planetanews Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/exo-moskvis-150x150.jpgპოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და ტუ-154 სხვა მაღალჩინოსანი მგზავრები ეკიპაჟის მუშაობაში არ ჩარეულან და არც ლაინერის აეროდრომზე დაშვების განკარგულება მიუციათ. ამის შესახებ რადიო “ეხო მოსკვის” ეთერში, ავიაკატასტროფის გამომძიებლებთან დაახლოებულმა პირმა განაცხადა. “შავ ყუთზე” დაყრნობით, მან აღნიშნა, რომ პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ეკიპაჟზე ზეწოლა მოწყობილობას არ დაუფიქსირებია. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმაზე, რომლეხ კაჩინსკიმ ეკიპაჟს მეტეროლოგიური პირობების მიუხედავათ ლაინერის დაშვების განკარგულება მისცა, რამაც კატასტროფა გამოიწვია.ამ ვარაუდს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ბიუროს თანამშრომლები უერთდებოდნენ. დასავლურ მედიაში ისმევა კითხვა: თუ პრეზიდენტს ლაინერის დაშვების განაკრგულება არ მიუცია, (როგორც ჩანს ეს დადასტურებული ფაქტია) რამდენად შესაძლოა, რომ ტუ-154 პილოტი, მიუხედავათ დიდი პასუხისმგებლობისა მაღალი თანამდებობის პირებზე, “რთულ მეტეროლოგიურ პირობებში”, მიუხედავად დიდი გამოცდილებისა რისკზე წავიდა და ლაინერის დაშვება გადაწყვიტა.პოლონური ჟურნალისტების აცხადებენ, რომ სმოლენსკის აეროდრომზე ძლიერი ნისლი არ ყოფილა. თვითმფრინავის ტექნიკური მდგომარეობა კარგი იყო, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ 2009 წლის დეკემბერში პრეზიდენტის ლაინერმა რუსეთის ავიაქარხანაზე “ავიაკორ”-ზე კაპიტალური რემონტი და შემოწმება გაიარა. შეგახსენებთ, რომ 10 აპრილს სმოლენსკთან პოლონეთის პრეზიდენტის ლაინერმა ავიაკატასტროფა განიცადა. გამოძიების წინასწარი ვერსიით, რთული მეტეოროლოგიული პირობების გამო ტუ-154 აეროდრომთან მიმდებარე ხეებს კუდი გაკრა.თვითმფრინავის ბოტზე 96 ადამიანი იმყოფებოდა: პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და ქვეყნის მაღალჩინოსნები, არც ერთი არ გადარჩა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts