Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პოლონეთი კატინის ავიაკატასტროფის მსხვერპლებს ეთხოვება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/poloneti1-150x150.jpgსმოლენსკთან ავიაკატასტროფაში დაღუპულთა სამგლოვიარო ცერემონია ვარშავაში იუზეფ პილსუდსკის მოედანზე დღეს დაიწყება.

 

 

პიუსუდსკის მოედანზე სპეციალური პოდიუმია აშენებული, რომლის ცენტრშიც ჯვარია აღმართული.

 

 

ჯვრის უკან დაღუპულთა 96 სურათია განთავსებული. პოდიუმი ცოცხალი ყვავილებითაა შემკული.

 

 

სამგლოვიარო ცერემონია ადგილობრივი დროით 12 საათზე დაიწყება.

 

 

პიუსუდსკის მოედანზე დაღუპულთა სასახლეებს არ დადგამნენ, რადგან პოლონეთში მხოლოდ 75 გვამია გადმოსვენებული.

 

 

13:00 საათზე დაიწყება ღვთისმსახურება, რომელშიც მონაწილებას რომის პაპის ბენედიქტე XVI წარმომადგენელი კარდინალი ანგელო სოდანო მიიღებს.

 

 

ჯერჯერობით უცნობია ჩავა თუ არა სოდანო რომიდან ვარშავაში, რადგან პოლონეთის საჰაერო სივრცე ვულკანური ფერფლის გამო დახურულია.

 

 

ვარშავის მერიის ვარაუდით, პილსუდსკის მოედანზე დაახლოებით მილიონი ადამიანი შეიკრიბება.

 

 

16:30 საათამდე პრეზიდენტის სასახლეში შესვლა თავისუფალი იქნება, სადაც პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის და მისი მეუღლის მარიას ცხედრები ასვენია.

 

 

18:00 საათზე პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ცხედარს ვარშავის წმინდა იოანეს ტაძარში გადაასვენებენ, სადაც პანაშვიდს ვარშავის მიტროპოლიტი აღავლენს.

 

 

პოლონეთის პრეზიდენტს და მის მეუღლეს საკათედრო ტაძარში კვირის დილამდე დატოვებენ.

 

 

ლეხ და მარია კაჩინსკებს 19 აპრილს პოლონეთის ძველ დედაქალაქში კრაკოვში ვაველის ციხესიმაგრეში დაკრძალავენ.

 

 

ფრენების გადადების გამო უცხოური დელეგაციები ვარშავში ვერ ჩავლენ

და პირდაპირ კრაკოვში დაკრძალვას დაესწრებიან.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...