planetanews Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti23-150x130.jpgპარლამენტი მთავრობას განათლების სიტემაში ანტინარკოტიკული ღონისძიებების გატარების მიზნით რეაგირებას სთხოვს. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ ამ მიზნით ჯანდაცვის უწყებას შესაბამის თხოვნასაც გაუგზავნიან. როგორც სხდომაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მოადგილე აკაკი გამყრელიძემ განაცხადა, განათლების სისტემაში ანტინარკოტიკული ღონისძიებები საერთოდ არ ტარდება. მისი თქმით, მისასალმებელია ინიციატივა სკოლებში მანდატურების შემოღების შესახებ, თუმცა მანდატურები ნარკოტიკების შესახებაც უნდა იყვნენ ინფორმირებულები. კერძოდ, მანდატურეს უნდა შეეძლოს როგორც ნარკოტიკული ნივთიერებების, ასევე, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის სიმპტომების გარჩევა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts