშას მოსვლას, ისევ ვიზარალეთ ჩვენ აპოლიტიკურმა ტიპებმა, ეხლა კიდე რაღაცა გაუგებარს ჩალიჩობთ და ისევ ჩვენ ვიზიარებთ.

 

და სამწუხარო ის არის რომ, ამ პროცესებში მინდა არ მინდა მონაწილეობის მიღება მომიწევს, რადგან საბოლოოდ მეც შემეხება და საბოლოოდ თქვენი ანუ პოლიტიკურად აჟიტირებულ ნაწილის შეცდომებზე, მთელი ქვეყანა აგებს პასუხს და მერე თქვენ, პოლიტიკურად აჟიტირებულნი, დააბრალებთ პოლიტკიკოსებს და ყველანაირ პასუხისმგებლობას მოიხსნით..

 

პოლიტიკურად აჟიტირებულ ადამიანებს მივმართავ, ვინც ამ ბოლო 20 წლის განმვალობაში მიუღია მონაწილეობა ასე თუ ისე პოლიტიკურ ცხოვრებაშI, ეს იქნება მიტინგის თუ სხვა სახით, გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე რაც ხდება ბოლო 20 წლის განმავლობაშI და იყო თუ არა ამ მოვლენებში თქვენი ბრალიც?

 

asds

ვინაიდან სააკაშვილის მომცილებელი დამოუკიდებელი ძალა საქართველოში არ არსებობს და ვინაიდან ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისა და ორ ფრონტზე ომის ზღვარზეა ხელისუფლების ძალისმიერი გზით მოცილება უბრალოდ სიგიჟეა. დღეის მდგომარეობიდან გამომდინარე კი ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ 2013 წლამდე, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებამდე სააკაშვილი ცოცხალი ვერ მიაღწევს და შესაბამისად 2013 წელს დღევანდელისგან კარდინალურად განსხვავებული სიტუაცია იქნება ..

 

მოსაშორებელიც ვაშინგტონისა და მოსკოვის მიერ ხელდასმული სხვა ფსევდო პოლიტიკური ძალები და ფსევდო პოლიტიკოსები იქნებიან ....

 

 

 

საზოგადოების კონსოლიდირებაა საჭირო და სააკაშვილის ხალხისკენ მობრუნება! სხვა გზა არ არსებობს ...

მე პირადად შენს სიტყვებს, არა მხოლოდ შენს სიტყვებად განვიხილავ

 

ამიტომ ჩემთვის გასაგებია, რომ დღეს ძლიერ ძალებს რომლებიც ლილიპუტები არიან, არ სურთ მიშას წასვლა და ესეც დატოვებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

პოლიტიკურად აჟიტირებულ ადამიანებს მივმართავ, ვინც ამ ბოლო 20 წლის განმვალობაში მიუღია მონაწილეობა

რას ეძახი აჟიტირებულს, პროტესტის გამო მიტინგზე რომ მიდის?

თუ სულ სახლში უნდა იჯდეს და ტელევიზორთან იტიროს? :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

მე პირადად შენს სიტყვებს, არა მხოლოდ შენს სიტყვებად განვიხილავ

 

ამიტომ ჩემთვის გასაგებია, რომ დღეს ძლიერ ძალებს რომლებიც ლილიპუტები არიან, არ სურთ მიშას წასვლა და ესეც დატოვებენ.

გაიზარდე დიდი ბიჭი

 

 

http://s17.rimg.info/c37cdd4a9ffd03e550b74c029dedde33.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

ძაან ვაჟკაცურად იბრძოდა რუსთაველზე ხალხი, შუადღეზე კი უფრო მოემატა

რუსთაველზე ოპერის აქეთ იყვნენ. მაგრამ ახლა რომ მახსენდება, მართლა საღოლ იმ დღეს ხალხს. თან მეორე დღეს ბათუმმაც დაგვიპადდერჟკა.

 

დღეს სავარაუდოდ ასე ვეღარ ვიბრძოლებთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

დღეს სავარაუდოდ ასე ვეღარ ვიბრძოლებთ.

ძალიან მაინტერესებს ალასანია როგორ მოიქცევა არჩევნებს რომ გააყალბებენ მის მერე :mad:

მაგის პროტესტი ჯერ არ მინახავს, წამოიწყებს კი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

შენობების ანუ პარლამენტისა და რეზიდენციის დაკავება, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების გადაკეტვა, აეროპორტის დაკავება, ფოსტა-ტელეგრაფის დაკავება, ტელევიზიის დაკავება, ...

... ბოლოს და ბოლოს 70 000 კაცს შეეძლო შსს შენობისკენ დაძრულიყვნენ და დაეკავებინათ... და ბევრი ასეთი რადიკალური აქცია... ანუ მიშას საპიარო ობიექტების დაკავება!!!

შენობა ხომ არაა ძალაუფლება. იმ რესურსს რაზეც დგას ეს ხელისუფლება, გადმოიბირებდნენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

რას ეძახი აჟიტირებულს, პროტესტის გამო მიტინგზე რომ მიდის?

რას ვეძახი და ზვიადი, ზვიადის, ბაბუ, ბაბუს, მიშა, მიშას და ალასანია, ალასანიას რომ ღრიალებენ..

თუ სულ სახლში უნდა იჯდეს და ტელევიზორთან იტიროს? D.gif

იტირონ თუ რა ქნან არ ვიცი, მაგრამ ერთი კი ზუსტად ვიცი, რომ მარიონეტებად და ბრბოდ არ უნდა გადააქციონ საკუთარი თავი..

asds

გაიზარდე დიდი ბიჭი

მემგონი შენზე მეტად ვარ გაზრდილი

 

ყოველ შემტხვევაში, რუსებთან არ გავქცეულვარ და მერე იქიდან მიშას დაცვა არ დამიწყია... :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

ძალიან მაინტერესებს ალასანია როგორ მოიქცევა არჩევნებს რომ გააყალბებენ მის მერე

მაესტროზე თქვა, კაბინეტებში არ შევუშვებთ გაყალბების გზით მოსულ ხალხსო. ისე სანამ დიპლომატი გახდებოდა, უშიშროებაში მსახურბოდა და :+:

 

მარა ხალხი ვეღარ იბრძოლებს ისე, როგორ 7 ნოემბერს...

 

Nukriko

ალასანია, ალასანიას რომ ღრიალებენ..

ეგ სადმე გსმენია უკვე? :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

რას ვეძახი და ზვიადი, ზვიადის, ბაბუ, ბაბუს, მიშა, მიშას და ალასანია, ალასანიას რომ ღრიალებენ..

:mad: სა ქარ თვე ლოს რომ ღრიალებენ ის მოგწონს? აბა რა იყვირონ, მიტინგი მაგისია რომ იყვირონ,

ფანატიკოსებს არ ვგულისხმობ, ისინი მეც მაგრა მაღიზიანებენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

კი, მარა არჩევნების მოგება უნდოდათ და არა ნაცების კვოტით.

 

უნდოდათ კარგია... არ მისცა ხალხმა ხმა და... ბარიერიც კი ვერ გადალახეს... ისე, უბრალოდ ნაცნობობის ამბავში თუ სთავაზობდნენ ნაცები რესპებს თანამდებობეს არ ვიცი... დიდი ალბათობით რესპებს ეს თანამდებობები არ მოეწონათ... და რაც მოეწონათ კიდევ იმაზე ატყდა კიდევაც ვაი-უშველებელი და მოხდა განხეთქილება... ნუ მოკლედ რესპებმა თავისი მოწონებული თანამდებობები ვერ მიიღეს რა მიშასგან... ზუსტადაც ამიტომ უნდათ ეხლა ხელისუფლებაში მოსვლა...

 

 

asds

ვინაიდან ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისა და ორ ფრონტზე ომის ზღვარზეა ხელისუფლების ძალისმიერი გზით მოცილება უბრალოდ სიგიჟეა.

 

მასეთ ზღვარზეა ჩემო კარგო საქართველო აგერ უკვე 20 წელია... მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მოსაცილებელი არ მოვიცილოთ...

 

ნორჩი მიშისტის შეგონებებიდან...

...

5. ბატონი პრეზიდენტი თუ არ იქნა რუსეთი დაგვიპყრობს!

...

19. თუ მაინც და მაინც მავანმა ისეთი არგუმენტები დაგიდო ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, რომ ქვას გახეთქავს, ნუ დაგავიწყდება, რომ შენი სამშობლო რუსეთს ესაზღვრება და თბილისიდან 40 კილომეტრში რუსის ჯარი დგას (თუ გკითხეს, ეგ როგორ მოხდაო, გაიხსენე მე-12 პუნქტი!) ასე რომ ხმა ჩაიკმინდეთ საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე!

...

22. ვინც არ გეთანხმება და ბედავს ხელისუფლების კრიტიკას, რუსეთის აგენტი ან სულ მცირე რუსეთუმეა.

 

23. ბატონი პრეზიდენტის მიერ მოწყობილი გადატრიალება - ,,ვარდების რევოლუცია'' სახალხო აჯანყებად ითვლება, ხოლო მართლა სახალხო უკმაყოფილება და სახალხო აჯანყება რუსეთის მიერ მოწყობილ სამხედრო-კრიმინალურ გადატრიალებად! ხალხმა თუ უკმაყოფილება გამოთქვა და ქუჩებში გამოვიდა მას აუცილებლად რუსეთი მართავს!

...

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

უნდოდათ კარგია... არ მისცა ხალხმა ხმა და...

ხოდა შეეძლოთ ნაცებთან საერთო სიით ეყარათ კენჭი იგივე აჭარაში და რამე თანამდებობებს მაინც გამოკრავდნენ ხელს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

მაესტროზე თქვა, კაბინეტებში არ შევუშვებთ გაყალბების გზით მოსულ ხალხსო.

ვნახოთ აბა, რას იზმას, ისე მაგას ეგ გზა ჯერ არ გაუვლია

უშიშროებაში მსახურბოდა და

მაგის დროს უშიშროება ის უშისროება აღარ იყო, რაც ადრე,

ერთი ბათიაშვილი იყო კიდევ უშიშროების მინისტრი, ბერია ალბათ სიცილით იფხრიწებოდა საფლავში :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

შენობა ხომ არაა ძალაუფლება. იმ რესურსს რაზეც დგას ეს ხელისუფლება, გადმოიბირებდნენ?

 

მარტო შენობები არა... მე დავწერე კიდევ რაც... ანუ მიშას პიარის პარალიზება უნდა მომხდარიყო!!! თუმცა ეგ და სხვა რესურსების გამოყენება არც კი უცდიათ ლიდერებს, აი ეს არის უბედურება!!!

... ან კიდევ რა ჯარი, რის პოლიცია, 70 000 კაცი გყავდეს და კიდევ ჯარისა და პოლიციის გადმობირებაზე ჩალიჩობდე რაოდენობრივად ეგ უკვე მელოჩნიკობაა... თუ ასე გინდა შეიარაღებული ხალხი გყავდეს შენს მხარეს ადექი და შეაიარაღე ეს 70 000 კაცი და ეგ არის შენი ჯარიც...

 

Nukriko

ამიტომ ჩემთვის გასაგებია, რომ დღეს ძლიერ ძალებს რომლებიც ლილიპუტები არიან, არ სურთ მიშას წასვლა და ესეც დატოვებენ.

 

ლილიპუტებს კი არა ხალხს სურს მიშას წასვლა, ხალხს!!!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლილიპუტებს კი არა ხალხს სურს მიშას წასვლა, ხალხს!!!

ხალხი ვინ ჩემი ფეხებია :mad:

 

დაასახელე რა აქვს ხალხს?

 

ფული აქვს? არა

იარაღი აქვს? არა

 

აბა რა აქვს? მშიერი კუჭი და გონება დაბინდული აქვს, ანუ ადვილად მართვადია

 

რუსეთი შემოაგდებს იაერაღს, ფულს თუ დაჭირდა და ბრბო მერე თავისას იზავს.. რეალურად კი ამ ბრბოს უკან რუსეთი იქნება.

მარა ამას არ გააკეთებენ, რადგან ლილიპუტინებს ჯერ კიდე სჭირდებათ მიშიკო..

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...