Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ბრაუტონი – “ლივერპულის მომავალი ნათელია”


Recommended Posts

http://static.guim.co.uk/sys-images/Guardian/Pix/pictures/2009/5/21/1242896390275/Gordon-Brown-addresses-th-001.jpg

 

 

ლივერპულის მწვრთნელს, რაფაელ ბენიტესს სჯერა, რომ ახალი თავჯმდომარის, მარტინ ბრაუტონის გამოჩენა ნიშანია იმის, რომ კლუბი პროგრესირებს.

 

 

ახალი ამბავი ენფილდზე პარასკევ დილას გახმოვანდა, აგრეთვე Barclays Capital დაეხმარება კლუბს, ახალი მეპატრონის შოვნაში.ფინანსური კრიზისის და დიდი დაძაბულობის ფონზე, ჯილეტს და ჰიკს არც თუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ რაფასთან, ბოლოს ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ საშიშროება გაჩნდა, ბენიტესს კლუბი არ დაეტოვებინდა და ტურინის იუვენტუსში არ გადასულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც უკვე ოფიციალურად გამოცხადდა კლუბის გაყიდვის შესახებ, დაძაბულობამ იკლო და ფანების მოწონება დაიმსახურა.

 

 

”ჩვენ ახალი თავმჯდომარე გვყავს, იგი საქმის კურსშია,” განაცხადა მწვრთნელმა.

 

 

”ამჯერად, პირადად ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის მთავარია შემდეგი თამაშისთვის მომზადება.”

 

 

”ვფიქრობ, კლუბი სწორი გზით მიდის და კარგად პროგრესირებს, რაც საუცხოოა. ნამდვილად კარგი ამბავია.”

 

 

ბრაუტონი იუწყება, რომ არცერთ ფეხბურთელზე არ იქნება ზეწოლა და მოთხოვნა კლუბის დატოვების შესახებ. არცერთი ვარსკვლავი არ დატოვებს ზაფხულში კლუბს, არც ტორესი და არც ჯერარდი. იგი ლივერპულს ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებს და ამბობს, რომ ზაფხულში ტრანსფერების ფული ლივერპულს ექნება.

 

 

”მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, იმის, რომ ვაიძულოთ ფეხბურთელები დატოვონ კლუბი. ყველა გახარებულია, ფანები, ფეხბურთელები და მწვრთნელი, ლივერპულის მომავალი ნათელია,” განაცხადა მარტინ ბრაუტონმა.

 

 

”ტრანსფერებისთვის გამოყოფილი იქნება საკმაო რაოდენობის თანხა, თუმცა კონკრეტულ ციფრების დასახელებისგან თავს შევიკავებ.”

 

 

მარტინი აცხადებს, რომ ლივერპულის მომავალ მეპატრონე, უნდა იყოს ფინანსურად ძლიერი, იმისთვის, რომ კლუბს წინსვლა და წარმატებები ჰქონდეს.

 

 

თავმჯდომარემ აგრეთვე განაცხადა, რომ იგი ”გაგიჟდება” თუ ახალი მეპატრონე ახალ სტადიონის მშენებლობას არ დაასრულებს.”

 

 

”კლუბისთვის კარგი იქნმება, თუ ვინმე მოვა ისეთი, ვინც სტადიონის მშენებლობას ბოლომდე მიიყვანს. აგრეთვე მე მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ახალი მეპატრონე კლუბს ფინანსურად ხელს შეუწყობს,” განაცხადა მან.

 

 

”სტადიონის პროექტს გავეცანი და დავრწმუნდი, რომ მართლაც სერიოზული თანხაა გასაღები სტადიონის ასაშენებლად. ნებიემიერმა მყიდველმა უნდა დაასრულოს ეს საქმე.

 

 

ბრაუტონმა აგრეთვე ნათელი მოჰფინა ესპანელი მწვრთნელის მომავალს, მან განაცხადა, რომ ბენიტესი მერსისაიდში დარჩება.

 

 

 

 

 

”რაფა კარგი მწვრთნელია, ჩვენ გინდა მან თავისი კარიერა ლივერპულში გააგრძელოს, აგრეთვე მას კონტრაქტიც უწყობს ამაში ხელს,” დაასრულა ლივერპულის ახალმა თავმჯდომარემ.

 

 

www.SkySports.com

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...