Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პირველად საქართველოსა და სომხეთის ისტორიაში ქართული ენის კათედრა გაიხსნება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkini34-150x150.jpgპირველად საქართველოსა და სომხეთის ისტორიაში მომავალი სასწავლო წლიდან ერევნის უცხო ენათა ინსტიტუტში ქართული ენის კათედრა გაიხსნება.

 

 

გადაწყვეტილება ქართველოლოგიის კათედრის გახსნის შესახებ, საქართველოსა და სომხეთის განათლების მინისტრებმა დიმიტრი შაშკინმა და არმენ აშოტიანმა დღეს, განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

 

 

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს, ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე, ახალ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელიც ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებს საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლისთვის სპეციალურ შეღავათებს სთავაზობს.

 

 

როგორც შაშკინმა განაცხადა, წელს პირველად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი აბიტურიენტების უმაღლეს სასწავლებლებში მიღება ზოგადი უნარების ტესტის საფუძველზე მოხდება.

 

 

“წარმატებული აბიტურიენტები უმაღლეს საგნამანათლებლო დაწესებულებაში ქართული ენის შემსწავლელ სპეციალურ ერთწლიან პროგრამას გაივლიან, რაც მათ საშუალებას მისცემს სასურველ სპეციალობებზე სწავლა ქართულ ენაზე განაგრძონ” – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

 

 

მისივე განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს, რათა ხელი შეუწყოს სკოლამდელი, სასკოლო ასაკისა და ზრდასრული ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა, მათ შორის ეთნიკურად სომეხთა, სამოქალაქო ინტეგრაციასა და მათთვის სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობების გაფართოებას.

 

 

“ამ პროექტის ფარგლებში მოეწყობა საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადები, ასევე მოხდება ორი ქვეყნის მოსწავლეთა დ სტუდენტთა ჩართვა გაცვლით სასწავლო პროგრამებში” – აღნიშნა მინისტრმა.

 

 

შეგახსენებთ, რომ 2009 წელს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ასევე ინიცირებულ იქნა პროგრამა -”კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში”, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სახელმწიფო ენის სწავლებას ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში.

 

 

მინისტრის თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარეობს არაქართულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა.

 

 

მუდმივად ხდება სასწავლო გარემოს გაუმჯობესება და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...