planetanews Posted April 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/ali-baba1-150x150.jpgყირგიზეთის ჯალალ-აბადის ოლქში ექს-პრეზიდენტის ყურმანბექ ბაკიევის ძმის სახელმწიფო დაცვის სამახურის ყოფილი უფროსის ჟანიბექ ბაკიევის დაკავების სპეცოპერაცია მიმდინარეობს. მილიციამ და 70-მდე სპეცნრაზმელმა ბაკიევების სახლი ალყაში მოაქცია. დროებითი მთავრობის ვიცე-პრემიერის აზინბექ ბექნაზაროვის განცხადებით, ოპერაციას შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს. ვიცე-პრემიერის თქმით, ბაკიევის სახლი ალყაშია მოქცეული, თუმცა მილიცია შტურმზე არ მიდის, რადგან სახლში ბევრი ქალი და ბავშვი იმყოფება. თუმცა სახლში მყოფი ბაკიევის ერთ-ერთი მომხრე აცხადებს, რომ სახლში მხოლოდ 4 ადამიანია, ისინი შეიარაღებულები არ არინ და ბაკიევი მათთან არ იმყოფება. ყირგიზეთის ახალი ხელისუფლება ჟანიბეკ ბაკიევს 7 აპრილს მთავრობის სასახლის შტურმის დროს ადამიანების დახოცვაში ადანაშაულებს. დროებითი მთავრობის ვარაუდით, სწორედ მან გასცა ბრძანება ოპოზიციის მომხრეებს ცეცხლი გაეხსნათ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts