Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) მასკერანო: “როგორც ღმერთი ინებებს”


Recommended Posts

http://s13.radikal.ru/i186/1004/ff/aed019bc9962.jpg

 

 

გთავაზობთ მასკერანოს საკმაოდ ვრცელ ინტერვიუს, სადაც მან ყველა მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვას გასცა პასუხი. მათ შორის, მან მსოფლიო ჩემპიონატზეც ისაუბრა. …

“არგენტინის ნაკრები ჯერ მასკერანოა, მერე დანარჩენი” -ეს ვიღაცის კი არა, დიეგომ არადონას სიტყვებია. რა საოცარია, როცა ლეო მესი გყავს და ამას ამბობ მარადონა !

 

 

დაინიშნა თუ არა დიეგო არგენტინის მთავარ მწვრთნელად, კაპიტნის სამკლაური მასკერანოს მისცა.მასკემ ფიფას ოფიციალურ საიტთან ინტერვიუ ჩაწერა.

 

 

- “საკმაო ხანია რაც ლივერპულში თამაშობთ. მოკლედ როგორ შეაფასებდით ამ კლუბში გატარებულ დროს?”

 

 

- “ფანტასტიკური წლებია და ამაზე მოყოლა არ მომბეზრდება. ლივერპულში ჩემს ოჯახსაც პატივს ცემენ და საერთოდ, აქ ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში.”

 

 

- “ლივერპული ბრწყინვალე ქალაქია, რომელიც ყოველდღიურად კი არა, ყოველ საათობრივად ვითარდება. ყველაზე მეტად რა მოგწონთ ლივერპულში?”

 

 

-”უპირველეს ყოვლისა, ფეხბურთის თამაშს ვაღმერთებ. ლივერპული არის საპორტო ქალაქი. აქ ძალიან შრომისმოყვარე ხალხია. რომ შემეკითხონ ყველაზე ხშირად სად იქნებოდიო, მე ვუპასუხებდი –  ბითლზის ან ენფილდის მუზეომებში!”

 

 

- “ინგლისი თქვენი მეორე სამშობლო გახდა, არგენტინა არ გენატრებათ?”

 

 

- “5 წელია, რაც არგენტინის გარეთ ვარ და რა თქმა უნდა მენატრება. თითქოს მივეჩვიე კიდეც, მაგრამ როგორც კი პრემიერლიგის განრიგს ჩავხედავ და თავისუფალ პერიოდს აღმოვაჩენ, მაშინვე ვჯავშნი თვითმფრინავის ბილეთს არგენტინაში გადასაფრენად.”

 

 

- “არგენტინის კლუბში გადასვლა არ გინდათ?”

 

 

- “ვერასოდეს გამოიცნობ რა მოხდება ხვალ, მაგრამ სამუდამოდ ინგლისში დარჩენას არ ვაპირებ. 3-4 წელი ვიქნები ამ დიდ კლუბში, შემდეგ კი წავალ არგენტინაში, კერძოდ – “რივერ პლეტში”".

 

 

- “ლივერპულში რამოდენიმე არგენტინელი და ესპანელი ფეხბურთელია ყველაზე კარგად ინგლისური ვინ იცის?”

 

 

- “რა თქმა უნდა რაფაელ ბენიტესმა. ის დიდი ხანია ლივერპულში მუშაობს და ლაპარაკი ხშირად უწევს ინგლისურად.ყველაზე კარგად ფეხბურთელებიდან ინგლისურს პეპე რეინა ფლობს. მე და პეპე ესპანურად ვსაუბრობთ ხოლმე, მაგრამ როცა გუნდია ინგლისური, გუნდსაც პატივი უნდა სცე.”

 

 

- “და ყველაზე ცუდად ვინ ლაპარაკობს ინგლისურად?”

 

 

- “რა თქმა უნდა მაქსი როდრიგესი. ის ჯერ ახალი გადმოსულია, მაგრამ ვეხმარებით.”

 

 

- “ფერნანდო ტორესი კვლავ შევიდა კარგ ფორმაში. რისი გაკეთება შეუძლია მას მსოფლიო ჩემპიონატზე?”

 

 

- “დიახ ტორესმა მოუმატა და ეს გუნდს ძალიან წაადგება. ახლა ის სათანადო ფიზიკურ ფორმაშიც შედის. თუ ის ფორმას შეინარჩუნებს, მსოფლიო ჩემპიონატზეც ბრწყინვალე თამაში შეეძლება.”

 

 

- “როდესაც გაქებენ, უხერხულობას გრძნობთ?”

 

 

- “არა, სიამაყეს ვგრძნობ, მითუმეტეს თუ მწვრთნელი მაქებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე კარგი ფეხბურთელი ვარ.”

 

 

- “მარადონამ ნაკრების კაპიტნათ დაგნიშნათ, რა იგრძენით მაშინ?”

 

 

- “არსებითად არაფერი შეცვლილა, მაგრამ როდესაც ნაკრების კაპიტანი ხარ, ეს წარმოუდგენელი გრძნობაა. მე ვეცდები, რომ ჩემ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გავხდე.”

 

 

- “იმ ჩემპიონატიდან ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ და რა გამოცდილება წაიღეთ?”

 

 

- “პირველ რიგში უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე თამაშის გამოცდილება შევიძინე. იმ დროს ბევრ ვარსკვლავთან ერთად არ მიწევდა ვარჯიში, ახლა კი ერთხელ მაინც ვხვდები საუკეთესოს.”

 

 

- “თქვენ პოზიციაზე მოთამაშეს რომელს გამოარჩვდით?”

 

 

- “არ ვიცი, მაგრამ ჩემს თავს ყოველთვის მაკელელეს შემხედვარე ვაწყობდი, მის წინაამდეგ რომ ვითამაშე მივხვდი, რომ მაკელელე საუკეთესო იყო.”

 

 

- “ამასწინათ მარადონამ ინტერვიუში თქვა, რომ როგორც მე ავწიე თასი 1986 წელს, ასევე ასწევს მასკერნანოო, რას იტყვით?”

 

 

- “ეგოისტობას არ დავიწყებ და ხმამაღლა ვერ ვილაპარაკებ. ჩემთვის სულერთია რომელი არგენტინელი აწევს თასს. მთავარია ის ჩვენი გახდეს. ამ გრძნობას ვერაფერი შეედრება. როგორც ღმერთი ინებებს ისე იქნება.”

 

 

</span>

<span style="color: #ff0000;"> 

 

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...