Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ბაქრაძემ დუნია მიატოვიჩთან საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და მედიის თავისუფლებაზე ისაუბრა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/baqraze2-150x150.jpgპარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ეუთოს წარმომადგენელთან მასმედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩთან საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და მედიის თავისუფლებაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ უცხოელ სტუმარს ის ღონისძიებები გააცნო, რომელიც მედიის თავისუფლებისკენ არის მიმართული.

ბაქრაძემ დუნია მიატოვიჩთან იმ საკანონმდებლო ბაზაზეც ისაუბრა, რომელზეც ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებია დაფუძნებული.

ეუთოს წარმომადგენელმა კმაყოფილება გამოთქვა აღნიშნული შეხვედრით და განაცხადა, რომ როგორც მისი ოფისი, ასევე მთლიანად ეუთო მხარდაჭერას და თანადგომას უცხადებს საქართველოს.

მისი განცხადებით, ეუთოს მასმედიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ოფისი მზადაა ინფორმაციის ექსპერტიზის და გამოცდილების გაზიარების კუთხით ითანამშრომლოს ქართულ სახელმწიფოსთან.

მიატოვიჩმა ხაზი გაუსვა პარლამენტის როლს ქვეყნის განვითარების საკითხში და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს ჩამოყალიბებული ტრადიცია შეიმუშაოს კარგი კანონები.

შეგახსეებთ, რომ დუნია მიატოვიჩი მედიის თავისუფლების საკითხებს სამხრეთ კავკასიაში, უკრაინასა და მოლდოვაში იკვლევს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...