planetanews Posted April 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba513-150x150.jpgშპს “თბილისის ეკოლოგიურ-ეკონომიკური ინსტიტუტის” დამფუძნებელი და ფაქტობრივი ხელმძღვანელი მალხაზ ზამბახიძე დააკავეს. ამასთან დაკავშირები, თბილისის პროკურორის მოადგილემ, ვახტანგ იაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა. მალხაზ ზამბახიძეს კომერციულ მოსყიდვაში ედება ბრალი. პროკურატურის ინფორმაციით, ზამბახიძემ განიზრახა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაეცა შპს “თბილისის ეკოლოგიურ-ეკონომიკური ინსტიტუტის” უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ყალბი დიპლომები, ასევე შუამავლების მეშვეობით დაუკავშირდა ალექსანდრე ჯარიაშვილს რომლესაც, სამართალმცოდნის დიპლომს, 3000 აშშ დოლარის საფასურად სთავაზობდა. მალხაზ ზამბახიძეს ბრალი უკვე წაუყენეს და აღმკვეთ ღონისძიებად 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, კი მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ზამბახიძის ბინის ჩხრეკისას კი 150 წინასწარ ხელმოწერილი დიპლომი აღმოაჩინეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts