Jump to content
Planeta.Ge

ბესო გუგუშვილი " ვარსკვლავური საათი"


Recommended Posts

Pompiero

დანამდვილებით ვიცი:რიგგარეშე არჩევნების შესახებ იყო მოლაპარაკებები, მაგრამ პუტჩისტებმა კატეგორიული უარი განაცხადეს.

კატეგორიული უარი როგორ განაცხადეს, გადადგომას ითხოვდნენ და მერე არჩევნებს, აბა ისე როგორ უნდა შეცვლილიყო ხელისუფლება? მეც კარგად მახსოვს ყველაფერი....თუ დაჭერა არ უნდოდა იარაღიანების, მაშინ უნდა გადამდგარიყო და ახალი არჩევნები დაენიშნა.

 

ამაში ნაწილობრივ გეთანხმები, თუმცა როდესაც მხედრიონმა ოპერის წინ შეიარაღებული შიმშილობა გამოაცხადა, "ინტელიგენცია" როგორი აღშფოთებული იყო

თორე მერე ვერ დააჭერინა იგივე მხედრიონი რუსის ჯარს :)

ის კიტოვანიც უნდა დაეჭირა და სიგუაც, აბა როგორ, თუ დაიწყე უნდა დაამთავრო,

ინტელიგენცია დუმს როცა ქვემეხები ქუხს :* რას დაეძებდა მაგათ ტლიკინს, მიშიკო უსმენს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 57
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ინტელიგენცია დუმს როცა ქვემეხები ქუხს რას დაეძებდა მაგათ ტლიკინს, მიშიკო უსმენს?

ვერ გეტყვი, დანამდვილებით . . . მიშიკოსავით რომ მოქცეულიყო, ჩემი მხარდაჭერა არ ექნებოდა. ეკა ხერხეულიძის -- ალბათ კი :)

 

T_A_T

არა, ლელა ქვია

Edited by Pompiero
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Pompiero

მიშიკოსავით რომ მოქცეულიყო, ჩემი მხარდაჭერა არ ექნებოდა

ჩვენი მხარდაჭერის იმედზე იარაღიანი ბანდიტების წინააღმდეგ, არც უნდა ყოფილიყო

ვერ გეტყვი, დანამდვილებით

მე კი ვიცი დანამდვილებით, რომ ქვეყანა გადარჩებოდა ამდენ ომებს, ტერიტორიების დაკარგვას და

უბედურებას. მაგრამ ქვეყანაზე ვინ ფიქრობდა მაშინ, ისე ტექსტებში კიიი, იცოცხლე, რეალურად არავინ.

ამიტომ აღარ მჯერა ისეთი სახელების როგორიცაა: ეროვნული, ნაციონალური, ქრისტიანულ-დემოკრატიუუული :*

ეს სიტყვები უნდა აკრძალო პოლიტიკოსებისტვის, მარტო ლექსებში უნდა იყოს :)

დაირქვი რა მუშათა და გლეხთა პარტია ან რესპუბლიკური :)

Edited by Marta1
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Pompiero

და ჭანტურიას ხალხი ამ დროს ანგელოზებივით დაფრინავდნენ

ნუ "სიგუები" უნდა დამეწერა - ანუ კრებსითი სახელი, ყველას ვერ ჩამოვთვლიდი :mad:

 

ჩვენი მეგობრის დედა მოკლეს რუსთაველზე პირველ დილას, მეუღლის წლისთავი ჰქონდა და ტაძარში მიდიოდა, რამდენი ჩამოვთვალო, ბერი ვიცი :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ "სიგუები" უნდა დამეწერა - ანუ კრებსითი სახელი, ყველას ვერ ჩამოვთვლიდი

მაშინ მე კი პროჭანტურისტები უნდა დამეწერა და ვიჭუკჭუკოთ ასე :mad:

 

ჩვენი მეგობრის დედა მოკლეს რუსთაველზე პირველ დილას, მეუღლის წლისთავი ჰქონდა და ტაძარში მიდიოდა, რამდენი ჩამოვთვალო, ბერი ვიცი
კი, პუტჩისტები ქაშვეთის ეკლესიის ეზოში იყვნენ გამაგრებულები და სწორედ იქიდან ესროლეს ჩემს დას და რამდენიმე ქალს, რის შემდეგაც უკან გამოიქცნენ. ამ დროს მთავრობის სასახლიდან მეგაფონით დაუძახეს, რომ მხატვრის სახლში შესულიყვნენ, იქიდან კი მეორე მხრიდან გავიდოდნენ სამშვიდობოს.
მაგრამ ქვეყანაზე ვინ ფიქრობდა მაშინ,
მე და ბევრი, ვისაც ვიცნობდი, მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებშიც. Edited by Pompiero
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Pompiero

მაშინ მე კი პროჭანტურისტები უნდა დამეწერა და ვიჭუკჭუკოთ ასე

დაგეწერა მერე - აი დარდი :lol: ისე კაი სახელია "სიგუებს" ჯობია

 

კი, პუტჩისტები ქაშვეთის ეკლესიის ეზოში იყვნენ გამაგრებულები და სწორედ იქიდან ესროლეს ჩემს დას და რამდენიმე ქალს, რის სემდეგაც უკან გამოიქცნენ. ამ დროს მთავრობის სასახლიდან მეგაფონით დაუძახეს, რომ მხატვრის სახლში შესულიყვნენ, იქიდან კი მეორე მხრიდან გავიდოდნენ სამშვიდობოს.

სიმართლე გითხრა დღესაც არ იციან საიდან ესროლეს და ვინ მოკლა, მე ხომ საერთოდ არ გავკარებივარ იქაურობას და ჩემნაირი ნახევარზე მეტი იყო თბილისში, სწორედ ამიტომ ვამბობ - სამოქალაქო ომი კი არა, კლანების დაპირისპირება, რომელშიც გაიჭყლიტა მოსახლეობა და გაიწირა ქვეყნის ნაწილი. მიზეზი დრეს ნაკლებად საინტერესოა - რეზულტატი კი ნამდვილად სავალალოა

Edited by kisa
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

კლანების დაპირისპირება

კლანების დაპირისპირების მიღმა მე სხვა ძალები მეგულებოდნენ მაშინაც და ახლაც ასე ვფიქრობ: კლანები და პოლიტიკურ ინტრიგებში სრულიად გამოუცდელი ხალხი გამოიყენეს. ამ თემის პირველი პოსტიც უფრო მიმტკიცებს ამ რწმენას. რუსეთი ამდენი წლის შემდეგავც ვერ ეგუება იმპერიის დაშლას, ისევე როგორც ჩვენ ვერ ველევით დამოუკიდებლობას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

დღესაც არ იციან საიდან ესროლეს და ვინ მოკლა,

როგორც ფსიქოლოგმა, ისე წაიკითხე ახლა რასაც დავწერ: იმ დეკემბრის დღეებში მოკლეს დეპუტატი მარკოზია, რომლის ქალიშვილიც ოპოზიციაში იყო. ეს გოგო იმავე დღეებში გამოიყვანეს ტელევიზიით და ასეთი რამ თქვა: ზვიადმა მამა მომიკლა. იმ დროს, როდესაც ის შედიოდა უზენაესი საბჭოს შენობაში, მას ესროლეს. ასე მომიკლა ზვიადმა მამა.

Edited by Pompiero
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Pompiero

რუსეთი ამდენი წლის შემდეგავც ვერ ეგუება იმპერიის დაშლას, ისევე როგორც ჩვენ ვერ ველევით დამოუკიდებლობას

დიახ ეს ესეა, სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ რაციონალურად უნდა ვიაზროვნოთ დღესაც ( გაკვეთილი რით ვეღარ ვისწავლეთ ამ 20 წლის განმავლობაში), როდემდე უნდა ვიყოთ ემოციებზე, როდემდე უნდა მართავდეთ ისტერიკებს და ვაცოდებდეთ ტავს მსოფლიოს- ჩვეულებრივ ადამიანებზე არ ვამბობ. რით ვეღარ ავირჩიეთ ხელისუფლება, რომელიც ცივი გონებით იმოქმედებს, არ აყვება პროვოკაციებს და შეძლებს მიზანდასახულად ამ ქვეყნის ინტერესების მშვიდად დაცვას?

 

იმ დეკემბრის დღეებში მოკლეს დეპუტატი მარკოზია, რომლის ქალიშვილიც ოპოზიციაში იყო. ეს გოგო იმავე დღეებში გამოიყვანეს ტელევიზიით და ასეთი რამ თქვა: ზვიადმა მამა მომიკლა. იმ დროს, როდესაც ის შედიოდა უზენაესი საბჭოს შენობაში, მას ესროლეს. ასე მომიკლა ზვიადმა მამა.

ძალიან კარგად მესმის რასაც მეუბნები :givi:

მერე რომ გნახავ უარეს ტრაგედიას მოგიყვები, შეიძლება იცნობდეს ვინმე იმ ოჯახს და არ მინდა დავწერო ყველას დასანახად - ეს ჩვენი საერთო უბედურებაა, ერთადერთ რამეზე მწყდება გული - რატომ არ ვაგებიდეთ არავის ამაზე პასუხი, რატომ დადის ის ხალხი დაუსჯელი,ხომ უნდა მოეკითხოს ამ ქვეყანაში ვინმეს მაინც პასუხი, თან ისე რომ სხვამ ვერარ გაბედოს მსგავსის გაკეთება :uh:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

რაღაც მწარე გაკვეთილები მაინც გამოვიტანეთ მგონი ყველამ. მივხვდით, რომ შეუძლებელია, ყველა ერთ აზრზე იყოს. მაგრამ როგორ უნდა ვიყოთ ასეთები ერთად, ეს ხანგრძლივი და ზოგჯერ მტკივნეული პროცესიც იქნება ალბათ. ამაზე ამ შუაღამისას აღარ გავაგრძელებ

Edited by Pompiero
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ისმის კითხვა, რატომ უყურებდა ხალხი მთავრობის დამხობას როგორც სეირს და დიდად არ აღშფოთებულა?

იმიტომ, რომ ყელში ყავდათ ამოსული მთავრობაში მომჯდარი და მენტორული და მბრძანებლური ტონით ხალხის მმოძღვრავი ეკა ხერხეულიძის, ნუგზარ წიკლაურის, ხათუნა ოჩიაურის, ფორუმელი დოქტორ ზუზუმბოსნაირები.

და წარმოიდგინეთ, მაშინდელ საქართველოს რეალურად არც მეტი, არც ნაკლები მანანა და ლელე არჩვაძეები მართავდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

vitaminC

და ისმის კითხვა, რატომ უყურებდა ხალხი მთავრობის დამხობას როგორც სეირს და დიდად არ აღშფოთებულა?
ეგ ვინ გითხრა?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Pompiero

ეგ ვინ გითხრა?

 

ჰმ... ვის უნდა ეთქვა, თბილისში ვცხოვრობდი და ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი.

რუსთაველზე რომ სროლები იყო, ზემელზე ხალხი იდგა ,უყურებდა და სემიჩკას ჭამდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმიტომ, რომ ყელში ყავდათ ამოსული მთავრობაში მომჯდარი და მენტორული და მბრძანებლური ტონით ხალხის მმოძღვრავი ეკა ხერხეულიძის, ნუგზარ წიკლაურის, ხათუნა ოჩიაურის, ფორუმელი დოქტორ ზუზუმბოსნაირები.
სამწუხაროდ ამ კონტინგენტის იქით რეალურად არანაირი წარმოდგენა არ აქვს იმ ხალხს, რომლებიც მაშინ სკოლის ასაკში ან სულაც დაბადებულები არ იყვნენ

 

 

vitaminC

1992 წლის 1 თებერვალს ზემელზე ხალხი არ შეგინიშნავს?

Edited by Pompiero
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...