Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სტრასბურგში ტელე-იმედის ყოფილი ჟურნალისტების საჩივარი შევიდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/33333333333333-150x150.jpgსტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში “ტელეიმედის” ყოფილი ჟურნალისტები 7 ნოემბერს მათზე ძალის გამოყენებასა და მორალური და ფსიქოლოგიური ზიანის მიყენებას ასაჩივრებენ.

 

 

სტრასბურგში ტელე-რადიო კომპანია “იმედის“ ჟურნალისტების: გიორგი ახვლედიანის, ანა გოგიგჩაიშვილის, ჯონი კალანდაძის, ირაკლი მოსეშვილის, დიანა ტრაპაიძის და რადიო “იმედის “ კორესპოდენტის ნინო ცხვარაშვილის საჩივარია შესული.

 

 

ჟურნალისტები 2009 წლის 7 ნოემბერს, თბილისში რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი მანიფესტის დროს ძალის გამოყენებას და მოგვიანებით, ტელეკომპანიის ოფისში შესვლას და დარბევას ასაჩივრებენ, რითაც ჟურნალისტებმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი მიიღეს.

 

 

მოსარჩელეები საქართველოს პროკურატურის არაეფექტურ მუშაობას და ევროკონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევასაც ასაჩივრებენ. კერძოდ: არადამიანურ მოპყრობას.

 

 

საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაცია “ ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის “ მიერაა მომზადებული. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ლია მუხაშავრია აცხადებს 7 ნოემბერს დაზარალებული ჟურნალისტების საჩივრების მომზადება გრძელდება.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...