planetanews Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუე" დღეს "კობლენცს" ესტუმრა და ფრედ, 2:2 ითამაშა. მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერთან შეხვედრაში "იაშკა" და მისი თანაგუნდელები ფავორიტებად ითვლებოდნენ, მაგრამ მოტივაციის არქონა უკვე რამდენიმე ტურია ამ გუნდის თამაშს სერიოზულ დაღს ასვამს. ქართველმა თავდამსხმელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 74-ე წუთზე შეცვალეს, მაშინ, როცა მისი გუნდი 1:2-ს აგებდა. ამ ფრის შემდეგ "კარლსრუეს" 39 ქულა გაუხდა და გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება. იხილეთ fanebi.com ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts