planetanews Posted April 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/niko-gomelauri2-150x150.jpgპოეტს და მსახიობ ნიკო გომელაურს, დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. ნიკო გომელაური 1970 წლის 12 ივლისს დაიბადა, 1992 წელს მან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. 1998 წლიდან კი ის გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის მსახიობი იყო. გომელაურმა ლექსების პირველი წიგნი 2001 წელს გამოსცა. მას სულ ხუთი პოეტური კრებული აქვს გამოცემული. ნიკო გომელაურს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. შეგახსენებთ, რომ გომელაური 39 წლის ასაკში, 13 აპრილს გამთენიისას, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts