planetanews Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/subeliani-da-devnilebi-150x150.jpgლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანის განცხადებით, დევნილები, რომლებმაც სათანადო კომისია უკვე გაიარეს საკომპენსაციო თანხას 10 ათასი დოლარის ოდენობით მაისში მიიღებენ. როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე სუბელიანმა განაცხადა,კომპენსაციის მოთხოვნით არსებული 200 პრობლემური განცხადებიდან 60 პროცენტი უკვე დაკმაყოფილებულია, თუმცა დანარჩენებს კომისიის დამატებითი მესამე ტურის გავლა მოუწევთ. სუბელიანის თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა კომპენსაციის მიღების მიზნით, ხდება ფიქტიური განქორწინებები, ასევე კომპენსაციას ითხოვენ ისეთი ოჯახები, რომლებიც უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში არ ცხოვრობდნენ ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ხდება მსგავსი შემთხვევების შესწავლა. მინისტრის განმარტებით, ნათესავებთან ან ქირით მცხოვრები დევნილების მიერ საცხოვრებლის ნაცვლად საკომპენსაციო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში კი, აქცენტი განსახლებაზე გაკეთდება. სუბელიანის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში კომპენსაციის გაცემის შემდეგ, თანხის არასწორი მოხმარების გამო ოჯახები ისევ ქუჩაში დარჩნენ, თუმცა, სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების მიერ, ცალსახად უარი არ არის ნათქვამი აღნიშნული კატეგორიის დევნილებისათვის კომპენსაციების გაცემაზე და ასეთი შემთხვევები იქნება დიდი გამონაკლისი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts