SHARI Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 რადიო “ობიექტივმა” მაუწყებლობა დაიწყო“მონტე კარლოს“ ეთერში 14 აპრილს მაუწყებლობა დაიწყო ჟურნალისტთა კავშირმა “ობიექტივი“. პირველ შვიდსაათიან ეთერს ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი წარუძღვა, 15 აპრილს ეთერში ჟურნალისტი ნინო ცხოიძე იყო, ხოლო 16 აპრილის ეთერი ჟურნალისტმა ელგა ფოლადიშვილმა წაიყვანა. „ობიექტივის“ ჟურნალისტების განცხადებით, რადიოსიხშირეზე FM 101,4 “ობიექტივი“ მსმენელს შესთავაზებს საინტერესო დებატებსა და დისკუსიას დღის მთავარ პოლიტიკურ საკითხებზე ამოქმედდება „ საჯარო ტრიბუნა“, რომელიც კარს უხსნის ყველა რესპონდენტს, მიუხედავად მისი პოლიტიკური მრწამსისა და მსოფლმხედველობისა. კითხვაზე. რაც შეეხება დაფინანსებას, „ობიექტივის“ მედია-პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ რადიო „მონტე კარლოს“ ხელმძღვანელობასთან ერთი წლის მანძილზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს . “მონტე კარლომ“ ჟურნალისტური სოლიდარობის ნიშნად, კოლეგებს ეთერი დაუთმო. ანალოგიური, სოლიდარული პრინციპით „ობიექტივის“ გადაცემებს ყოველდღიურად განათავსებს ბათუმის 25-ე არხი. „ობიექტივი“ ის არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ბოლო 6 წლის მანძილზე არც ერთი გრანტით არ დაფინანსებულა და არსებობდა და არსებობს მხოლოდ წევრი- ჟურნალისტების პირადი შემოწირულობებისა და ენთუზიაზმის საფუძველზე. „ ეს ტელეკამერები ჩვენი პირადი საკუთრებაა. ასევე, კომპიუტერული ტექნიკა და დეკორაცია, რომელიც მარტივადაა დამზადებული. ვისაც ჩვენი ტელე-რადიო სტუდიის ნახვა აინტერესებს, სიამოვნებით ვიწვევთ რადიო “მონტე კარლოში“,- აცხადებს ჟურნალისტი ირმა ინაშვილი. რადიო “ობიექტივის” პროგრამებს ცნობილი ჟურნალისტები წაიყვანენ“ობიექტივის“ 7 საათიან რადიო-ეთერს “მონტე კარლოზე“ (FM.101.4) ყოველდღიურად 7 სხვადასხვა ჟურნალისტი წარუძღვება: ორშაბათი- ანი მიროტაძესთან ერთად, სამშაბათი- გია არეშიძესთან ერთად, ოთხშაბათი- ლუბა ელიაშვილთან ერთად, ხუთშაბათი- ირაკლი კორძაიასთან ერთად, პარასკევი- ელგა ფოლადიშვილთან ერთად, შაბათი- ნინო ცხოიძესთან ერთად, კვირაობით კი, ეთერში ჟურნალისტი ირმა ინაშვილი იმუშავებს. კვირის გამოშვებაში “კვირის თემას“ სააგენტო “ჯეოტოპნიუსის“ ხელმძღვანელი, ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი წარუძღვება. ქევხიშვილის პროექტს პოლიტიკური დებატების ფორმა ექნება და გასული კვირის მთავარი მოვლენას შეჯამებს. “ობიექტივის“ ეთერში სხვა ცნობილი ჟურნალისტებიც არიან მიწვეულნი. მათი ვინაობა ჯერ არ ხმაურდება. http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc3/hs386.snc3/23605_1164467051228_1814436910_323370_7131820_n.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted April 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 20, 2010 ათასაკოვანი გადაცემა როდის გავა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted April 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2010 აუდიო ვერდია არსებობს ამ გადაცემის? ან ინტერნეტში მაუწყებლობს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted May 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 akkai http://www.obiektivi.net/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 SHARI live სად არის? ვერ ვიპოვე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted May 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 akkai არ არი LIVE 1 კვირაში იქნება მანამდე ჩანაწერები იდება .. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted August 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 16, 2012 "ობიექტივი" დღეს ერთერთი სანდო და საინტერესო მაუწყებელია. თუმცა სულ ობიექტურს ვერ დავარქმევ იმის გამო, რომ მე მომწონს. უფრო ანტისახელისუფლებო(რეჟიმის მოწინააღმდეგე) მაუწყებელია და იქ საუბრობენ იმ თემებზე, რაზეც სახელისუფლებო მედია დუმს, ან შეგნებულად და მიზანმიმართულად ტყუის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.